მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
უფროსი შვილი ეჭვიანობს..

ახალშობილის დაბადება ოჯახში დიდი სიხარულის მომტანია. თუმცა დამეთანხმებით, პრობლემებიც ახლავს თან. თუ ახალშობილი პირველი შვილი არ არის, ჩნდება დედმამიშვილებს შორის ეჭვიანობის საფრთხე.

არ არსებობს ზუსტი რეკომენდაცია, მშობიარობებს შორის ინტერვალისა, იმისათვის, რომ ნაკლები იყოს შვილებს შორის ეჭვიანობა.

რა იწვევს უფროსი შვილის ეჭვიანობას? ეს არის ყურადღების, მოფერებისა და სითბოს დანაკლისი. ახალშობილის გაჩენის შემდეგ, მშობლის დრო და ყურადღება ნაწილდება. მთელი ყურადღება ახალშობილისკენაა მიმართული და ყველა მასზე ზრუნავს. ამას კი ძნელად ეგუება უფროსი შვილი. მით უფრო, თუ თვითონაც მცირეწლოვანია და შეგნებული არა აქვს, რომ, მიუხედავად დროის გაყოფისა, დედას ის კვლავინდებურად უყვარს.

alt

სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად ქალი მეორე შვილს მაშინ აჩენს, როდესაც პირველი შვილი სკოლაში შედის. ეს გამართლებულია ყოფითი პრობლემების გათვალისწინებით. უფროსი უკვე ,,დიდია,,. აღარც საფენის გამოცვლა ჭირდება და აღარც ჭამაში დახმარება. ასე, რომ შეგიძლიათ თამამად გადაიტანოთ ყურადღება ახალშობილზე. მაგრამ, არა! საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველ კლასელ ბავშვს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ჭირდება. არანაკლები ვიდრე ჩვილს. სკოლა ახალი სამყაროა ბავშვისთვის. პირველი ანბანი, პირველი დავალება, პირველი გადასალახი პრობლემა.. ასე, რომ ფსიქოლოგიურად ბავშვისთვის პირველი კლასი კრიზისული პერიოდია. ამ დროს ყურადღების მოკლება აუცილებლად გამოიწვევს ეჭვიანობას პატარა დის ან ძმის მიმართ.

თუ ასაკობრივი სხვაობა მცირეა, ამ დროს დედა თითქმის ერთდროულად ზრდის მათ. განსაკუთრებით რთულია პირველი 2 წელი. დამხმარეს გარეშე, დედას გაუჭირდება გაუმკლავდეს 2 შვილის მოვლას. სამაგიეროდ, რამდენიმე წელიწადში ორივე ერთდროულად წამოზრდილია. ნაკლებია ეჭვიანობის რისკიც. ბავშვები თავს თანატოლებად აღიქვამენ და ყურადღებაც თანაბრად ნაწილდება მათზე.

ყველა შემთხვევას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამიტომაც არ არსებობს ზუსტი რეკომენდაცია. თუმცა, დაიმხასოვრეთ რამდენიმე ოქროს წესი, რაც თავიდან აგაცილებთ შვილებს შორის ეჭვიანობას.

alt

ბავშვებს უყვართ როდესაც თავს საჭიროდ გრძნობენ და ვინმეზე ზრუნავენ. ამიტომ, დაარწმუნეთ უფროსი, რომ მის გარეშე პატარას ვერ გაზრდით და მისი დახმარება გჭირდებათ. უმჯობესია თხოვოთ, რომ დაგეხმაროთ მის გაზრდაში, ვიდრე დაუწესოთ აკრძალვები, რომ ხელი არ ახლოს, არ ატკინოს და ასე შემდეგ. ამ გზით, უფროსს, რომელიც თვითონაც პატარაა, ,,საქმეს,, გამოუჩენთ. გაერთობა და არც დედის სითბო მოაკლდება. დედიკოს გვერდით იქნება და დაეხმარება მას.

alt

განსხვაებული ასაკის ბავშვებს, განსხვავებული ზრუნვა ჭირდებათ. მათ ცხოვრების სხვადასხვა რიტმი აქვთ. ნურასოდეს ეტყვით შვილს: ,,დროზე შეჭამე, პატარას უნდა მივხედო და ამდენი დრო არა მაქვს,, ,,თვითონ ჩაიცვი, მე არ მცალია, შენს ძმას ვაცმევ,, ასე, უფროსს აგრესია და პროტესტი გაუჩნდება. ვერ მიხვდება რატომ ზრუნავთ გაუთავებლად პატარაზე. ნუ გააჩენთ ხელოვნურად გაუცხოებას და დაპირისპირებას და-ძმებს შორის. არ მოაკლოთ არცერთს მისი წილი სითბო და ყურადღება და ყველა კმაყოფილი დარჩება.

 

 

 

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-11-26 12:19:52)

alt


(2014-06-07 20:00:58)

alt


(2014-03-26 17:51:54)

alt

ninikela baia
(2011-04-29 21:07:02)

bolo suratze ra sicocxleebi arianalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO