მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ აღვზარდოთ ურჩი ბავშვი ფიზიკური დასჯის გარეშე

"ბავშვებისადმი სერიოზული, ფიქრიანი დამოკიდებულებაა საჭირო. მათ თანატოლივით, პატივისცემით უნდა მოექცე, უნდა შეგეძლოს ბავშვში ადამიანი, თუნდაც პატარა ადამიანი დაინახო", - ასტრიდ ლინდგრენი. 

მშობლის (და არა მარტო მშობლის) ვალია ბავშვებთან ურთიერთობის სწორი ფორმა შეარჩიოს. სამწუხაროდ ხშირია ბავშვის ფიზიკური დასჯის ფაქტები იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა "ჭკუა ისწავლოს". ამ შემთხვევაში მშობელს ავიწყდება ერთი გარემოება - რომ ბავშვის ურჩობა სწორედ მისი ბრალია! ესეც რომ არ იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა წარმოადგენს აგრესიის ფორმას, რომელიც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკასა და თავმოყვარეობაზე, ამცირებს მასში კონსტრუქციული თანამრომლობის განწყობას, იწვევს პროტესტს, აჩვევს აგრესიის გამოვლენას და უჩენს სურვილს - თავადაც გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები ძალადობის საშუალებით. 

მშობელი მიმართავს ძალადობას ვინაიდან სიტუაციის დასარეგულირებელლად სხვა საშუალება არ იცის ან თავს ვერ ერევა. 

როგორ მოვიქცეთ გაუგონარ ბავშვებთან? 

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ასეთ სიტუაციაში სასიკეთოდ წაგადგებათ თქვენც და თქვენს შვილსაც.

  • სიმშვიდე ყველაზე დიდი ძალაა. თუ ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ, ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოთ და შეეცადეთ დაწყნარდეთ - გაერიდეთ  სიტუაციას, ათამდე დაითვალეთ, ღრმად ისუნთქეთ... როგორც კი საკუთარი თავის ხელში აყვანას შეძლებთ, მაშინვე ცხადი გახდება სიტუაციიდან გამოსავალი. 
  • დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს. თუ დროს გამონახავთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისათვის (მაგალითად, კითხვა, სეირნობა, ვარჯიშები, ლოცვა ან ნებისმიერი ჰობი, რაც სიამოვნებას განიჭებთ), უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდებით, რაც შვილებთან ურთიერთობაზეც აისახება. 
  • იყავით ბავშვებთან კეთილგანწყობილნი მაგრამ მომთხოვნი. თუ თქვენმა შვილმა ყურს მიღმა გაუშვა თქვენი თხოვნა საჭიროებისამებრ მოქცეულიყო, აფეთქებისაგან თავი შეიკავეთ, მიიპყარით მისი ყურადღება, მიაღწიეთ ურთეიერთგაგებას და ამის შემდეგ გაუმეორეთ თქვენი თხოვნა კეთილგანწყობით, მაგრამ შეუდრეკელი ტონით. 
  • მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება. თუ ბავშვს თქვენი არ ესმის, აღუწერეთ მას, რა სახის რეაგირება შეგიძლიათ მოახდინოთ მის გაუგონრობაზე. მიეცით საშუალება არჩევანი გააკეთოს დასჯასა და კარგად მოქცევას შორის.
  • სჯობს ბავშვი თვითონვე შეეჯახოს თავისი მოქმედების შედეგებს. თუ მისი ქმედება უარყოფითი შედეგით დამთავრდა, მოითხოვეთ მიიღოს ზომები მის გამოსასწორებლად და ზარალის ასანაზღაურებლად. ამ გზით ასწავლით მას საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა იგრძნოს და არ იყოს დასჯის შიშით შეპყრობილი.
  • მიეცით ბავშვს საშუალება მიაღწიოს თქვენთან შეთანხმებას. თუ ბავშვმა თქვენს შორის არსებული მოლაპარაკება დაარღვია, განიხილეთ მასთან ერთად თუ რა გამოიწვია მისმა ქმედებამ და გამოთქვით თქვენი გრძნობა ამასთან დაკავშირებით. შეეცადეთ მიაღწიოთ თანხმობას. კომპენსაციის მიზნით შესთავაზეთ პოზიტიური ქმედებებით გამოასწოროს "დანაშაული".
  • არ ჩაერთოთ კონფლიქტში. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თქვენს შენიშვნაზე შეგეკამათათ, უმჯობესია არ გააგრძელოთ საუბარი ასეთივე ტონით, არ მისცეთ კამათის გაგრძელების საშუალება. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, მშვიდად უთხრათ, რომ მზად ხართ გაუგოთ მას, ოღონდ საამისოდ პატივისცემა უნდა დაიმსახუროს თავისი ქცევით. 
  • თქვენი განზრახვის შესახებ ყოველთვის წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვი. ასეთ შემთხვევაში ის შეძლებს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, მშვიდად შეხვდება თქვენს მოთხოვნას და უარს აღარ გეტყვით მის შესრულებაზე. თქვენც თავიდან აიცილებთ უეცარ აფეთქებას, რომელიც თქვენი სისუსტითა და ბავშვისადმი ინფორმაციის დროული მიწოდების ნაკლებობით იქნებოდა გამოწვეული. 

ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის კეთილგანწყობილება გმართებთ, მაგრამ ამასთანავე უნდა იყოთ მყარი და მომთხოვნი. აუცილებლად გადახედეთ და იპოვეთ ოჯახში კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების გზები ფიზიკური ძალადობის გარეშე, რათა სიყვარულის, თანამშრომლობისა და  ურთიერთგაგების ფონზე აღზარდოთ საკუთარი შვილები. არსებობს უამრავი სხვა ალტერნატივა დასჯისა, რომელსაც აუცილებლად მიაგნებთ, თუ თქვენი შვილებისათვის სიკეთე გინდათ. 

...და მუდამ გახსოვდეთ, რომ საუკეთესო, რაც შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ, ეს სიყვარულია!

პერლა გისურვებთ შვილების კეთილდღეობით გამოწვეულ ბედნიერებას! 

 

ავტორი: ემილი.

         alt

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO