მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
პიანისტი - თამარ ბაბილუა (ბაბი), რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა

2016 წლის 29 მარტს, თბილისში დამყარდა ეროვნული რეკორდი. პიანისტი, კონცერტმეისტერი და კომპოზიტორი - თამარ ბაბილუა (ბაბი) 25 საათის განმავლობაში შეუჩერებლად უკრავდა ფორტეპიანოზე. მან 500-მდე კომპოზიცია დაუკრა და მის რეპერტუარში შედიოდა როგორც საკუთარი, ასევე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. თუმცა, რეკორდის დამყარების შემდეგ ბაბი არ გაჩერებულა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა დაკვრას. მისი თავდადება ამაღელვებელი იყო. მით უფრო, რომ ამ რეკორდს წინ უძღოდა მძიმე სენი, რომელიც პიანისტს სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩნდა და მასთან გამკლავება მოუხდა. გასაოცარი იყო მისი მონდომება, არანორმალური შრომა, ნებისყოფის დემონსტრირება, რომელსაც გულგრილი არ დაუტოვებია არავინ.

ჩვენ, „პერლას" შემოქმედებითი ჯგუფი, დავინტერესდით თამარ ბაბილუას ცხოვრების დეტალებით და გადავწყვიტეთ მასთან გასაუბრება, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

alt

ბაბი, საიდან დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

- ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო 3 წლის ასაკიდან, როცა ნოტებიც კი არ ვიცოდი, სმენით ვაწყობდი მელოდიებს. 6 წლის ასაკში შევედი ფოთის ა.ხორავას სახელობის სამუსიკო სკოლაში. 2 თვეში 1 წლის პროგრამა გავიარე.

6 წლის ასაკში მქონდა პირველი სოლო კონცერტი.

დავამთავრე ასევე ო. თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელი - სრული 4 კურსი. შემდეგ ნიჭიერთა ათწლედის ბოლო 3 წელი.

ვარ 36 რესპუბლიკური და 2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. ვწერ სიმღერებს და საუნდტრეკებს ფილმებისთვის.

გაგვიმხილე, საიდან დაიბადა რეკორდის მოხსნის იდეა?

- 2015 წელს ვნახე ბენს პიტერსის ვიდეო YouTube-ზე, სადაც ასრულებდა ჩემი საყვარელი მომღერლის - მაიკლ ჯექსონის ქოვერს, თავისებურ ვერსიას. შემდეგ ვნახე, რომ იყო გინესის რეკორდსმენი. ამით დავინტერესდი. მოვიძიე, რა რეკორდები არსებობდა ფორტეპიანოზე და ავირჩიე ჩემთვის სასურველი - ყველაზე ხანგრძლივად დაკვრა ფორტეპიანოზე. მაშინ დავიწყე მზადება. თუმცა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შევძელი მიზნის განხორციელება.

2015 წლის ოქტომბერს ამ რეკორდის მოხსნა დამასწრეს. რეკორდი მოხსნა მამაკაცმა ინდოეთიდან, რომელმაც 127სთ და 8 წთ-ის განმავლობაში დაუკრა.

ამ რეკორდის გაუმჯობესებაც დავაპირე, მაგრამ პირადმა ექიმმა ამის ნება არ დამრთო, რადგან კომაში ჩავარდნის საშიშროება იყო 6 დღიანი შეუსვენებელი დაკვრისა და უჭმელობისგან. და სურვილის მიუხედავად ჩემი ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებდა. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ეროვნულ რეკორს დავჯერდი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩემი რეკორდი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვლავ აპირებთ სამომავლოდ გინესის რეკორდის მოხსნას და მზადებაც დაიწყეთ. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

- სიმართლეა. 2016 წლის 20 ივლისს ან 14 სექტემბერს ვაპირებ მოვხსნა გინესის მსოფლიო რეკორდი. 1 წუთში ყველაზე მეტჯერ აღებული ნოტი, - გავაუმჯობესო ბენს პიტერსის რეკორდი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 765 ნოტს.

ძალიან მაგარია! წარმატებებს გისურვებთ! და როგორი შეგრძნება იყო, როცა დრო ამოიწურა და მიხვდით, რომ თქვენ ეს შეძელით?

- სიმართლე გითხრათ, როცა დრო ამოიწურა მე კიდევ ვუკრავდი. ძალიან გახარებული ვიყავითქო - ვერ გეტყვით, რადგან ემოცებისგან დაცლილი ვიყავი. ვიცოდი, რომ შევძლებდი.

შენს ჯგუფზე  - „Niutone"-ზე მოგვიყევი, როდის ჩამოყალიბდა და როგორ?

- „Niutone" დიდი ხანია მოღვაწეობს. უკვე საბოლოო შემადგენლობით კი 2 წელია ერთად მოვდივართ. ოჯახის წევრებივით ვართ. სექტემბერში ვემზადებით ალბომის პრეზენტაციისთვის და კლიპის პრემიერისთვის. მიწვეულები ვართ ესტონეთში და გერმანიაში ფესტივალებზე.

დღე-ღამეში საშუალოდ რამდენი საათი უკრავთ?

- ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, დღეში 13 სთ მაინც გამომის დაკვრა (იცინის).

და ამის ფონზე პირადი ცხოვრებისთვის გრჩებათ დრო?

- პირადი ცხოვრება არ მაქვს. მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი  მეყვარება, რომელიც, სამწუხაროდ, არ მოვა...

უკვე ბევრ წარმატებას მიაღწიეთ, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს, რა არის წარმატების საიდუმლო რეცეპტი?

- უნდა წახვიდე, რომ რაღაცა დატოვო. მეც წავედი ფაქტიურად... მეორე ცხოვრების შანსი მომეცა. ყოველთვის უაზროდ მშრომელი ვიყავი. მკითხველს კი ვურჩევ, - გააკეთეთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ! ...ჩემთვის მუსიკა, მუსიკა არის გასაღები ყველაფრის.

ძალიან დიდი მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ! პერლა" გგულშემატკივრობთ, გილოცავთ ამ წარმატებას და კიდევ მეტს გისურვებთ!

- მადლობა!

 

alt

ავტორი: Nino Jackson

2016-04-18.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO