მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სახალისო ჰოროსკოპი - ცუდი ხასიათი

ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი) - ცუდი ხასიათი:

უკიდურესად აგრესიული, „ერთუჯრედიანი" - მოძალადე და სასტიკი. გონებრივად ჩამორჩენილი, გაჭირვებით ამახსოვრდება უმარტივესი რაღაცეები. ახასიათებს მუხანათური საქციელი თუ ექნება შესაძლებლობა. ჩვეულებრივ დაკავებულია ახალი გზების ძებნით. ვულგარული, გულღია, უყვარს ლუდი და მარილიანი ხუმრობები. ბავშობაში სამხედრო კარიერაზე ან კოსმონავტობაზე ოცნებობს და ამიტომაც გამუდმებით ჩხუბისთავია. ოჯახში ფული მისგან შორს უნდა იყოს - რადგან ყველაფერს ელვის სისწრაფით გამოხარჯავს და თავადაც არ ეცოდინება - სად. საზოგადოებაში უხასიათოა, შეუძლია საათობით ილაპარაკოს საკუთარ თავზე ისე, რომ სხვები არც შენიშნოს. არაფხიზელ მდგომარეობაში მიდრეკილია სკანდალებისკენ და მკვლელობისკენაც კი.

 

კურო (19 აპრილი - 20 მაისი) - ცუდი ხასიათი:

მეწვრილმანე, მომაბეზრებელი, მლიქვნელი და მაბეზღარა. ცხოვრებაში იქით მხარეს დგება, საიდანაც სარგებელს მოელის და უფროსის ყველა დავალებას ასრულებს. ბუნებით მსახიობი (თავს სხვის კეთილდღეობაზე მზრუნველ, წამებულ ადამიანად მოგაჩვენებთ), სინამდვილეში კი ვერავის იტანს. სულის სიღრმეში საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს. უყვარს სიმდიდრე, აგროვებს ფარულად და დაუღალავად. მზადაა უკანასკნელი გროშიც კი გაიღოს, ოღონდ საკუთარი თავის კი არა, რომელიმე ახლობლის ხარჯზე. ეგოცენტრული, სადისტური მიდრეკილებებით, ატერორებს ოჯახს ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე. ამ დროს გარეგნულად თავაზიანი და ალერსიანია. არავის ენდობა, საკუთარი თავის ჩათვლით. უზურპატორი ყველა პრივილეგიებისა რასაც კი შეუძლია მისწვდეს.

 

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი) - ცუდი ხასიათი:

მარადიული ბავშვი - როგორც ინტელექტუალურად, ასევე გრძნობებში. ის უარს ამბობს გაიზარდოს. ხშირად პარაზიტობს ვინმეს მიმართ ღრმა სიბერემდე. ერთადერთი, რაც ნამდვილად უყვარს - ეს წყლის ნაყვაა. კითხულობს ცოტას, მაგრამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნია, რომელსაც უამრავჯერ შეიცვლის. უფრო ხანდაზმულ ასაკში დაფიქრებული და დამკვირვებელი ადამიანის როლს ირგებს. ხშირად მსახიობი ან მწერალი ხდება. ვერ იტანს სტრესს როგორც ფსიქიკურს, ასევე ფიზიკურს. გიჟდება სტუმრების მიღებაზე, მაგრამ საუკეთესო ვარიანტში მათ ჩაით და ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უარეს შემთხვევაში კი მხოლოდ თავისი ლაქლაქით.

 

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი) - ცუდი ხასიათი:

იმთავიდანვე უიღბლო, კონსერვატორი და ოპორტუნისტი, თვითკვლევაში ჩაღრმავებული. არაფერს შეუძლია მისი გადარწმუნება, მაგრამ კამათი უყვარს, რათა გაანადგუროს ოპონენტი და აიმაღლოს თვითკმაყოფილება. შიშის გამო შეიძლება პირველი დაესხას თავს, მაგრამ ჩვეულებისამებრ, როგორც კი საშიშროებას იყნოსავს, მაშინვე გაქცევით შველის თავს და იმ სოროში ძვრება, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება და ელოლიავება.  ის სიამოვნებით მოსცხებს ჩირქს ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავს კი ისე წარმოაჩენს, თითქოს სიტუაცას აკონტროლებს, თავს მოგაჩვენებთ ძლიერ და თავდაჯერებულ ადამიანად. სინამდვილეში ყველასი ეშინია. უყვარს მარტოობა და სიმშვიდე. 

 

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო) - ცუდი ხასიათი:

ადრეული ბავშვობიდან მიდრეკილია ლოთობისკენ და გამომძალველობისკენ. სხვა საქმეებში ძალიან ზარმაცია. ბავშობიდან სძალავს ფულს მშობლებს, შემდეგ მეგობრებსა და ნაცნობებს. მის არანორმალურად გადამეტებულ სიამაყესა და თავმოყვარეობას შეუძლია ნებისმიერს მოუწამლოს ცხოვრება, ღორმუცელობას კი - გააკოტროს ნებისმიერი ჯიბე. ამასთან ის არასოდეს სუქდება. სურს მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავდეს, ამიტომ ყველგან და ყველაფერში ცდილობს პირველი იყოს.  თუ ეს არ გამოუვა, ჩამოხმება და დაპატარავდება. მას საკუთარი სიდიადის, შეუფასებლობისა და შეუმცდარობის ურყევი რწმენა აქვს.

 

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - ცუდი ხასიათი:

როგორც წესი, მას სპილოს მომხიბვლელობა და კურდღლის გონება აქვს. მეწვრილმანე, ძუნწი, აბეზარი და ანჩხლია. პედანტიზმი მას აუტანლად აქცევს როგორც სამსახურში, ასევე სახლში. თავისი შემაწუხებელი დაჟინებით შეუძლია ნებისმიერი საქმე გაანადგუროს და ყველა გამოიყვანოს მწყობრიდან.  ის არასდროს იმპროვიზირებს საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის დეტალური, მოსაწყენი სამოქმედო გეგმის შედგენისას  რაც პროტესტის მიზეზი ხდება ხოლმე. მას ცივი გათვლები აქვს და ყველაფერი, რასაც აკეთებს, მძიმე, სოლიდური და მოსაწყენია. გარდა ამისა, ის ინტრიგების ოსტატი და შურისმაძიებელია - ვერ მოისვენებს თუ მტერზე საშვილიშვილოდ არ იძიებს შურს. 

 

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - ცუდი ხასიათი:

ნამდვილი უიღბლო უნდა იყო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადო. ორივე ხელი მარცხენა აქვს - მოუხერხებელი; სუსტი სმენა და მხედველობა; იუმორის გრძნობა და პატივმოყვარეობა ჩანასახის მდგომარეობაში; არასდროს აქვს არც ფული, არც წარმატება სიყვარულში; არ უმართლებთ არც სახლში, არც სამსახურში. არ შეუძლიათ არც გამომუშავება, არც გაოცება, არც გაბრწყინება. პათოლოგიურად უუნაროები არიან გადაწყვეტილების მიღებისას - დაიწყებენ კანკალს და ბოლოს გული მისდით. ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას ცხოვრებაში მათ მაგივრად სხვები იღებენ. უყვართ თავი წარმოაჩინონ ხელოვნებაში განსწავლულად, თუმცა თავად ვერაფერში ერკვევიან. ხშირად წერენ ცრემლიან მემუარებს.

 

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი) - ცუდი ხასიათი:

ძალიან საშიში, შორიდანაც კი. ღალატობს, ატყუებს, ინტრიგნობს ერთი სიამოვნებისთვის - გაანადგუროს. პათოლოგიურად სადისტი და მაზოხისტი ერთდროულად. უკან არაფერზე დაიხევს მიზნის მისაღწევად. არ დაიშურებს ძალას და საშუალებებს, შეეცდება კარგი შთაბეჭდილება დატოვოს, რომ მერე მუხანათურად დაარტყას ზურგში. კარიერას იქმნის ცხედრებზე გადავლით. თუ იგი ამბობს, რომ თქვენს მეგობრობას აფასებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ხნის წინ თქვენზე უკვე შეიტანა უფროსთან საჩივარი. აღმერთებს გარყვნილ ანეკდოტებს და პორნოგრაფიულ ფილმებს. ავრცელებს ხმებს საკუთარ სექსუალურ მიღწევებზე. ამასთან სასტიკად დასცინის მას, ვისაც მის მიმართ ნაზი გრძნობები გააჩნია.

 

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი) - ცუდი ხასიათი:

ყველაზე ხშირად ის მხიარულ სულელად გამოიყურება და თითქმის ყოველთვის სინამდვილეშიც ზუსტად ასეთია. მის არანორმალურ ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულებას ვერაფერი გაანელებს. 5 წუთითაც კი რომ დაელაპარკო, სურვილი გაგიჩნდება მიგუდო. ადრეული ბავშობიდან უყვარს თავს მოახვიოს ყველას საკუთარი თავი (საზოგადოება) და სულელური იდეები.  აგრესიული ოპტიმისტი  თანაცხოვრებაში მთელ რიგ სახათაბალო პრობლემებს ქმნის. უყვარს მოტყუება და გამოგონება - ხშირად კეთილი ზრახვებით (როგორც თავად ფიქრობს). აღმერთებს ხალხმარავალობას, ხმაურიან შეკრებებს და ადგილებს, სადაც უფასოდ შეიძლება ჭამა-სმა.  

 

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - ცუდი ხასიათი:

სასტიკი, ცივი და უსულგულო, როგორც აისბერგი. სახლში - ჟანდარმი, სამსახურში - ტირანი. ცხოვრების აზრს ხედავს ტირანობაში და სხვების დათრგუნვაში. წვრილმანებს ეჭიდება და შარობს. სრულიად მოკლებულია იუმორის გრძნობას. ცემს ბავშვებს და ატერორებს მეუღლეს. უკან იხევს მხოლოდ ფიზიკური ძალის ან ფსიქიკური ზეწოლის შედეგად. ინტელექტუალურად პრიმიტიული, ფანტაზიას მოკლებული, მაგრამ შურისმაძიებელი და ბოღმიანია. არც ივიწყებს და არავის არაფერს პატიობს. მასში განდიდების მანიისა და არასრულფასოვნების კომპლექსის იშვიათი კომბინაციაა მინიმალური გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობებით. ამიტომ ყოველთვის ცდილობს უფროსობასთან „შეძვრეს".

 

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - ცუდი ხასიათი:

ფანტაზიორი და მეოცნებე. სრულიად აცდენილია რეალურ ცხოვრებას. არასოდეს აბრუნებს ნასესხებ ფულს რადგან მაშინვე ხარჯავს და ივიწყებს მის შესახებ. მუდმივად არღვევს დადებულ პირობას. არ უყვარს შრომა. არასწორ ინფორმაციას და ჭორებს უვრცელებს საკუთარ ახლობლებს ზურგსუკან. უყვარს ისეთი კერძები, რომელთაც განსაკუთრებული მომზადება ესაჭიროება და ვულგარული ფანტასტიკა, რასაც განუსაზღვრელი რაოდენობით ყიდულობს. თავისუფალ დღეებს რომელიღაც საეჭვო დაწესებულებებში ატარებს, სადაც მისთვის გადადებულ მთელ დანაზოგს ხარჯავს. არასოდეს ელევა ისტორიები „სამყაროს გადარჩენისთვის".

 

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - ცუდი ხასიათი:

ტყუილებისა და უსინდისობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ისე შეტოპავს, რომ თავად ვეღარ ერკვევა სადაა მართალი და სად ტყუილი. ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, მუდმივად თავის დაძვრენის პროცესშია, მაგრამ აქედან სარგებელი არაა, მხოლოდ პრინციპი ამოქმედებს - ხელოვნება ხელოვნებისთვის. მას უყვარს სხვის ბინძურ თეთრეულში ხელების ფათური. ცდილობს ფსიქოლოგის თანდაყოლილი უნარი გამოიყენოს, სხვისი გულახდილობით ისარგებლოს და ამ საიდუმლოებებით  შანტაჟზე წავიდეს. იმუშაოს ან საერთოდ რაიმე აკეთოს, არ უყვარს და არც შეუძლია. დაძალებას კი აზრი არა აქვს - მაინც მოახერხებს ხელიდან დასხლტომას და საქმისთვის თავის არიდებას. 

 

ავტორი: ემილი

2015-11-15

წყარო

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO