მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ტემპერამენტი - რაზეა დამოკიდებული ის?

 

ტემპერამენტი ადამიანებში გენეტიკურადაა განსაზღვრული:  ვიღაცას  შეიძლება „ვნებათა ქარიშხალი" ერგოს მემკვიდრეობით,  ვიღაცას კი - „სრული სიცივე". თუმცა შესაძლებელია სიტუაციის მიხედვით ის იცვლებოდეს.

მამაკაცებში სექსუალური სურვილი (ლიბიდო) პირდაპირ კავშირშია ჰორმონებთან. ის განისაზღვრება სისხლში ტესტოსტერონის დონით. თუ ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმში, „სექსუალური მადა" მამაკაცებში საშაუალოზე მაღალია.

ასაკთან ერთად ტესტოსტერონის რაოდენობა სისხლში გამუდმებით მცირდება (დაახლოებით 1-2 %-ით წელიწადში). 60 წლამდე ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მამაკაცის ორგანიზმი ჰორმონალურად საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა ტესტოსტერონის შემცირების პროცესის დაჩქარება შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზებით: თუ ის უცბად მოიმატებს წონაში 20 კგ-ს ან მეტს, ხანგრძლივად მოიხმარს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით, მიიღებს ტრამვას ინტიმურ ზონებში, იმყოფება რადიოქტიურ ზონაში, ან გამოიყენებს ისეთ ჰორმონალურ პრეპარატებს, რომლებიც ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას იწვევენ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომლებიც მამაკაცებში ლიბიდოზე მოქმედებს რამოდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა: რაც უფრო მეტხანს გრძელდება კანონიერი ქორწინება, მით ნაკლები ჰორმონი გამოიყოფა მამაკაცებში. აქედან გამომდინარე, ყველაზე აქტიურები ბერბიჭები არიან. რა არის ამის მიზეზი - მეცნიერთათვის ჯერ უცნობია.

ქალებში სიტუაცია პრინციპიალურად არ განსხვავდება მამაკაცებისაგან - ლიბიდოზე ისევ ის ტესტოსტერონია პასუხისმგებელი. რაც მეტია ის, მით მეტია ფიქრები სექსზე.

თუმცა ქალებში ჰორმონალური ფონი არც ისე სტაბილურია, როგორიც მამაკაცებში. აქ დიდ როლს ასრულებენ სხვა ფაქტორებიც: მენსტრუალური ციკლი, ფეხმძიმობა, მშობიარობა, კლიმაქსი... აქედან გამომდინარე, ქალებში ლიბიდოს დაქვეითების ფიზიოლოგიური მიზეზი შეუძლებელია განისაზღვროს გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩარევის გარეშე.

ბოსტონის უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტესტოსტერონის გამოყოფას აფერხებს ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივი გამოყენებისას.  

მათ, ვინც რეგულარულად იცავს თავს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით, ტესტოსტერონის დონე დაახლოებით 4-ჯერ მცირე აქვთ მათზე, ვინც სხვა მეთოდებით ცდილობს არასასურველი ფეხმძიმობისაგან თავის დაცვას.  და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ამ პრეპარატების შეწყვეტის შემდეგაც კი ლიბიდო ადრინდელივით ვერასოდეს აღდგება.

ქალებში ლიბიდოს დაქვეითებისას საქმე მარტო ჰორმონებით რომ  შემოიფარგლებოდეს, ყველაფერი ადვილი იქნებოდა -  გაარკვევდნენ ტესტოსტერონის დონეს,  აღადგენდნენ  მას პრეპარატების საშუალებით (ჩვენს დროში ეს შესაძლებელია) და პრობლემაც მოგვარდებოდა. მაგრამ ლიბიდოს აღდგენა გაცილებით უფრო რთულია. მარტო სისხლში ტესტოსტერონის დონის აწევა როდი კმარა, საჭიროა ტვინი შესაბამისად რეაგირებდეს მასზე.

როგორი რეაგირება ექნება ადამიანის ტვინს, რომელიც იმყოფება ქრონიკულ სტრესსა და დეპრესიაში? სექსოლოგების აზრით - არანაირი.   

საქმე იმაშია, რომ ადამიანებში ინსტიქტები ძლიერია. სანამ სასიცოცხლო მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია და ადამიანის ორგანიზმი დისკომფორტს განიცდის, ლიბიდო დუმს. სწორედ ამიტომ დროებითი სურვილების შეწყვეტა შეუძლია უძილობას, დიეტას, ავადმყოფობას, დაღლილობას როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს...

ამასთანავე, ავადმყოფობის დროს ლიბიდო შეიძლება დაქვეითდეს არა მარტო შეუძლოდ ყოფნის, არამედ წამლების გამოც.  სექსის მოთხოვნილების დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს: ჰორმონალურმა, ანტიფსიქოტროპულმა პრეპარტებმა, ტრალკვილიზატორებმა, შარდმდენებმა, ჰიპერტონიისა და დიაბეტის სამკურნელო წამლებმა და სხვ.

ხდება ისეც, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, ტესტოსტერონის დონეც ნორმაშია, სექსი კი არა და არ გინდებათ. ამ შემთხვევაში საქმე ემოციებს ეხება.  სიახლოვის სურვილი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ თავად სექსზე და რა თქმა უნდა თქვანს პარტნიორზე. 

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO