მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე

"სახლში ინტერნეტი გამეთიშა და მთელი დღე ოჯახის წევრებთან გავატარეო... - მერეო? - რავი, არ ყოფილან ცუდი ხალხიო..."

ეს ხუმრობით.

სერიოზულად კი ინტერნეტი სულ უფრო და უფრო იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და გარკვეული დოზით მასზე დამოკიდებულებს გვხდის. ეს პროცესი უკვე იმდენად შეუქცევადი გახდა, რომ განგაშის ზარებმაც კი ჩამოჰკრეს. ინტერნეტდამოკიდებულება სერიოზულ ფსიქოლოგიურ დაავადებად იქცა. ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავს კომფორტულად გრძნობენ ვირტუალურ სამყაროში და რეალური ცხოვრებისთვის „ვეღარ იცლიან", მტკივნეულად განიცდიან თუ შემთხვევით ინტერნეტის გარეშე აღმოჩნდებიან,  სრულებით აკმაყოფილებთ სოციალურ ქსელებში არსებული ურთიერთობები და ახლობელი ადამიანების მიმართ უცხოვდებიან.

სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე (International Internet-Free Day), რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, იანვრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება  და მიზნად ისახავს თუნდაც ერთი დღით მოგვწყვიტოს ვირტუალურ სივრცეს, რათა გავატაროთ ფიზიკურად აქტიური დღე, დავტკბეთ „ცოცხალი" ურთიერთობებით და ბუნების მშვენებით.

ამ დღის დამფუძნებლებად ერთი ვერსიით „სოციალური გამოგონებების ბრიტანული ინსტიტუტი", მოიაზრება, ხოლო მეორე ვერსიით - ბრიტანული არაკომერციული ონლაინ-პროექტი „DoBe.org". ორივე შემთხვევაში ინიციატორები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან, რომლებიც კარგად აცნობიერებენ შექმნილ პრობლემას.

მაშ, ასე: დღეს საერთაშორისო დღეა ინტერნეტის გარეშე, შეუერთდით ამ დღესასწაულს, მოწყდით ინტერნეტს და მიმოიხედეთ, იქნებ "თქვენი ოჯახის წევრებიც არ არიან ცუდი ხალხი"! :D

ხალისიან დღეს გისურვებთ!

 

ავტორი: ემილი

2018-01-28

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO