მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ვერძებისათვის მშვიდი დღე იქნება. ფინანსური მდგომარეობა უცვლელად დარჩება. შეეცადეთ ამ დღეს ხელმძღვანელებთან არ იკამათოთ და ყურადღებით მოეპყრათ საკუთარ სამუშაოს. სასარგებლო იქნება ფიზიკური შრომა. პირად ცხოვრებაში ერიდეთ ულტიმატიმების წამოყენებას მეორე ნახევართან. ეს ჩხუბს გამოიწვევს.

კურო. საკმარისია ცოტათი შეცვალოთ აზრთა მიმართულება და მოძრაობაც მიაყოლოთ, რომ მთელი რიგი პრობლემები გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. ახალი საინტერესო ნაცნობობა თქვენს სამეგობრო წრესაც გაფართოვებს და ინტერესებსაც. კარგი პერსპექტივები გაგიჩნდებათ სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალისთვის.

ტყუპები. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საკითხები ვერ შეძლებენ თქვენი განწყობის გაფუჭებას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. დასახული გეგმების განხორციელებას და ოცნებასთან მიახლოებას შეძლებთ. შესაძლებელია მიიღოთ დახმარება ადამიანისაგან, რომლისგანაც ამას არ ელოდით. შეეცადეთ მოინახულოთ მშობლები და მეტი დრო დაუთმოთ ბავშებს.

კირჩხიბი. ამ დღემ შესაძლოა დიდი გარდაქმნები მოგიტანოთ. მეტი სიმკვეთრით ეს პირად ცხოვრებაში გამოვლინდება. მარტოხელა კირჩხიბებს დიდი შანსი აქვთ შეხვდნენ ადამიანს, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს მომავალ ცხოვრებაში და შესაძლებელია ქორწინებითაც დასრულდეს. ცოლ-ქმრულ წყვილებს კი, პირიქით, რთული პერიოდი დაუდგებათ და მათი ურთიერთობა სიმყარეზე გამოცდას გაივლის. შესაძლებელია ბევრი მათგანი არ აღმოჩნდეს გულწრფელი. მოსალოდნელია გაყრაც.

ლომი. თქვენ გექნებათ შანსი გამოასწოროთ ძველი შეცდომები და შეურიგდეთ მეგობრებს, რომლებიც გაანაწყენეთ. სამსახურში ფრთხილად იყავით და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყყვეტილებებს, ყველაფერი აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. სახლში მოსალოდნელია სკანდალი, მაგრამ თუ ემოციებს შეიკავებთ და მშვიდად გაერკვევით სიტუაციაში, ყველაფერი მოგვარდება.

ქალწული. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და გაუგებრობები ხელმძღვანელებთან ან პარტნიორებთან. შეეცადეთ თვითკონტროლი და შორსმხედველობა გამოიჩინოთ. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებსა და ალკოჰოლურ სასმელებს. არსებობს სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის საშიშროება.

სასწორი. თქვენი გეგმები იმდენად გრანდიოზულია, რომ სახლში ვიწროდ იგრძნობთ თავს. ამიტომ სავარაუდოა შორეული მოგზაურობა, რომელიც საკმაო მოგებას მოგიტანთ. პირად სფეროში გარშემომყოფთა მიმართ ყურადღებით ყოფნა გმართებთ.

მორიელი. დღის პირველი ნახევარი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იქნება. მოსალოდნელია ტრავმები და ასევე სერიოზული პრობლემები გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. დღეს შესაძლებელია მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისაგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება გელით. საქმეში შეგიძლიათ მეგობრების ან საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.

მშვილდოსანი. კარგი დღეა სასაუბროდ და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, ააგეთ გეგმები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ძველი პრობლემების დაბრუნებამ არ შეგაშინოთ. ამჯერად მარტივად მოახერხებთ მათგან გათავისუფლებას და თანაც სამუდამოდ.

თხის რქა. თანამშრომლებთან უთანხმოებები მხოლოდ დროებითი ეტაპია. ურთიერთობების განხილვა მხოლოდ სამსახურის შემდეგ ღირს. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ სიმშვიდე და აკონტროლეთ საკუთარი თავი. ყველაზე მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მსგავსი ცხოვრების რიტმი არ გარგებთ.

მერწყული. სამსახურში თქვენი წინადადებები ვერ გამონახავენ მომხრეებს თანამშრომელთა შორის. ამაზე ნუ იდარდებთ, სიტუაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს.

თევზები. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. მის მოსასმენად განმარტოვდით. დაასულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დაისვენებთ თუ ბასეინს ან აბანოს ეწვევით. არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენება და ჭარბი კვება.

ავტორი: ემილი.

2020-12-29.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO