მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რჩევები ახალი 2013 წლისათვის ინტერიერის, ნაძვის ხისა და და სუფრის გასაფორმებლად

ახლოვდება ახალი 2013 წელი - წელი შავი წყლის გველისა. როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, მას ადამიანებისათვის მოაქვს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ცვლილებები, არასტაბილურობა და იმპულსურობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ წლისათვის თავიდანვე დავგეგმოთ ყველაფერი, სწორად შევაფასოთ სიტუაცა და ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოვინდომოთ, რომ გააზრებულად და სიფრთხილით ვიმოქმედოთ.

როგორ შევხვდეთ ახალ 2013 წელს? როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე, ინტერიერი, სუფრა? რა ფერები, საჩუქრები და სამშვენისები შევარჩიოთ

პირველ რიგში, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ გველი ვერ იტანს ხმაურს, ზედმეტ მოძრაობებს. ამიტომ ახალი წლის შეხვედრას გირჩევთ ვიწრო წრეში (სასურველია ოჯახში), ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

ამ დღესასწაულზე უნდა მოდუნდეთ, მოეშვათ, დაივიწყოთ ყოველდღიური საზრუნავი, განდევნოთ შავ-ბნელი ფიქრები და დატკბეთ მშვენიერი, მშვიდი საღამოთი.

ინტერიერის გაფორმება

ამ წლისთვის ინტერიერი არაორდინალურ შემოქმედებით მიდგმას მოითხოვს. გველი ბრძენ არსებად მოიაზრება და იმისათვის, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ფრთები უნდა შეასხათ თქვენს ფანტაზიებს.  ინტერიერის გაფორმებისას უნდა გახსოვდეთ, რომ გველს მოსწონს სივრცე და თავისუფლება. ამიტომ თავიდან აიცილეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც მას დაამძიმებს და გადატვირთავს. ფერთაგან უპირატესობა ენიჭება: ლურჯს, შავს, თეთრს, ვერცხლისფერს, ცისფერს.  მოგეხსენებათ, რომ ამ წლის სტიქია წყალია და შეეცადეთ ზღვის თემატიკაზე გაამახვილოთ ყურადღება (სხვადასხვა ზომის ნიჟარები, თევზები, ზღვის ვარსკვლავებისა და რვაფეხას ფორმის ფიგურები, აკვარიუმი). სეზონის ჰიტად ითვლება ოქროს თევზი - სურვილების ასრულების სიმბოლო. თუ სახლში ნამდვილი ოქროს თევზი გყავთ აკვარიუმში, შემოულაგეთ მას გარშემო სჩუქრები, სიურპრიზები და ლამაზად გაფორმებული ბარათები, სადაც თქვენი სანუკვარი ოცნებები იქნება ჩამოწერილი.

ბრძენი გველი გირჩევთ ფიფქები და  გირლიანდები საკუთარი ხელით დაამზადოთ. რათა გაწეული წვლილისათვის დაჯილდოვდეთ  და წარმატება გხვდეთ წილად ამ წელს. ის აღმერთებს ბრჭყვიალა ნივთებს და ყველაფერს, რაც ელვარებს.

და არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე მთავარი განწყობაა. თუ ახალ წელს ამაღლებული განწყობით შეეგებებით, ის თქვენი მფარველი გახდება მთელი წლის განმავლობაში. 

ნაძვის ხე

ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამ დღეს ყველას გვიჩნდება ზღაპრის დაჯერების სურვილი. სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდება, ახალი წელი ულევი სიხარულისა და სიკეთის, სიუხვისა და მხიარულების მომტანი იქნება, მოიაზრება ნაძვის ხე - ხასხასა, ლამაზი, მორთულ-მოკაზმული. ამ წლის ჰიტად ითვლება თეთრ, ვერცხლისფერსა და ლურჯ ფერში გადაწვეტილი თავმომწონე ნაძვის ხე. თუმცა გველს ყველა ფერი მოსწონს, რაც ელვარებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ბრჭყვიალა ბურთულებით, გირლიანდებითა და სხვა და სხვა ფორმის ფიგურებით დაამშვენოთ თქვენი ნაძვის ხე. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ 1 ცალი გველის ფორმის ფიგურა, თავად თოვლის პაპა, ფიფქები, მოციმციმე ნათურები და სხვა სამშვენისები.

ნაძვის ხის ძირში დაწყობილი ლამაზად შეფუთული საჩუქრები კი ახალი საწყისის სიმბოლოა და ამ დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. მათთან ერთად აუცილებლად მოათავსეთ ნებისმიერი ზომის გველის ფიგურა (სათამაშო) და დარწმუნებული იყავით, რომ ეს წელი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება!

სუფრა

ბრძენი გველი სიმდიდრის, სილამაზისა და დელიკატესების მოყვარული არსებაა. ამიტომ ამ წლის შესახვედრად განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, მოვიშველიოთ ფანტაზია და საახალწლო სუფრა ხელოვნების ნიმუშად ვაქციოთ.

საახალწლო ორნამენტებით გაფორმებული ჭურჭელი, სუფრა და ხელსახოცები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე შენახული გვაქვს და ამ დღისთვის ელოდებიან გამომზეურებას, საუკეთესო ვარიანტია ამ ზღაპრული დღესასწაულისთვის, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, ნურც ამაზე იდარდებთ!

სულ ადვილად შეიძლება საახალწლო სუფრა ნამდვილ შედევრად ვაქციოთ და დიდი სიამოვნება მივანიჭოთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და სტუმრებს. მთავარია შევინარჩუნოთ ჰარმონია და ზომიერება, მივაღწიოთ ბალანსს ფორმებსა და ფერებში.

თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ დომინანტური  ფერები, მაგალითად: ლურჯი, თეთრი, ვერცხლისფერი.  სუფრა სადა შევარჩიოთ, თავიდან რომ ავიცილოთ გადატვირთვა მისი გაფორმების დროს. ის ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხმარობთ (კარგი იქნება თუ მოგვეპოვემა ვერცხლის ჭურჭელი.  ხელსახოცები და ფეხიანი სასმისები (ჩურჩხელები და კანფეტებიც კი) შეიძლება ლამაზი ბაფთებით გავაფორმოთ, ხილთან და კანფეტებთან ერთად შეიძლება გველის და ფიფქების ფორმის ფიგურები ან ნაძვის ხის მოსართავები დავალაგოთ. სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უნდა გამოვუნახოთ ლამაზ სადღესასწაულო სანთლებსაც. უმჯობესი იქნება, თუ სურნელოვან სანთლებს თავს ავარიდებთ დისკომფორტი რომ არ შეგვიქმნას.

აუცილებლად მოათავსეთ  მაგიდის ცენტრში ლარნაკში ჩაწყობილი ფიჭვის ტოტები, გირჩებითა და საახალწლო მოსართვებით გაფორმებული. ისინი დღეგრძელობის სიმბოლოდ მოიაზრებიან და ამასთანავე საახალწლო განწყობასაც ქმნიან.  

 გამონახეთ ადგილი პატარა გველის ფორმის სუვენირისათვის. ასეთი ყურადღება აუცილებლად ეამება გველს.

თუ პატარა ზომის საჩუქრები გვაქვს შეძენილი, ისინი შეიძლება ვერცხლისფერი ან ცისფერი შესაფუთი ქაღალდით შევფუთოთ და პირდაპირ თეფშებზე დავულაგოთ სუფრის წევრებს. სიურპრიზები ძალიან მოუხდება ამ ჯადოსნურ ღამეს!

მენიუ

ქართული საახალწლო სუფრა წესისამებს უხვი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ეს წელიც გამონაკლისი არ იქნება.

ამ წლისთვის ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად (ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი..) უნდა გაითვალისწინოთ გველის გემოვნებაც. ის მტაცებელია და უყვარს პატარა ზომის ცხოველებისა და ფრინველების ხორცი: კურდღელი, მწყერი.. ასევე მოიმარაგეთ ზღვის პროდუქტები - თევზეული, ხიზილალა..

ყველაფერი მზადაა? მაშინ შეავსეთ სასმისები და ჩაიფიქრეთ სურვილი!

პერლა გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!

 

ავტორი: ემილი.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO