მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საგაზაფხულო მოდა - 2014. 10 რჩევა

 

 

 

 

 

1.     საგაზაფხულო მოდის მთელი კოლექცია რბილ, ჰაეროვან, ცისარტყელას ფერებშია გადაწყვეტილი. მოდაშია როგორც მშვიდი, პასტელის, ასევე მკვეთრი, კაშკაშა ფერები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თქვენთვის მაამებელი ფერის სამოსი, დაწყებული (სალათისფერი) მწვანე შორტებით და დამთავრებული იასამნისფერი კაბით. მთავარია ეს თქვენს გარეგნობას და სურვილებს ესადაგებოდეს.

alt

2.     მართალია, თქვენს გარდერობში უკვე არის ჟაკეტიც, პიჯაკიცა და მოსასხამიც, მაგრამ ამ გაზაფხულზე მოგიწევთ თქვენს არსენალს დაამატოთ კიდევ ერთი ჟაკეტი მაინც. რადგან წელს სწორკუთხოვანი ფორმის ჟაკეტებია მოდაში. მას შეგიძლიათ მოუხდინოთ კაბა, ან ტანზე მომდგარი (შემოტმასნილი) შარვალი და რაღა თქმა უნდა, ჯინსები. ქალს ხომ ვერასოდეს ექნება საკმარისი რაოდენობის ჟაკეტი, არ მეთანხმებით?!

alt

3.     მამაკაცის სამოსით შთაგონებული  კაბები და პერანგები, კონტრასტული ფერებითა თუ ტექსტურით, მანჟეტებითა და საყელოებით ძალიან მოსახერხებელია.

alt

4.     თავისუფალი, ფართო ტოტებიანი შარვალი 2014 წელს მოდის ტენდენციაა. ვიცი რასაც ფიქრობთ, მაგრამ მე შემიძლია დავიფიცო, რომ ეს შარვალი არაა განკუთვნილი მხოლოდ  გამხდარი მოდელებისთვის. ის თქვენ უფრო გამხდარსა და მაღალს გამოგააჩენთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

alt

5.     სპორტული სტილის სამოსისთვის წელს დამახასიათებელია გაბედული ფერები და ქსოვილები. ჭარბობს გრილი, მსუნთქავი მასალები და წულები.

alt

6.     2014 წლის გაზაფხულის კოლექციაში კაბები და ქვედაბოლოები არც ძალიან მოკლე და არც ძალიან გრძელია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმის გამო შესაძლოა მათში უფრო მაღალი გამოჩნდეთ.

alt

7.     წელს საგაზაფხულოდ მოდაშია ნაქსოვი სეზონური ზედები (სვიტერები).  მას შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ  როგორც ტანზე მომდგარი ვიწრო შარვალები, ასევე  შორტები ან ქვედაბოლოები.

alt

8.     სპორტული სტილის, დახვეწილი, მომდგარი შარვალი ზოლებით - აი, ეს მართლაც რომ ინარჩუნებს, სტილის ცვლის მიუხედავად,  თავის ადგილს თანამედროვეობაში.

alt

9.     შეგიძლიათ მაისური შეცვლოთ ბლუზით, რომელიც ბევრად უფრო დახვეწილია მასზე. იდაყვებამდე სახელოებით, ის ძალიან ელეგანტურად და საინტერესოდ გამოიყურება.

alt

10.    კიდევ ერთი მოდის ტენდენცია საგაზაფხულოდ არის გრძელი მოსაცმელები, ყოველგვარი საყელოს გარეშე, სწორკუთხოვანი ფორმებით. მათ შეგიძლიათ  შეუხამოთ ტანზე მომდგარი, ჯინსის ან ტყავის შარვლები. 

alt

 

ავტორი: Nino Jackson

2014-03-13

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO