მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ქორწინების წლისთავები

ქორწილი უკვე წარსულს ჩაბარდა... არ დაღონდეთ, წინ კიდევ მრავალი დღესასწაული გელით. ქორწინების ყოველი მომდევნო წლისთავი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ საქორწინო კალენდარს. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუკეთოთ სახალისო და უჩვეულო საჩუქრები ამ დღეებთან დაკავშირებით. პერლა კი გისურვებთ, რომ ტკბილად და ბედნიერად იცხოვროთ თვით “წითელ ქორწილამდე”!

თქვენი ქორწინების დღე _ ეს მწვანე ქორწილია _ ახალი ცხოვრებისა და სიცოცხლის საწყისი _ აღნიშნეთ ეს დღე ყოველ წელს.

1 წელი _ ჩითის ქორწილი.
ჩითი უბრალო ქსოვილია, ეს უკვე აღარაა სადღესასწაულო საქორწინო აბრეშუმი. ჩითისაგან კერავენ ყოველდღიურ სამოსს. ახლა უკვე ცოლ-ქმარი ერთმანეთს მიჩვეულნი არიან. პირველი წელი, როგორც ამბობენ, ყველაზე რთულია.. დაე, მშვიდად გადაგელახოთ ეს პირველი წელი! მეგობრებს კი ვურჩევთ ამ დღის აღსანიშნავად გაჩუქონ ჩითის და საერთოდ ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებული ნივთები: თეთრეული, პირსახოცები და ა.შ.

2 წელი _ ქაღალდის (მინის) ქორწილი.
ქაღალდი და მინა ფაქიზი მასალებია. ერთი ადვილად დაიხევა, დალაქავდება, დაიკუჭება; მეორე _ დაიმსხვრევა. ძნელია თქმა, რა მასალისაგან შედგება სიყვარული, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ესეც ძალიან ფაქიზი გრძნობაა და გაფრთხილებას საჭიროებს. 2 წელია უკვე ერთად ხართ და თქვენი სიყვარული იზრდება, ძლიერდება და ყვავის თქვენთან ერთად. გაუფრთხილდით მას. იგი გაცილებით მეტ ფაქიზ მოპყრობას საჭიროებს, ვიდრე ნებისმიერი ნივთი. საუკეთესო საჩუქარი ამ დღისთვის იქნება: წიგნები, ფოტოალბომები, ლარნაკი და მინისაგან დამზადებული სუვენირები.

3 წელი _ ტყავის ქორწილი.
ტყავი გაცილებით გამძლე მასალაა. თქვენი ურთიერთდამოკიდებულებაც უკვე გაცილებით ძლიერი და მყარია. ამ დღის აღსანიშნავად საუკეთესო საჩუქარია ტყავისაგან დამზადებული ნივთები: ხელთათმანები, საფულეები, ჩანთები...

4 წელი _ სანთლის ქორწილი. ამ დღეს სუფრა აუცილებლად დაამშვენეთ მოციმციმე სანთლებით და მხოლოდ ორმა აღნიშნეთ რომანტიულ ატმოსფეროში. საუკეთესო საჩუქარია სურნელოვანი სანთლები და ვარდების თაიგული.

5 წელი _ ხის ქორწილი.


ეს უკვე სერიოზული თარიღია, ნამდვილი ზღვარი, მყარი და საიმედო. ამ დღეს შეიძლება დატკბეთ მხიარული წვეულებით. დაპატიჟოთ მშობლები და მეგობრები. საუკეთესო საჩუქარია ხისაგან დამზადებული ნივთები: თასები, ლამაზი ზარდახშები, ჩარჩოები სამახსოვრო ფოტოებისთვის...

6 წელი _ თუჯის ქორწილი.
თუჯი მძიმე მეტალია _ სიმბოლო სიმყარისა და გამძლეობისა. არც ექვსი წლის თანაცხოვრებაა ხუმრობა. საუკეთესო საჩუქარი ამ დღისთვის იქნება თუჯისა და საერთოდ ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, შანდლები და სუვენირები.

7 წელი _ სპილენძის ქორწილი.
ქორწინების მეშვიდე წლისთავიც ძალიან სერიოზული თარიღია. მართალია, ეს მრგვალი თარიღი არაა, მაგრამ აღნიშვნას იმსახურებს. საუკეთესო საჩუქარი, როგორც ხვდებით სპილენძისაგან დამზადებული ნივთები იქნება.

8 წელი _ თუნუქის ქორწილი.
თუნუქი _ სიმბოლოა გამძლეობისა და სიმაგრის, იწვევს სახლის, ოჯახური კერის, საერთო ოჯახური მეურნეობის ასოციაციას. დრო ასევე ცდის გამძლეობაზე თქვენს ქორწინებას. თუნუქი ცეცხლგამძლე მეტალიცაა და აუცილებელია ოჯახში. ამიტომ ამ დღეს ცოლს (ოჯახის მყუდროების დამცველს) ჩუქნიან თუნუქის ჭურჭელს და ელექტროხელსაწყოებს.

9 წელი _ თიხის ქორწილი.
ოჯახი მარტო ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება როდია, ის თქვენი სიყვარულის დღესასწაულიცაა, რომელიც უკვე 9 წელია გათბობთ. თიხა კვლავ გვახსენებს, რომ გატეხილ ქოთანს ვეღარ გაამთელებთ. ამიტომ 9 წლის შემდეგაც კი ვალდებული ხართ გაუფრთხილდეთ გრძნობებს. ამ დღეს აჩუქეთ წყვილს თიხის ქოთანში ჩარგული ყვავილები, ან ნებისმიერი თიხის ნაკეთობა და უსურვეთ, რომ მათი ცხოვრების გზაზე არ ყოფილიყოს რყევები.

10 წელი _ ვარდის (კალის) ქორწილი.


ვარდების დღე _ ეს თქვენი 10 წლის იუბილეა. გილოცავთ! ალბათ თქვენი ათწლიანი თანაცხოვრება არ იქნებოდა ეკლების გარეშე, მაგრამ დღეს მათზე უნდა დაივიწყოთ და ერთმანეთს აჩუქოთ ეს არაჩვეულებრივი არომატული ყვავილები. სიმბოლო სიყვარულისა და ვნებისა. მეგობრებს კი შეუძლიათ მოგართვან ბოთლი კარგი წითელი ღვინო და ნებისმიერი, კალისაგან დამზადებული ნაკეთობა.

11 წელი _ ფოლადის ქორწილი.
განვლილი ათწლეული გვიჩვენებს, რომ ურთიერთობები გამოიწრთო, გახდა უფრო მყარი და გამძლე. ამ დღისთვის მიღებულია საჩუქრად ფოლადის ნაკეთობები.

12 წელი _ ნიკელის ქორწილი.


ეს თარიღი მხოლოდ ოჯახურ წრეში აღინიშნება. 

alt

13 წელი _ მაქმანების ქორწილი.
ეს პოეტური სახელწოდება გვახსენებს, რომ ოჯახურ ცხოვრებას აქვს არა მარტო ძლიერი და ამტანი, არამედ ნაზი, ყვავილოვანი და ფაქიზი ასოციაციები. ამიტომ ერთმანეთს აჩუქეთ ნებისმიერი აჟურული, ფაქიზი ნივთი. ამ თარიღისათვის საუკეათესო საჩუქარია სუნამოები.

14 წელი _ აგატის ქორწილი.
ახალი ფერები და ახალი ოჯახური ღირებულებები. აგატი _სიმბოლოა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის. თუ თქვენ ამდენი წელი ერთად იცხოვრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფიალა სავსეა და თქვენ ერთად ბედნიერები ხართ. აჩუქეთ ერთმანეთს სპილოს ძვლის ან სამკაულები აგატის ქვებით.

15 წელი _ ბროლის ქორწილი.
ბროლი _ ეს უბრალო მინა როდია. თუ თქვენ შეძელით შეგენარჩუნებიათ თქვენი გრძნობები, ესე იგი ის სუფთა და გამჭვირვალეა. ყოველ შემთხვევაში ამ თარიღის სახელწოდება შეგახსენებთ, რომ თქვენი გრძნობები სწორედ ასეთი უნდა იყოს. ამიტომაც აპატიეთ ერთმანეთს წყენა და აჩუქეთ ბროლის ნაკეთობები, რომ მომავალი ცხოვრება იყოს უღრუბლო და იბრწყინოს ნაირ-ნაირი ფერებით.

20 წელი _ ფაიფურის ქორწილი.
გილოცავთ იუბილეს! ამ დღეს სუფრაზე აუცილებლად უნდა იწონებდეს თავს ახალი ფაიფურის სერვიზი. ფაიფურის ყოველგვარი ნაკეთობა საუკეთესო საჩუქარია ამ თარიღისათვის.


25 წელი _ ვერცხლის ქორწილი.
ეს დღე აუცილებლად უნდა აღნიოშნოთ განსაკუთრებულად. მეოთხედი საუკუნე ერთად _ ეს ხუმრობა როდია. ყველა წყვილი კი ვერ ძლებს ამ ზღვრამდე ერთად. ვერცხლი კეთილშობილი ლითონია _ აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე ვერცხლის ჭურჭელი და ყველას ახსენებდეს, რომ ოჯახი _ ეს ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გააჩნია ადამიანს. რაც უფრო ძლიერია სიყვარული, რაც უფრო მეტი გამოცდა აქვს გავლილი. მით უფრო ფასეულია ის. ამიტომ არ დაუშვათ გრძნობების ჩაქრობა.

30 წელი _ მარგალიტის ქორწილი.


მარგალიტი _ სიმბოლოა უზადო ცხოვრებისეული ურთიერთობისა. ნამდვილი მარგალიტი ხომ არასდროს არ უფერულდება. უამინდობა და ქარიშხალი მხოლოდ აპრიალებს მას. ყოველი გატარებული წელი ძვირფასი ქვაა. ამ დღეს ქმარი ცოლს ჩუქნის მარგალიტის სამკაულს, აწყობილს 30 მარგალიტისაგან. მარგალიტს ხშირად ცრემლებსაც ადარებენ. დაე, თქვენი თანაცხოვრების 30 წლისთავზე ცრემლები ყოფილიყოს მხოლოდ ბედნიერებისა.

35 წელი _ ქარვის ქორწილი.


ქარვა მზის სიმბოლოა. ამ დღისთვის საუკეთესო საჩუქარი ქარვაა.

40 წელი _ ლალის ქორწილი.
ეს სიმბოლო იმაზე მეტყველებს, რომ ცოლ-ქმარი უკვე სისხლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ლალი ასევე ცეცხლის ქვაა. დაე, თქვენი სიყვარული ენთოს თანაბარი ალით და უნათებდეს გზას თქვენს შვილებს და ახლობლებს; ათბობდეს მათ და თქვენც ახალ ძალებს გაძლევდეთ!

45 წელი _ საფირის ქორწილი.


საფირი ერთგულების სიმბოლოა. ეს სწორედ ისაა, რაც არასდროს არ კმარა ყოველდღიურ ცხოვრებაში. აჩუკეთ ერთმანეთს ამ ქვებით სამკაულები, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ ბედნიერებას უფრო ძლიერს გახდის.

50 წელი _ ოქროს ქორწილი.


ეს ნამდვილად ყველაზე ღირსშესანიშნავი თარიღია თქვენს ცხოვრებაში, თუ რა თქმა უნდა, შვილების დაბადებას არ ჩავთვლით. ნახევარი საუკუნის თანაცხოვრება დღეს ბევრს არ შეუძლია. ცხოვრება ურთიერთშეთანხმებულად კი _ ერთეულებს. ამ დღეს მეუღლეები საზეიმოდ ცვლიან ახალ საქორწინო ბეჭდებს და ძველ საქორწინო ბეჭდებს შვილებს და შვილიშვილებს ჩუქნიან. დაე, მათაც ისევე გაუმართლოთ ცხოვრებაში, როგორც თქვენ.

55 წელი _ ზურმუხტის ქორწილი.
ზურმუხტი სიმბოლოა სიცოცხლის, ჰარმონიის, უკვდავების და ახალგაზრდობის. მათ, ვინც შეინარჩუნა თავიანთი გრძნობა ამდენი ხნის განმავლობაში, სულით მუდამ ახალგაზრდები არიან.

60 წელი _ ბრილიანტის ქორწილი.
ბრილიანტის ქვა სიმტკიცით გამოირჩევა. 60 წლის თანაცხოვრებით თქვენ შეძელით თქვენი დაგემტკიცებინათ, რომ თქვენი ქორწინება ზეცაში შეიკრა. თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი და თქვენს სიყვარულს ვარანაირი ძალა ვეღარ მოერევა.

65 წელი _ რკინის ქორწილი.
მხოლოდ ბრილიანტი როდი გამოირჩევა სიმტკიცით. რკინა მარტო მტკიცე მეტალი კი არა, ცხოვრებაში აუცილებელიცაა. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ოჯახი ერთად ზრუნავს თავის მომავალზე.

70 წელი _ ნაყოფიერების _ მადლიერების ქორწილი.
ბედნიერია ის წყვილი, ვინც ამ იუბილემდე ერთად მიაღწევს. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მოდიან ამ დღეს თქვენს თაყვანსაცემად. ახალგაზრდებისათვის უკეთესი მაგალითი არ არსებობს.

75 წელი _ გვირგვინოსანი ქორწილი (დამაგვირგვინებელი)


ამ თარიღს იმიტომ ჰქვია ასეთი სახელი, რომ გვირგვინს ადგამს წყვილს ბედნიერად განვლილი ცხოვრების გამო.

80 წელი _ მუხის ქორწილი.
თქვენი ოჯახური ცხოვრება ისეთივე ძლიერია, როგორც მუხის ხე და ისევე დიდხანს ცოცხლობს, როგორც ის.

100 წელი _ წითელი ქორწილი.


ასეთი სახელწოდება ცოლ-ქმრული საიუბილეო თარიღისა მოიფიქრა 126 წლის ნიფთულ აგიევმა აზერბაიჯანის მაღალმთიანი სოფლიდან _ ზუბუჩიდან. ღომელმაც სიყვარულსა და ურთიერთთანხმობაში იცხოვრა მთელი საუკუნე 116 წლის ბალაბეი აგაევასთან.

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-07-13 00:07:55)

exla micevs qagaldis qorcili da raime qagaldis sachuqari unda vachuqo chem qmars?

emili .
(2011-08-06 02:36:23)

alt

shav legi
(2011-02-01 01:13:27)

ramdeni rame ar mcodnia... netav me romeli melis sul bolos?

tiniko anasashvili
(2011-01-31 00:14:42)

oqros qorwilzedac tanaxma var

nika nebieridze
(2011-01-26 03:52:23)
110 celi axali taflobistve))))))))))))
lali kajaia
(2011-01-21 13:27:52)

va amaT yoCaR 100 weli erTad namdvilad ganiWebs imis privilegias rom  qorwinebis amxela vadas saxelic daarqva

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO