მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
არის თუ არა თქვენი მეუღლე ბედნიერი?!

დღეს ხშირად შეხვდებით უსიყვარულო ოჯახებს, სადაც მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში, მაგრამ ბედნიერების ფეიერვერკების გარეშე მიმდინარეობს წყვილის ცხოვრება. ეს არაა სახარბიელო ვარიანტი, მაგრამ რეალობაა და ვერაფერს ვიზამთ. საბედნიეროდ ისეთ ოჯახებსაც ნახავთ, სადაც წყვილი სიყვარულისა და ბედნიერებისგან ბრწყინავს, გამუდმებით ერთმანეთს შესცქერიან თვალებში და ერთმანეთით ხარობენ. არ გეგონოთ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ ლამაზ ფერებშია დახატული, რა თქმა უნდა, აქაც გამოერევა ხოლმე ნაცრის ფერები, მაგრამ საერთო მდგომარეობა - სიყვარული და სურვილი ერთმანეთის გახარება-გაბედნიერებისა, ყველაფერს სძლევს და ცხოვრება მშვენიერია.

ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია წყვილს შორის ორივე მხარე ერთნაირად ზრუნავდეს მეორეს ბედნიერებისთვის. თუ მათ შორის ბედნიერება და ზრუნვა თანაბარი არაა, ასეთი ურთიერთობა განწირულია. მსგავს შემთვევაში ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ნაკლებად ბედნიერ მეორე ნახევარს, რომ თავისი რომანტიკა ორივეს აკმაროს და ოჯახური იდილია შეინარჩუნოს. გაფიქრებაც არ გვინდა იმაზე, რომ ის დაიღლება და ამ "ბრძოლაზე" უარს იტყვის (თუმცა, ხშირად ასეც ხდება ხოლმე) - ეს წყვილის ცხოვრებაში დასასრულს მოასწავებს...

ყოველი ადამიანი გუმანით გრძნობს, მისი მეუღლე ბედნიერია თუ არა მასთან, მაგრამ ზოგჯერ ისე გადავერთვებით ხოლმე საყოფაცხოვრებო ან სამსახურეობრივ საკითხებზე, რომ ბევრი რამ ყურადღების მიღმა გვრჩება. თუმცა ხშირად გვიწევს საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება, გადავხედავთ რა ჩვენს გარშემო მომხდარ უამრავ არასასიამოვნო მაგალითს, პატარ-პატარა შიშები და ეჭვები გვეძალება... და საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებით: "ბედნიერია ის ჩემს გვერდით?"

ამის შესამოწმებლად რამდენიმე ნიშანი არსებობს. დაუკვირდით თქვენს ცხოვრებაში ამ ნიშნების არსებობას და თუ რომელიმე საკითხში პასიურობა გაქვთ, დროულად იმუშავეთ მის აღმოსაფხვრელად - იზრუნეთ მეუღლის ბედნიერებისთვის და შესაბამისად იზრუნებთ საკუთარ თავზე - სხვაგვარად ნამდვილი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელი იქნება!

მაშ ასე:

  • კოცნა. ის კოცნით გესალმებათ დილით, კოცნითვე გემშვიდობებათ სამსახურში წასვლისას და იქიდან დაბრუნებულიც იგივეს აკეთებს. თანაც კოცნა ლოყაზე ან შუბლზე კი არა - ტუჩებში. ამბობენ, სიყვარული მაშინ კვდება, როცა კოცნის სურვილი ქრებაო და ამ ნიშანზე ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა.
  • კონტაქტი. როცა საქმეზე წასული დღეში ერთხელ მაინც გიკავშირდებათ, ყოველთვის გიყვებათ როგორ მისდის საქმეები და გეუბნებათ, რომ ენატრებით.
  • „მე შენ მიყვარხარ". ის ამ სიტყვებს ყოველ დღე გეუბნებათ და თქვენც პასუხობთ. ნამდვილი სიყვარული არასდროს ბერდება და ბედნიერი წყვილიც ყოველდღე, ყოველი შესაძლებლობისთანავე უხსნის ერთმანეთს სიყვარულს. „შენ არ ამბობ, რომ გიყვარვარ." - „მე გითხარი ეგ, როცა ვქორწინდებოდით და მას მერე არაფერი შეცვლილა. თუ შეიცვლება, გეტყვი!" - მსგავს დიალოგს მოსიყვარულე და ბედნიერი წყვილის ცხოვრებაში ადგილი არა აქვს. თქვენზე შეყვარებულ მეუღლეს გამუდმებით უჩნდება სურვილი, რომ მის სიყვარულს გრძნობდეთ, ამიტომაც ამას ხშირად გიმეორებთ.
  • დახმარების სურვილი. ის გეხმარებათ ყველაფერში, სურს ვალდებულებები შეგიმსუბუქოთ და ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. სურს თქვენი პარტნიორი, დამხმარე და მრჩეველი იყოს ბიზნესში, ბავშვების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში. ეს იმიტომ, რომ უყვარხართ.
  • კომპლიმენტები. ის გაქებთ. ყოველთვის აქცევს ყურადღებას რას აკეთებთ და ამ დროს როგორ გამოიყურებით. გულწრფელად უხარია, როცა მოვლილი, ლამაზი ხართ და არასდროს იძლევა დამაკომპლექსებელ შენიშვნებს - „ვის ეპრანჭები?!" „დღეს რამე ხდება?!" მოსიყვარულე მეუღლეს არასდროს ბეზრდება თქვენი ყურება. ის მშვენივრად ხედავს თქვენს ნაკლს მაგრამ ამავე დროს „დაბრმავებულია" სიყვარულით და მათზე მინიშნებებს არ აკეთებს.
  • მხარში დგომა და იმედი. ის მხარში გიდგათ ყოველთვის, როცა გიჭირთ. როცა თქვენი სულიერი ტკივილი ძლიერია, ის ყოველთვის გვერდითაა და თქვენს დამშვიდებას ცდილობს. ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება იდეალური არაა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მეუღლეებისთვის რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და პრობლემების ერთად გადალახვაა. ნამდვილად მოსიყვარულე მეუღლე გაბრაზებული და ნაჩხუბარიც კი არ დაგტოვებთ გასაჭირში მარტო. მისი იმედი მუდამ შეიძლება გქონდეთ.
  • გახსნილობა. ის გიზიარებთ თავის ფიქრებს, ოცნებებსა და შიშებს. ერთმანეთის სულიერი მდგომარეობა ორივე თქვენგანისთვის ცნობილია და თან მარტივი გასაგები. თუ სამყარო თავზე ენგრევა, მას სჭირდება იმის ცოდნა, რომ თქვენთან შეუძლია მოვიდეს მხარდაჭერისთვის, რასაც აუცილებლად მიიღებს. თუ პირიქით ხდება და ის საკუთარ თავშია ჩაკეტილი - ესეიგი თქვენს შორის რაღაც რიგზე ვერ არის. ბედნიერ მეუღლეს არ შეიძლება ჰქონდეს იმისი შიში და კომპლექსი, რომ უსუსურად გამოჩნდება თქვენს თვალში. მან უნდა იცოდეს, რომ გაუგებთ და სტიმულს მისცემთ. შესაბამისად, ყოველთვის უნდა ჰქონდეს აზრთა გაზიარების სურვილი. 

 

ავტორი: ემილი.

2016-11-30.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO