მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყოველი ნიშნისათვის

2019 წელი - ყვითელი თიხის ღორის წელია - აღმოსავლურ კულტურაში ეს შრომისმომყვარეობის, კეთილშობილებისა და გამბედაობის სიმბოლოა. ღორი ასრულებს ზოდიაქოს 12 წლიან ციკლს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასკვნების გაკეთების დროა: უნდა შევურიგდეთ მათ, ვისაც ვეჩხუბეთ, დავასრულოთ ის კავშირები, რომლებსაც მხოლოდ ცუდი მოაქვს ჩვენთვის, გამოვასწოროთ შელახული ურთიერთობები და ნულამდე დავიყვანოთ ყოველივე ცუდი.

ვერძი. ამ წელს არ გარგებთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება ადამიანებსა თუ მოვლენებზე. ემოციები და რადიკალური გადაწყვეტილებები ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ და გაგიფუჭებთ ურთიერთობას მოკეთეებთან. ამიტომაც არ ღირს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ნებისმიერ საკითხში თავშეკავება და მოთმინება გმართებთ. პროფესიულ სფეროში ამ წელს მოვლენების მკვეთრი მონაცვლეობაა მოსალოდნელი. სწრაფი პროგრესი ასევე მკვეთრად შეიძლება გადავიდეს სიმშვიდის ფაზაში. მაგრამ მთლიანობაში ეს წელი წარმატებული იქნება ფინანსური და საქმიანი თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გადადებთ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს შემდეგისთვის.

კურო. მარტოხელა კუროებისთვის პირადი ცხოვრება წარმატებული იქნება. ბევრი თქვენგანი საბედოს იპოვით. დაოჯახებული წყვილები ჩხუბსა და კამათს უნდა ერიდოთ, რადგან ეს გაჭიანურდება და სერიოზულად შეარყევს თქვენს ურთიერთობას. წლის დასაწყისშივე თქვენი ცხოვრება მოვლენებით მდიდარი და მკვეთრი ცვლილებებით აღსავსე გახდება. მაგრამ ასეთმა სწრაფმა ტემპმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც საჭიროა დაიცვათ ჯანსაღი კვებისა და ძილის რეჟიმი. ნურც მღელვარებას აჰყვებით, გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას.

ტყუპები. დაოჯხებულ ტყუპებს პირად ცხოვრებაში რომანტიკის დეფიციტი შეგაწუხებთ. მაგრამ სანამ პარტნიორს სიცივეში დაადანაშაულებთ, საკუთარი ტაქტიკა და ქცევები შეაფასეთ როგორც საჭიროა. სავარაუდოდ მასაც აქვს კითხვები. ფინანსურ სფეროში წლის მფარველისგან სტაბილურობას ნუ ელოდებით - შემოსავალს ხარჯები მოჰყვება ხოლმე. ამიტომაც "დღევანდელი დღის" პრინციპით ცხოვრება არ გამოგადგებათ. შეეცადეთ ეკონომია აკეთოთ და ხარჯები აკონტროლოთ. შემოქმედებით სფეროში კი ძალიან ნაყოფიერი წელი გელით - მუზა თქვენი ძალიან ხშირი სტუმარი გახდება.

კირჩხიბი. ამ წელს ორგანიზებული და კონსერვატიული კირჩხიბები შეიძლება შეეჯახოთ სიტუაციას, როცა ზედმიწევნით გათვლილი საქმე ამოუხსნელი მიზეზების გამო გაურკვეველი დროით გადაიდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარსკვლავები წარმატებას არ გპირდებიან. სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზები გვერდს არ აგივლიან. პირად ცხოვრებაში დაუვიწყარი შეხვედრები და თავბრუდამხვევი რომანები გელით. ნუ გაუშვებთ ხელიდან მეორე ნახევართან შეხვედრის შანსს.

ლომი. ლომებისთვის ამ წელს მთავარ კოზირად იქცევა მიზანდასახულობა, მჭევრმეტყველება და უნარი - მიიტანოთ გარშემომყოფებამდე საკუთარი მოსაზრებები. ბევრი ახალი პროექტი და მწვერვალი გექნებათ, რასაც თქვენი ძლიერი ხასიათის წყალობით დაიპყრობთ. სასიყვარულო საქმეებში არ ღირს მოვლენების დაჩქარება. შეეცადეთ დატკბეთ იმით, რაც გაქვთ.

ქალწული. შრომისმოყვარე ქალწულებისთვის ეს პოზიციებისა და ცხოვრებისეული პრინციპებისთვის ბრძოლის წელი გახდება. არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი აზრის დაცვა და ბრძოლა სამართლიანობისათვის როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ წარმატების მოპოვება მარტივი არაა. დაბრკოლებები და სირთულეები გამოგაწრთობენ და მეტად გაგაძლიერებენ. ფინანსური საკითხების გადასაჭრელად უფრო წარმატებულ პერიოდად წლის პირველი ნახევარი ითვლება. ამ პერიოდში ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა, ისეთების, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა ან სერიოზული კაპიტალდაბანდება. 

სასწორი. ეს სასწორებისთვის შემოქმედებითი აღმაფრენის წელია. სწორედ ახლა გაგიადვილდებათ თანამოაზრეთა პოვნა და საიმედო პარტნიორების მხარდაჭერით სარგებლობა. უნდა უფრთხილდეთ ჭორებს, რადგან მათ სერიოზულად შეუძლიათ თქვენი დაზარალება. ნუ მიიპყრობთ მოშურნეთა და არაკეთილმოსურნათა ყურადღებას თქვენს წარმატებებზე, რადგან მათ ბოროტი ხმების გასავრცელებლად ზედმეტი საბაბი არ მიეცეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

მორიელი. ღორის წელი წარმატებული იქნება მორიელებისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ამიტომაც თამამად შეგიძლიათ სახლის საყიდლად შეემზადოთ. წლის პირველი ნაწილი ძალიან ხელსაყრელი დროა საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. პირად ურთიერთობებში, უმჯობესია, მეტად გულწრფელი და გახსნილი იყოთ, რადგანაც თქვენი სიჩუმე და ჩაკეტილობა შეიძლება უთანხმოებასა და კამათისთვის ძირითად მიზეზებად იქცეს.

მშვილდოსანი. ამ წელს კარიერაში წარმატება თქვენი მეგზური იქნება. ამიტომაც თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ ახალ პროექტებს, გამოიყენოთ ახალ შესაძლებლობები. ზოგიერთი თქვენგანი პროფესიის რადიკალურად შეცვლასაც შეძლებს. მაგრამ კარიერულ საკითხებზე მეტისმეტად დაკავება და მოუცლელობა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებისა და გაუგებრობების მიზეზი გახდეს. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ პარტნიორს და რაც შეიძლება ხშირად გაახაროთ ის სასიამოვნო სიურპრიზებით.

თხის რქ. ეს წელი თხის რქებისთვის საუკეთესო დროა დიდი ხნის გეგმების განსახორციელებლად. ამისათვის დროც გეყოფათ და ძალებიც. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაბრკოლება შეგიქმნათ - ეს თქვენივე სიზარმაცეა. ამიტომაც ნუ აჰყვებით ცდუნებას, სასარგებლოდ დახარჯეთ ყოველი წუთი და ძალიან მალე აღმოჩნდებით დასახული მიზნის მწვერვალზე. სასიყვარულო საქმეებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი, - პირველ რიგში კი შინაგანი ცვლილებები. იმისათვის, რომ პირადი ურთიერთობები მოაგვაროთ, უნდა განსზღვროთ, რა გინდათ ამ ურთიერთობისგან.

მერწყული. ეს საუკეთესო წელია საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ამასთანავე, მთავარია ცხოვრებისეულ ორიენტირებს გადახედოთ. ამ წელს ბევრი თქვენგანი აღმოაჩენს საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებსა და ნიჭს. შეეცადეთ უფრო ხშირად შეაქოთ და წაახალისოთ საკუთარი თავი, მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ საამისოდ არა გაქვთ საბაბი. სწორედ თქვენს განწყობასა და ცხოვრებისეულ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი მიღწევები.

თევზები. 2019 წელს თევზებს საკმარისი ძალები გექნებათ საკუთარი მიზნებისა და გეგმების განსახორციელებლად. საქმე იმაშია, გეყოფათ თუ არა საამისოდ მოთმინება და შეუპოვრობა, რადგანაც წარმატება უცბად არ მოვა. წლის დასაწყისი შეიძლება კრიზისული და პრობლემური აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კარიერულ საკითხებში. ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ზაფხულში გელით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ წელს გექნებათ შესაძლებლობა ააწყოთ მყარი ურთიერთობა. დაოჯახებულ თევზებს ჰარმონიის შესანარჩუნებლად ვარსკვლავები გირჩევენ არ მიმართოთ სცენების მოწყობას საყვარელ ადამიანთან , რადგან სწორედ თქვენი ემოციურობა შეიძლება გახდეს ჩხუბების მთავარი მიზეზი.

 

ავტორი: ემილი

წყარო

2018-12-21.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO