მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
განელებული ურთიერთობები - წყვილს შორის აღმართული კედელი

არ არსებობს წყვილი, რომელთა ურთიერთობაშიც პრობლემები არ გაჩენილა. პრობლემაცაა და პრობლემაც -  ზოგჯერ ის არც ისე საგანგაშოა და ადვილად მოგვარებადია. ერთი „ხარისხიანი" კამათით, ურთიერთობების გადახედვით, წყენების გაზიარებით, გაბუტვა-შერიგებით ყველაფერი თავის ადგილზე დგება და ცხოვრება ახალი ენერგიით გრძელდება. მაგრამ ეს მხოლოდ ახლად გაჩენილი პრობლემაა, რომელსაც დროული ჩარევით ადვილად მოევლება. აი, "ხანგრძლივობის ვადა" თუ გაუვიდა და მისი იგნორირება მოხდა, სავალალო შედეგსაც ვიმკით. ისეთ შედეგს, როცა ურთიერთობა ნელდება და წყვილს შორის უზარმაზარი  კედელი აღიმართება ხოლმე. სწორედ ასეთ პრობლემაზე და მის მოსაგვარებელ გზებზე გვინდა ვისაუბროთ.

ჯერ ვაღიაროთ, რომ წყვილს შორის კედელი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ ისინი ამას დაუშვებენ. ეს ხდება თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ...

მაგალითისთვის ავიღოთ შემთხვევა, როცა ერთ-ერთ პარტნიორს რაღაც არ გამოსდის. შეიძლება ეს აფსურდული მიზეზი იყოს - ნაგვის გატანა ავიწყდება სისტემატიურად, ნივთების წესრიგში მოყვანა... ან უფრო სერიოზული, - პარტნიორზე ზრუნვა, მისთვის დროის გამონახვა, თუნდაც მისი სექსუალურად დაკმაყოფილება...  იმის ნაცვლად, რომ პრობლემაში გავერკვეთ, მას, უბრალოდ, ვაიგნორებთ. არა აქვს მნიშნველობა ეს რატომ გვემართება, მორიდებულობის ბრალია თუ იმისა, რომ პარტნიორის დაძაბვა და კომფლიქტებისაგან თავის არიდება გვინდა. ფაქტია, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მგრძნობიარენი მხოლოდ პარტნიორის მიმართ ვართ და მისგან სულ პატარა გულგრილობის გამოხატულებაც კი გულს გვტკენს. რა მნიშვნელობა აქვს ამას გამოვხატავთ თუ არა (უმჯობესია გამოვხატოთ), ჩვენში ხომ გროვდება და თანდათანობით ერთმანეთს ემატება. შედეგად ერთი მხარე გულნატკები და უგუნებოა, მეორე კი მისი უგუნებობისგან დაღლილი უფრო მეტსა და მეტ შეცდომებს უშვებს. ამ შემთხვევაში ორივენი სცოდავენ. სცოდავენ იმით, რომ ერთმანეთთან გულახდილ საუბარს გაურბიან, არ აღიარებენ პრობლემას, შესაბამისად არც საკუთარ შეცდომებს და მის გამომოსასწორებლადაც არაფერს აკეთებენ.

ერთ წარუმატებლობას მეორე ცვლის, მეორეს - მესამე... გადის დრო...  და ერთ დროს მოსიყვარულე წყვილს შორის კედელი აღიმართება, რომელიც თანდათანობით სიმაღლესა და სისქეში ზრდას განაგრძობს.

როცა უკვე პრობლემა დიდი და თვალსაჩინო ხდება, ვაცნობიერებთ რამდენად უბედური ვართ და ეგოისტურად ვიწყებთ საკუთარი თავის შებრალებას. ჩვენს გულში კი პარტნიორის მიმართ ბრაზი და ბოღმა იკავებს ადგილს იმის გამო, რომ მან ჩვენი ბედნიერება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც - უბედური გაგვხადა. არ გვინდა დავინახოთ, რომ ისიც მსხვერპლია ამ სიტუაციაში და მასაც ისევე უჭირს, როგორც ჩვენ. არ გვინდა აღიარება, რომ რაც გვჭირს, ჩვენივე ბრალია. სიჯიუტე გვჯობნის და რეალობის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს. ასეთ დროს ჩვენივე სისუსტე კიდევ უარეს შეცდომას გვაშვებინებს: ვიწყებთ ჩხუბს და პარტნიორზე „ხელის შეწმენდას -" ყველაფრის მასზე გადაბრალებას. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და კონფლიქტებს ქმნის. მატულობს ნეგატიური დამოკიდებულება. ურთიერთობა ფაქტიურად წყდება, ერთმანეთს შორის სასაუბრო თემაც კი აღარაა და რჩება მხოლოდ ერთმანეთით გაღიზიანება...

სანამ ასეთ მდგომარეობამდე არ მივსულვართ, როგორ უნდა დავანგრიოთ "კედელი"?  რა თქმა უნდა მონდომებით და მცდელობით, რომ თანდათანობით მოვსპოთ ურთიერთშორის წარმოშობილი გაურკვევლობები. ამისათვის საუკეთესო გამოსავალი დიალოგია. აუცილებელია ურთიერთობების გადახედვა, შეცდომების დაკონკრეტება და აღიარება. ორივე მხარემ საკუთარ თავში უნდა ეძებოს შეცდომები, გაუზიაროს ის პარტნიორს და ეცადოს მათ გამოსწორებას. „კედლის დასანგრევად" იდეალური გამოსავალია თუ ამას ორივე მხარე ერთნაირი მონდომებით გააკეთებს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი,  თუ მისი ნგრევა მარტოს მოგიწევთ, შედეგებს აუცილებლად დაინახავს თქვენი მეორე ნახევარიც და მასაც გაუადვილდება ამ საქმეში შემოგიერთდეთ.

მთავარი სიმართლისთვის თვალის გასწორება და მონდომებაა!

პერლა გისურვებთ მშვენიერი ურთიერთობის მშენებლობას!

 

ავტორი: ემილი

2016-03-09.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO