მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი

წარმოგიდგენთ ყველაზე პატარა და მოუხერხებელი ბინის - ერთ ოთახიანი "ხრუშჩოვკის" დიზაინს.

ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო.

შეაფასეთ როგორ გაართვა თავი რთულ დავალებას ჩვენმა დიზაინერმა.

მანამდე კი მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს რას ნიშნავს "ხრუშოვკა", მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ:

მიუხედავად დიდი მშენებლობებისა, ჩვენს ქალაქებში მრავლადაა შემორჩენილი ეგრეთწოდებული "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინები. ეს გახლავთ ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის 3-5 სართულიანი, პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსები, შექმნილი ვ.ლაგუტენკოს პროექტით, რომლებიც მასიურად შენდებოდა საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში. ამ ტიპის სახლებში არ იყო ლიფტები, ჭერი ძირითადად 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, იყო ერთი ან ორ ოთახიანი ბინები. ადვილად დანგრევადი "ხრუშჩოვკების" სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და მხოლოდ 25 წელზე გახლდათ გათვლილი. თუმცა, ამ ბინებში დღეს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს. 

ალბათ ძნელი არაა წარმოიდგინოთ მათი მდგომარეობა - არც ფული აქვთ უკეთეს ბინაში გადავიდნენ (წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ იცხოვრებდნენ) და დისკომფორტსაც ვეღარ უძლებენ.

სწორედ მათ დასახმარებლად ვაქვეყნებთ ამ დიზაინს.

საუბარია სულ 32,50 კვ.მ ფართის ერთ ოთახიან ბინაზე.

დაუკვირდით გეგმას რეკონსტრუქციამდე და რეკომსტრუქციის შემდეგ. ძირითადი ცვილება ის გახლავთ, რომ ჰოლის ნაწილი, რომელიც სამზარეულოსკენ გადიოდა, ზალის ოთახსაა მიერთებული და სწორედ ამ ადგილასაა სამზარეულო გადმოტანილი, ხოლო სამზარეულოს გამოთავისუფლებულ ოთახში საძინებელია მოწყობილი, რომელსაც ზალის ოთახიდან აქვს შესასვლელი. ტიხრების დიდი ნაწილი ხელუხლებლადაა დატოვებული თუ არ ჩავთვლით კარების ჭრილებს, რომლებმაც ადგილი იცვალეს ბინაში.

alt

ზალის ოთახი, როგორც უკვე გითხარით, გადიდებულია ჰოლის ხარჯზე, სადაც სამზარეულოა მოთავსებული. მასში შპალერიცა და ავეჯიც ღია ფერშია გადაწყვეტილი, რომ ბინა არ დაგვემძიმებინა. ვიზუალურად სივრცის შესაქმნელად კი ერთ კედელზე პანორამული ფოტოშპალერია გამოყენებული პეიზაჟის სახით.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

ჰოლში განთავსებულია დიდი კარადა, სადაც სარეცხი მანქანაა ჩამონტაჟებული (ბინაში სხვაგან არსად იყო მისი ადგილი). მისი დამალვაც შეიძლება კარადის კარს მიღმა. ჩვენს დიზაინში კი ის ჩანს იმისათვის, რომ დაინახოთ სადაა მოთავსებული.

alt

alt

alt

საძინებელი ოთახი, მართალია ძალიან პატარაა (სულ რაღაც 5,4 კვ.მ), მაგრამ აქ მშვენივრად მოთავსდა საკმაოდ მოზრდილი ტახტი (1,45მ/2,10მ) კედელში ჩამონტაჯებული ტევადი კარადა, 2 ცალი ტუმბო და ყველა აუცილებელი ნივთი. იმისათვის, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო მისი სივიწროვის გამო და სივრცე ვიზუალურად გაგვეზარდა, აქაც გამოვიყენეთ ფოტო-შპალერი. ავეჯი ღია ფერისაა, რადგან ჩამუქება არ მოუხდებოდა ოთახს.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

ვანის ოთახში ჩვენს ბაზარზე არსებული ყველაზე იაფფასიანი ინდური წარმოების კაფელია გამოყენებული (25სმ/37,5სმ ზომის). კუთხეში გამოყვანილია შემინული საშხაპე (90სმ/90სმ ზომის). მისგან დარჩენილი კუთხეები კი უნიტაზსა და ტევად, სათავსოებით აღჭურვილ ნიჟარას უჭირავს.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

მთლიანობაში ბინა კომფორტული გამოვიდა. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი სათავსოებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მასში მცხოვრებმა ადამიანებმა დისკომფორტი არ იგრძნონ და ყველაფერს ჰქონდეს თავიანთი ადგილი მიჩენილი. 

 

ავტორი: ემილი.

2015-11-20.

 

შეაფასეთ სტატია :
         
emili .
(2016-06-13 22:27:18)

არასოდეს ვარ მომხრე მრავალსართულიან სახლებში კედლების დანგრევისა, თუ ის საყრდენია. თქვენს შემთხვევაში სახლი მხოლოდ 5 სართულიანია და კედელი, რომლის დანგრევაც გინდათ, საყრდენი არაა. თავისუფლად შეგიძლიათ გაუკეთოთ დემონტაჟი 10-12-15 სმ-იანი სისქის ტიხრებს, რომლებიც ოთახებს ერთმანეთისაგან ყოფს. თუ კედელი უფრო სქელია, მაშინ სიფრთხილე გმართებთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ შუა ნაწილი ამოიღეთ თაღის სახით და თავში და ბოლოში დატოვეთ თავის დაზღვევის მიზნით. 


(2016-06-12 23:10:48)

მადლობა საინტერესო და საჭირო სტატიისთვის.

მინდა კგითხოთ თუ შეგიძლიათ დამაზუსტებინოთ, სამოთახიან "ხრუშოვკაში" შეიძლება ე.წ. ზალის კედელი რომ მოვშალო, დერეფანთან, სამზარეულოსა და აბაზანასთნ მინდა გავაერთიანო და ცოტა მეშნია, კი ვფიქრორბ რომ ეგ კედელი საყრდენი არაა, მაგრამ რა ვიცი ...

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO