მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ხათუნა კიბაბიძე – „კავკასიელი ჯადოქარი“ იტალიაში

„იტალიელებისთვის ცოტა დაუჯერებელია ქსოვილის ხელით კეთება. მქონია შემთხვევა, როცა ჩემი თექის კაშნესთვის ხელიც მოუკიდიათ, რათა გაეგოთ, რა მასალისგან იყო შექმნილი. როდესაც მეკითხებიან, რა ეროვნების ვარ და ვპასუხობ ქართველი-მეთქი, პირველი, რასაც ამბობენ, არის: „CHE BELLO!" („რა კარგია") - ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბარში ხათუნა კიბაბიძე. მისი თექაზე შესრულებელი ნამუშევრები ახლახან ვენეციაში გახსნილ ქართველ ხელოვანთა გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ხათუნა თითქმის ათი წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს. სამსახურის პარალელურად, თექაზე მუშაობა მისთვის თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა; მისი ფანტაზია უსაზღვროა, მთელ სულსა და გულს დებს თავის ფერადოვან ნამუშევრებში, რომლებიც ორიგინალურობით გამოირჩევა... როგორ ისწავლა თექაზე მუშაობა, როგორ მოხვდა იტალიაში, ვინ და რატომ უწოდა „კავკასიელი ჯადოქარი" და როგორ „გაფრინდა კოსმოსში" ქალიშვილთან ერთად - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ხათუნა, ახლახან ვენეციაშიPalazzo Zenobio-ში გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც თქვენმა ნამუშევრებმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. მოგვიყევით, როდის დაიწყო თქვენი ინტერესი თექისადმი, როგორ მოხვედით დღემდე?

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ყურადღებისა და ინტერესისთვის. დიახ, საკმაოდ საინტერესო გამოფენაზე მიმიწვიეს, რომელშიც 50-მდე ხელოვანი მონაწილეობს საქართველოდან. ხელოვნების ნიმუშების ნახვის საშუალება არა მარტო ვენეციელებს და იტალიელებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. გამოფენაზე მე ათი ნამუშევარი წარვადგინე.

მართალი გითხრათ, არასოდეს მიფიქრია თექაზე მუშაობა მესწავლა, რადგან ის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა ჩემთვის მანამ, სანამ ერთ დღეს ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა სერგი კასრაძე, რომელიც სახლის საკურთხევლად იყო მოსული, ჩემს ხელნაკეთ ჩარჩოებს არ ნახავდა. რუსთავში მამა სერგის სასულიერო სკოლაში მედავითნე ვიყავი და ვგალობდი. სწორედ მისი კურთხევითა და დაჟინებული მოთხოვნით მივედი თექის გაკვეთილზე, რომელიც იქვე, მის სასულიერო სკოლაში ტარდებოდა. სამ გაკვეთილს დავესწარი და მივხვდი, რომ არც ისეთი სასწაული ყოფილა თექის ბურთების კეთება.

როდესაც იტალიაში ჩამოვედი და 24-საათიან სამსახურში დავიწყე მუშაობა, რაც დღედაღამ მოხუცთან ყოფნას ნიშნავდა, მივხვდი, რაღაც უნდა შემექმნა, სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავვარდნილიყავი. ასე გავაკეთე რამდენიმე თავსაფარი, რომელმაც ცოტაოდენი შემოსავალი მომიტანა. შემდეგ თექის საპალტოეს კეთება დავიწყე, რაზეც სხვადასხვა მიზეზის გამო თითქმის მთელი წელი ვმუშაობდი, თუმცა ამად ღირდა. ვერავინ იჯერებდა, რომ ხელნაკეთი იყო, ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე.

alt

შემთხვევით არაფერი ხდება, მით უმეტეს, უცხოეთში, სადაც ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია თავის დამკვიდრება და საკუთარი საქმის დაწყება. როგორ აღმოჩნდით გამოფენაზე?

რომში ჩამოვიდნენ დები ქოთილაიძეები, რომლებმაც მამა იოანეს კურთხევითა და ხელშეწყობით სამრევლოსთან სახელოსნო „მწყემსის სახლი" დააარსეს. პირველი და უმთავრესი, რაც მათგან ვისწავლე, იყო ის, რომ თექა არც თუ ისე „სველი" სამუშაოა, როგორც ვიცოდი. ამ სახლში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ეს იყო ადგილი, სადაც თითოეული ემიგრანტი თავის მიძინებულ შესაძლებლობებს აღვიძებდა.

აქ გავიცანი უნიჭიერესი ჟურნალისტი ნატო პერანიძე, ამ სახლის ხელმძღვანელი ცისანა ქოთილაიძე კი ჩემი სულიერი ნაწილი გახდა. მართალია სახელოსნოს მუშაობა, მიზეზთა გამო, დროებით შეჩერდა, მაგრამ მთავარი რამ მოხდა - ჩვენ გავერთიანდით. ახლა უფრო დიდი ენთუზიაზმით დავიწყე თექის კეთება. ორი სამსახურის შემდეგ მოვდივარ სახლში და სრულიად ახალი ენერგიით ვიწყებ ჩემი საყვარელი ყვავილების „შექმნას". გამოფენის შესახებ ცისანას ნატო პერანიძემ შეატყობინა, ცისანა კი მე და კიდევ ერთ ჩვენს მეგობარს „მწყემსის სახლიდან", ეკა ცაბაძეს დაგვიკავშირდა და მონაწილეობა შემოგვთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტმაც მოგილოცათ წერილით გამოფენის გახსნა...

დიახ, ბიენალეს გახსნა წერილობით მოგვილოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები, აგრეთვე, ვენეციის მერი და იტალიელი ხელოვნებათმცოდნეები.

როგორც ვიცი, ეს გამოფენა ერთ თვეს გრძელდება და უნდა შეირჩეს საუკეთესო ხელოვანი, რომელიც მაისში საქართველოს ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე წარადგენს. გისურვებთ, რომ ეს „საუკეთესო ხელოვანი" თქვენ ყოფილიყავით!

დიდი მადლობა! გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები - შესანიშნავი მხატვრობა, ფერწერა, ჭედურობა, მინანქარი... ჩემი მხრიდან თითოეულ მათგანს ვუსურვებ გამარჯვებას.

რა პროფესიის ხართ? რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ წლების შემდეგ ცხოვრების ამ ეტაპზე?

ერთ დროს მსახიობობაზე ვოცნებობდი და სკოლის დამთავრების შემდეგ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მსახიობად ვმუშაობდი, თუმცა შემდგომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ სცენად გარდაიქმნა, სადაც სხვადასხვა პროფესიის შეთავსება მომიხდა.

იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ ვიმუშავე მოხუცებთან, ვალაგებდი თეატრს, მერე ამავე თეატრში ვხვდებოდი სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს; ვიმუშავე „მოხუცთა სახლში" ჯერ მზარეულის დამხმარედ, მერე - მზარეულად; რამდენიმე დღე ვიმუშავე საგამოფენო ცენტრში, სადაც  კერძო ფირმას წარმოვადგენდი; ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სასტუმროში, ვაკეთებ აპერიტივს. თექის კეთება კი ჩემთვის თვითრეალიზების საშუალებაა, სადაც შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი, გასაქანი მივცე ფანტაზიას და ჩემი ნამუშევრებით დავამშვენო ისედაც ლამაზი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები.

alt

alt

alt

თქვენს ნამუშევრებში აქცენტს, ძირითადად, ყვავილებზე აკეთებთ...

ყვავილები და, საერთოდ, ბუნება ძალიან მიყვარს. მცენარეებსაც ადვილად ვახარებ. სახლში, სადაც ვცხოვრობ, ტერასაზე ყვავილების პატარა ბაღიც კი მაქვს მოწყობილი. სხვათა შორის, ამ სახლის მეპატრონე ცნობილი საოპერო მომღერალი, ტენორი ჯოაკინო ჯიტოა (Gioacchino Gitto), არაჩვეულებრივი ადამიანი...

altჯოაკინო ჯიტოსთან ერთად

მართლა?! საინტერესოა, ქართველ საოპერო ვარსკვლავებზე რას ამბობს... იცნობს საქართველოს?

ბევრი რამ იცის ქართველი მომღერლების შესახებ. ამბობს, რომ ქართველებს კარგი ხმა აქვთ. მასთან საიდან აღარ ჩამოდიან მასტერკლასებზე: იაპონიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, კორეიდან, რუსეთიდან. ტყუპები იყვნენ ჩამოსულები იაპონიიდან და მითხრეს, საქართველო ტოჩინოშინიდან ვიცითო. ქართველიც იყო ჩამოსული ერთხელ - ულამაზესი თეა... რომ მივესალმე, შეცბა, არ ელოდა, იქ თუ ქართველს შეხვდებოდა.

ხშირად ამბობენ, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ჰგვანანო. თქვენ რას ფიქრობთ, რა საერთოს ხედავთ?

იტალიელების და ქართველების მსგავსება შესაძლოა გარეგნული იყოს, თუმცა რამდენადაც არ უნდა ვგავდეთ მათ, ქართველ ქალს ყოველთვის გამოარჩევ სევდიანი მზერით. რაც შეეხება ხასიათს, ერთმანეთს ცნობისმოყვარეობით ვგავართ.

რას ამბობენ, თქვენს ნამუშევრებს რომ ხედავენ? საქართველოს შესახებ რა იციან თქვენს ირგვლივ მყოფმა იტალიელებმა?

იტალიელებისთვის ცოტა დაუჯერებელია ქსოვილის ხელით კეთება. ისინი ბუნებით ესთეტები არიან და არაფერი გამოეპარებათ მხედველობიდან. მქონია შემთხვევა, როცა ჩემი თექის კაშნესთვის ხელიც მოუკიდიათ, რათა გაეგოთ, რა მასალისგან იყო შექმნილი. როდესაც მეკითხებიან, რა ეროვნების ვარ და ვპასუხობ, ქართველი-მეთქი, პირველი, რასაც ამბობენ, არის: „che bello!" („რა კარგია!").

ძალიან მიყვარს მთაში სიარული, 8-მდე მოლაშქრე ჯგუფის წევრი ვარ. ლაშქრობისას ბევრი შემხვედრია, ვინც საქართველოში იყო ნამყოფი და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დარჩენიათ. ამ ჯგუფებში გავიცანი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი სტეფანო არდიტო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ სურდა ჩემი გაცნობა, რომ ქართველი ვიყავი. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს ჯგუფებიდან, მათი ხელმძღვანელების ჩათვლით, იქ ხედავდა ხოლმე ჩემს გადაღებულ ფოტოებს (მთის, ტყის და ა. შ. - ფოტოების გადაღებაც მიყვარს), ჯგუფებში რომ ვაზიარებდი და მაშინ დამიკავშირდა.

altსტეფანო არდიტო

alt

ცოტა ხნის წინ მეგობართან ერთად მოვდიოდი მონასტრიდან, ამ დროს სტეფანო მწერს ტელეფონზე. ვუთხარი ჩემს მეგობარს, სტეფანო არდიტო მწერს-მეთქი და არ დაიჯერა, სანამ არ ნახა მონაწერი. იცით, რას მწერდა? შრი-ლანკაზე ვარ და ვაიფაი არ არისო. მივწერე, აბა, როგორ მწერ-მეთქი? ათამდე ვინმეს მივწერე და მესიჯი მხოლოდ შენ მოგივიდა, კავკასიელი „მაგა" (ჯადოქარი) ხარო!..

თავად ნამყოფია საქართველოში, თუშეთი მოეწონა ძალიან.

თქვენი სამომავლო გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?

ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ვთვლი, რომ იტალიაში მეტი შესაძლებლობა მაქვს ვიმუშაო და გამოვავლინო საკუთარი თავი, ვიდრე ამას საქართველოში შევძლებდი. ძალიან მიხარია, რომ არიან ისეთებიც, ვინც სამშობლოში ბრუნდება. ახლა, როცა ჩემი შვილი ჩემ გვერდითაა, ვფიქრობ, მივცე შესაფერისი განათლება, რომელსაც იმედია სამშობლოშიც გამოიყენებს.

თქვენი ქალიშვილი იტალიაში სწავლობს?

ქეთიმ „ილიაუნის" მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა სულ ნანობდა, თავიდანვე სამხატვრო აკადემიაში რომ არ ჩააბარა, რადგან ხატვა ძალიან უყვარს. ბაკალავრიატი რომ დაასრულა, მაგისტრატურის გავლა ხელოვნების გზით უნდოდა და ასე მოხვდა Accademia di Belle Arti-ში, სადაც არტთერაპიას ეუფლება.

მახსოვს, დაახლოებით 8 წლის წინათ, იტალიაში ახალჩამოსულმა, აკადემიას რომ ჩავუარე, ვინატრე, რა იქნება, ქეთიმ აქ რომ ისწავლოს-მეთქი. მაშინ ეს ოცნება კოსმოსში გაფრენას ჰგავდა... თუმცა გავფრინდით!

altქალიშვილთან ერთად

ემიგრანტობა რა არის თქვენთვის?

ემიგრანტობა ჩემთვის არის სამშობლოდან შორს ყოფნა, სადაც ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.

სამშობლოდან, ახლობლებისგან შორს მყოფი, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ, რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?

ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რამდენად კარგი იქნებოდა, საზღვარგარეთ მხოლოდ მივლინებისა და შვებულების დროს რომ გვევლო.

ემიგრანტების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? და თქვენი აზრით, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ხელისუფლებამ?

ემიგრანტების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სამშობლოდან, ახლობლებისგან შორს ყოფნაა. მერწმუნეთ, ყველას ურჩევნია იმუშაოს და იშრომოს თავის ქვეყანაში, თუ ისეთი ანაზღაურება ექნება, როგორიც საზღვარგარეთ. ვწუხვარ, რომ მათი დიდი ნაწილიც კი, ვინც საქართველოშია, გასაქცევად მზად არის, ეს კი, რა თქმა უნდა, არასწორი პოლიტიკის ბრალია. იმედია, ოდესმე ჩვენს ქვეყანაშიც მოვა ხელისუფლება, რომელიც ხალხზე იზრუნებს.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

ჩემი პირადი ცხოვრება ამ ეტაპზე მხოლოდ მე მეკუთვნის.

პესონალური გამოფენის მოწყობაზე არ ფიქრობთ?

თუ ჩემი მცირე დრო ამის საშუალებას მომცემს, რატომაც არა.

და სად მოაწყობდით, პირველ რიგში?

ალბათ, იტალიაში...

დიდი მადლობა საუბრისთვის, ხათუნა, წარმატებებს გისურვებთ!


 ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

წყარო:  nostal.ge

2019-04-10.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO