მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოველთვის რთულია. თქვენ ფიქრობთ ყველა დეტალზე, სასიკეთო და საზიანო შედეგებზე, რომ არავინ დაგრჩეთ განაწყენებული და დაზარალებული. ეს სწორი მიდგომაა,  მაგრამ არც ასე გაჭიანურებაა გამართლებული, - კიდევ უფრო მტკივნეული იქნება დროში გაწელილი პრობლემა.

კურო. კარგი იქნება თუ რამოდენიმე ხნით დაივიწყებთ პრობლემებსა და საქმეებს, მოდუნდებით და როგორც წესია, ისე დაისვენებთ. არაა გამორიცხული სასიხარულო შეხვედრა ძველ მეგობრებთან. მაგრამ ასევე გექნებათ უსიამოვნო მომენტებიც. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახში. კარგი იქნება თუ გარემოს შეიცვლით და დასკვნების გამოტანას არ იჩქარებთ.

ტყუპები. სამსახურის მაძიებელ ტყუპებს დღეს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ, რადგან ისინი იპოვიან სამსახურს, რომელიც მათ ფასეულობათა სისტემაშიც თავსდება და კარგ შემოსავალსაც ჰპირდება. არაა გამორიცხული ახალი რომანტიკული ნაცნობობა. წარმატებული დღე იქნება მათთვის, ვისაც სპორტით დაკავება ან უცხო ენის შეწავლა აქვს განზრახული.

კირჩხიბი. სასიცოცხლო ენერგია მოზღვავებული გექნებათ. მაგრამ არ ღირს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება ან იმპულსური მოქმედებები. ისინი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანენ. მამაკაცი კირჩხიბებისთვის არ ღირს სასიყვარულო თავგადასავლების ძიება და ახალი რომანტიკული ნაცნობობა, რადგან ეს ხანმოკლე აღმოჩნდება. მანდილოსანი კირჩხიბებისთვის კი არაა რეკომენდირებული უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ უკეთ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. 

ლომი. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, მიმართული იქნება საკუთარი იმიჯისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. ცხოვრებაში შესაძლოა გეწვიოთ ნამდვილი სიყვარული და ვერც კი შეამჩნევთ ეს როგორ მოხდა.

ქალწული. თქვენი გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ შეძლებთ შეუმჩნევლად იმოქმედოთ და არავის გაანდობთ მათ შესახებ. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა ელის. შეეცადეთ დაარეგულიროთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. არ ღირს ამ დღეს თვითმკურნალობა.

სასწორი. მძიმე დღე ელით სასწორებს. სირთულეები შეიძლება შეგექმნათ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ამ დღეს არ გააფორმოთ გარიგებები და ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, უმჯობესია ძველები დაასრულოთ. შეეცადეთ მეორე ნახევართან ურთიერთობების გარკვევისაგან თავი შეიკავოთ. ამან შესაძლოა დაშორება გამოიწვიოს. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

მორიელი. შეძლებისდაგვარად გაატარეთ ეს დღე სახლში: დაკავდით სახლის დალაგებით, რემონტით, ზამთრის კონსერვების დამზადებით. დიდ თანხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებზე უარი თქვით. მოსალოდნელია ტყუილისა ან ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კინო-თეატრს ეწვიეთ, ან უნბრალოდ ქალაქში გაისსეირნეთ.

მშვილდოსანი. ეს დღე შემოქმედებითი ენერგიით აგავსებთ. შექმენით ახალი, გარისკეთ, ესაუბრეთ უჩვეულო ადამიანებს. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და არ მოცდებით წვრილმანებზე. ფიზიკური ვარჯიში კარგად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წარმატებული დღეა რომანტიკული პაემანისთვის, ნიშნობისა და დაქორწინებისთვისაც კი. 

თხის რქა. შეეცადეთ არ დანებდეთ და რაც შეიძლება მალე გაართვათ თავი ამ მდგომარეობას, რადგან საღამოს ავადმყოფობისთვის არ გეცლებათ, - თქვენ მოგინდებათ შეხვედრა საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული. ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცი მერწყულებისათვის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ძალიან გაუარესდეს. თავი შეიკავეთ სერიოზული შენაძენებისაგან, - ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. ერიდეთ ასევე ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს, ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მანდილოსანი მერწყულებისათვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი.

თევზები. ენერგეტიკულად ძლიერი დღეა. აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობა. მოდუნება და უხალისობა კარგს არაფერს მოგიტანთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ერიდეთ არასასიამოვნო შთაბეჭდილებებს. ფანანსური საკითხების გადაწყვეტა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

 

ავტორი: ემილი.

2021-09-04.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO