მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საქორწინო მაკიაჟი

მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბითაა დაგეგმილი ქორწილი, პატარძალმა თავი ნამდვილ დედოფლად უნდა იგრძნოს. მის სილამაზესა და მომხიბვლელობას ხაზი უნდა გაუსვას არამარტო საქორწინო სამოსმა და ვარცხნილობამ, არამედ სწორად შერჩეულმა მაკიაჟმაც.

ნებისმიერი პატარძალი ვალდებულია გამოიყურებოდეს თვალისმომჭრელად. მისი მაკიაჟი უნდა იყოს არც ფერმკრთალი, არც ძალიან მკაფიო, ხაზს უნდა უსვამდეს პატარძლის ბუნებრივ სილამაზეს და მის ინდივიდუალიზმს.

საქორწინო კაბის დომინანტ ფერად ძველებურად მიჩნეულია თეთრი, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მოდაში შემოვიდა კაშკაშა ფერის აქსესუარები. მაკიაჟის ფერი შერჩეული უნდა იყოს კანის, თმის, თვალის ფერის შესაფერისად და ასევე უნდა შეესაბამებოდეს აქსესუარებისა და ჩაცმულობის ფერსაც.

ნებისმიერი სიტუაციისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქორწინო მაკიაჟი შესრულებული უნდა იყოს მშვიდ, არამყვირალა ტონებში. პატარძალი ხომ სიფაქიზისა და უმანკოების განსახიერებაა! აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მარტო  პატარძლის გარეგნობის მახასიათებელ მხარეზე,  არამედ  დაუკავშიროს კიდევაც ეს მახასიათებლები თუნდაც წელიწადის დროს, ვარცხნილობას და სტილს. თუ ზამთარში რუჯის ფერს გამოვიყენებთ, ზაფხულში კი უჩვეულოდ მკრთალ ფერს, ასეთი საქორწინო მაკიაჟი არავის მოეწონება. 

თუ ყველაფერი სწორად იქნება გათვლილი, წარმატება გარდაუვალია და ამ შემთხვევაში შედეგი ყველას აღფრთოვანებას  გამოიწვევს.

alt

იმისათვის, რომ საქორწინო სამზადისში  დაგეხმაროთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ:

1. შეიღებეთ წამწამები წყალგამძლე ტუშით. ის უფრო დიდხანს გაძლებს და არ ჩამოგივათ, თუ ყველაზე ამაღელვებელ მომენტში ტირილისაგან თავს ვერ შეიკავებთ.

2. მუქ ტონალობებში გადაწყვეტილმა მაკიაჟმა შეიძლება პატარძალს სინაზე დაუკარგოს. მით უფრო, თუ ქორწილი დღის შუქზე მიმდინარეობს. უპირატესობა მიანიჭეთ უფრო რბილ ტონალობებს (მოცისფრო, კრემისფერი, მოვარდისფრო).

3. გამოიყენეთ თეთრი ფერის ტენი წარბებს ქვეშ თუ თქვენ ღია ფერის კანი გაქვთ. თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, მაშინ ღია ატმისფერი ან კრემისფერი.

4. შეეცადეთ წარბები თმის იდენტური ფერის იყოს.

5. თუ თქვენი თვალები დაღლილი და დაწითლებული გეჩვენებათ (მაგალითად, წინასაქორწინო უძილო ღამის შემდეგ), დაიწყნარეთ ისინი  ხელოვნური ცრემლების წვეთებით ან თვალის გელით. აუცილებლად გამოიყენეთ თქვენთვის ნაცნობი და გამოცდილი საშუალება, რათა მოულოდნელი ალერგიული ზემოქმედებისგან დაზღვეული იყოთ.

6. არ დაივიწყოთ რუმიანა. ის მყისიერ ჯანსაღ ეფექტს იძლევა.

alt

7. თუ წინადღით შეამჩნიეთ სახეზე რაიმე სახის კანის გაღიზიანება ან გამონაყარი, დაიმახსოვრეთ მთავარი წესი - ხელები შორს სახისაგან!  ნებისმიერი დეფექტი სწრაფად გაივლის, თუ მას უფრო არ გაამწვავებთ. გამოიყენეთ აინტიბიოტიკის შემცველი ან დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც აუცილებლად გექნებათ დერმატოლოგთან შეთანხმებული. შემდეგ შენიღბეთ ის კორექტორით.

8. თუ თვითონ იკეთებთ საქორწინო მაკიაჟს, იცოდეთ: საუკეთესო განათება ასეთი საპასუხისმგებლო საქმისათვის ბუნებრივი დღის სინათლეა. თუ არ არის საშუალება  მოეწყოთ ფანჯარასთან ახლოს, მაშინ დაჯექით კაშკაშა ჰალოგენური ნათურის ქვეშ.

9. სახეზე გამოყენებული ტონალური კრემი აუცილებლად უნდა წაისვათ ყელზე და დეკოლტეს ადგილებზე, რათა ყველა თვალსაჩინო ადგილი ერთ ფერში გამოიყურებოდეს. მაგრამ სჯობს ამისგან საერთოდ  თავი შეიკავოთ, რადგან საშიშროებაა იმისა, რომ კაბა დაგესვაროთ.

alt

10. თუ საქორწინო ცერემონია დაგეგმილი გაქვთ ღია ცის ქვეშ, სახეზე და მხრებზე წაისვით დამატენიანებელი დამცავი კრემი, რათა მზისგან არ დაიწვათ. ვერც კი შეამჩნევთ, ისე დაგეწვებათ სახე და მხრები და სიწითლე აუცილებლად გამოჩნდება თქვენს საქორწინო ფოტოებზე.

11. რამოდენიმე დღით ადრე შეუდექით კბილების გათეთრებას, ამისათვის მრავალი საშუალება არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი საშუალებები არ გეყოფათ, მიმართეთ სტომატოლოგს და 10 წუთიანი პროცედურის შემდეგ თქვენი კბილები თვალისმომჭრელად თეთრი გახდება.

12. თუ დილით ან დღის განმავლობაშია ქორწილი დანიშნული, მაკიაჟი მსუბუქი უნდა იყოს და პასტელისა და ნაზ ტონალობაში გადაწყვეტილი, ყოველგვარი მკვეთრი გადახვევების გარეშე. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ჰარმონიულად და იდეალურად შეხამებული პატარძლის გარეგნობასთან. თუ ქორწილი ღამით მიმდინარეობს, მაშინ შეიძლება მაკიაჟი უფრო მკვეთრი და შესამჩნევი იყოს.

alt

ავტორი: ემილი.





 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO