მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2019-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2019-06-01
ბოლო ზარი - 2019-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2019-02-14
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
პაემანი

პაემანი! პაემანი! ღმერთოჩემო, დღეს პაემანი მაქვს, პირველი პაემანი. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის ვმეგობრობთ. ის ყველას მოსწონს და ყველასათვის სასურველია. მაღალი, ვაჟკაცური აღნაგობის, სიმპათიური. ყველა აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით, ხასიათით. მათ შორის მეც. აღტაცებული ვარ მისი იუმორით და ძალიან მსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. მსიამოვნებს?! არა, რა დასამალია და მომწონს, მიხარია და ბედნიერი ვარ როცა ჩვენთანაა. ხო, ჩვენთანაა. ჩვენ მარტონი არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთი საქმე გვაქვს და ერთი სამეგობრო წრე გვყავს. ყველგან ერთად ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით. დღეს კი, დღეს მომიახლოვდა მაგიდასთან და ჩუმად მითხრა:

 -შენთან საქმე მაქვს. მოდი, დღეს კაფეში წავიდეთ.

_კაფეში?! მე და შენ?!

  _ხო, მე და შენ.

_მარტო?

  _რა იყო, არ შეიძლება?

გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, სახეზე ალმური მომედო. ღმერთო რა კარგია რომ მაგიდას მოსცილდა და უცებ წავიდა. დამტოვა გაოცებული, გაოგნებული, აფორიაქებული. ალბათ ყველა შეამჩნევდა რაღაც საოცარ ცვლილებებს და სასწრაფოდ გავეცალე მეგობრებს. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. რა უნდა მითხრას? ღმერთო, რა უნდა მითხრას?! სახლში როგორ მივედი არ მახსოვს.

ყველამ გაოცებით შემომხედა. ჩემი აფორიაქება ყველამ შეამჩნია. საბედნიეროდ არაფერი მკითხეს. _რა ჩავიცვა? როგორ წავიდე, თმები როგორ გავიკეთო? _დაწყნარდი ნინი, დაწყნარდი, ვიმშვიდებ თავს. გარდერობიდან ვიღებ სხვადასხვა ტანსაცმელს, მერე აბაზანაში შევრბივარ. ცოტა დავწყნარდი, თმები ფენით გავიშრე. მხრებზე გაშლილი თმებით კმაყოფილი დავრჩი. კაბა შევარჩიე, ლამაზი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. _უჰ, არა უშავს, მგონი კარგად გამოვიყურები. ოღონდ სახეზე ცეცხლი მიკიდია და გულს ისეთი ბაგაბუგი გაუდის, მგონი მთელ ქვეყანას ესმის.

კაფესთან მივედი. როგორ?! არ ვიცი. ის უკვე იდგა, უფრო ვაჟკაცური და მიმზიდველი.

_ვაჰ, ნინი, რა მშვენიერი ხარ! კაფეში შევედით და კუთხეში, მაგიდასთან დავსხედით. ეხლა რა ვქნა, ეხლა რას მეტყვის. მერე მე რა ვუთხრა, როგორ მოვიქცე. რომ მაკოცოს?! არა, არა ეს შეუძლებელია, ამის ნებას არ მივცემ, ასე უცებ არა, არა! არადა ამის გაფიქრებაზე ჯრუანტელმა დამიარა. შევძლებ შევაჩერო? მინდა კი რომ გაჩერდეს? ამასობაში მაგიდაზე რაღაზეები დაალაგეს. ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს ვამჩნევ. სასმისიანი ჭიქა გამომიწოდა და მისმა ხმამ გონს მომიყვანა:

_იცი რა, ნინი, მოდი ჯერ საქმეზე ვილაპარაკოთ.

ზამბარა გაწყვეტამდე დაიჭიმა. დროზე, თორემ გასკდა გული.

_პირველად შენ მინდა გაიგო. ყველაზე უფრო შენი რჩევა მინდა. ჩვენს სამსახურთან დაკავშირებით რაღაც სიახლე მაქვს და მინდა გაგაცნო. შენ უფრო მეტყვი, ღირს თუ არა ამის გაკეთება.

თვალებზე ბინდი გადამეფარა. როგორც ნემსნაჩხვლეტი საჰაერო ბუშტი, ისე ჩავიფუშე. გული, რომ იტყვიან, სადღაც გაიპარა. წამები და.. _აბა ყოჩაღად, თავი არ შეირცხვინო, შევუძახე თავს და ვითომც წორედ საქმიანი პაემნისთვის მოვედი, მშვიდად და ყურადღებით დავუწყე მოსმენა.

 

  ლ.თ.

შეაფასეთ სტატია :
         
shav legi
(2011-02-01 01:09:29)

ra xart es kalebi ra... es kidev ertxel mogiyvant chkuaze. samsaxurshi sakmeze unda fikri da ara romanebze.

giorgi kvijinadze
(2011-01-29 21:22:42)

:))))))))))))))))))) ra saintereso xalxshi mogaceob mokled raaa

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO