მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ბრძოლა თანასწორობისათვის

ნებისმიერ დაწესებულებაში სხვადასხვა სქისის წარმომადგენელთა ჯგუფი - ეს ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ კი ხშირად ვეჯახებით უამრავ სირთულეებს: ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სხვა და სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კოლეგა მარტო იმიტომ დააწინაურეს, რომ ის მამაკაცია... უბედურება ისაა, რომ ამაში არის სიმართლის მარცვალი. 

აი, ისინიც - მწარე სიმართლის მარცვლები: 

სტატისტიკის მიხედვით საუბარში ჩარევის 100 შემთხვევიდან 96 შემთხვევაში ინიცირებულნი არიან მამაკაცები. ისინი უფრო ცოტას საუბრობენ და იყენებენ პირდაპირ მიდგომას, რომელიც აგებულია მოკლე ფრაზებით. ამასთანავე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ მოსმენილის წამიერად მიღება იმ დროს, როდესაც ქალები მეტს ფიქრობენ ნათქვამზე და ეძებენ მასში დაფარულ იდუმალ აზრებს. შეუსაბამობათა თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ ქალები მამაკაცის ენას ისწავლიან. ორი ენის ცოდნა ხომ ყოველთვის დასაფასებელია! 

ძირითადი სხვაობა კი მამაკაცისა და ქალის ტვინის სტრუქტურაშია. - აი, კიდევ სადაა ძაღლის თავი დამარხული! მამაკაცის ტვინის სტრუქტურა გათვლილია სამუშაოს თანმიმდევრობითი შესრულებისათვის, ხოლო ქალების - ქსელური აზროვნებისათვის. მამაკაცები ფიქრობენ მოქმედებათა სვლაზე მოკლე დროში, ქალები კი წინ იყურებიან. ამიტომ მამაკაცთა გადაწყვეტილებებს უფრო ეფექტური შედეგი მოაქვთ. ქალები კი უფრო წარმატებულნი გრძელვადიანი სამუშაოს დაგეგმვაში არიან. 

რაც შეეხება ჩაცმულობას, მამაკაცის საქმიანი კოსტიუმი  იწვევს რესპექტაბელურობისა და საიმედოობის ასოციაციას. ქალთა სამყაროში ასეთი უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს. თუ თქვენ დიდი ხნის მანძილზე კოსტიუმით ივლით, თქვენი კოლეგები ეფექტური კაბებით უფრო შესამჩნევნი იქნებიან. კარგად ჩაცმული, თავმოვლილი ქალები კი მეტ ხელფასს იღებენ და უფრო მაღალი თანამდებობები უჭირავთ. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, თუ სამსახურში მიღებისას დაინტერესდებით, რა სახის სამოსი იქნება მისაღები ხელმძღვანელობისათვის და ჩაიცვით ის, რაშიც თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. 

ქალის შრომა მეტად ფასდება, ვიდრე მამაკაცისა, ღირებულება კი ნაკლები აქვს. ამიტომ გაყიდეთ თქვენი შრომა მამაკაცის სტრატეგიაზე. უფროსთან ამ თემაზე საუბრისას თავიდან სიტუაციის მიხედვით აიღეთ არგუმენტი. შემდეგ მოუყევით თქვენს ღვაწლზე, შეაჯამეთ მთელი თქვენი მიღწევები და დაივიწყეთ ჩავარდნები. ეს ეგრეთწოდებული "მეხსიერების დაკარგვა" დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვითკრიტიკა - ნამდვილი ქალური თვისება. გამოიყენეთ პირდაპირი და კონკრეტული სათქმელი და არ მოგერიდოთ გამოთქვათ თქვენი ფინანსური მდგომარეობაც. 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ხელმძღვანელი ქალია,  სავარაუდოდ კომპანიაში იქნება მეტი არაფორმალური ურთიერთობები, ვიდრე მამაკაცის ხელმძღვანელობის შემთხვევაში. ამიტომ არ ისწრაფოთ დაძმობილებისა და სუბორდინაციისაკენ. ფსიქოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ  ქალ-ხელმძღვანელს უჭირს ორგანოს დელეგირება და ის თავდადებულად ცდილობს სამუშაოს მეტი ნაწილი თავად შეასრულოს, იმის ნაცვლად, რომ გაანაწილოს ის თანამშრომლებს შორის. 

და, ბოლოს სექსზე:

სოციალური ქსელების გამოკითხვათა შედეგებით მამაკაცთა 50%-ს და ქალთა 46%-ს ჰქონიათ სექსუალური ურთიერთობა თანამშრომლებთან სამსახურში. ასე, რომ აქაც დიდად არ ჩამოუვარდებიან ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. თანაც ოფისი არაფრით არაა უარესი ღამის კლუბზე ან რესტორნებზე.

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO