მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2025    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს საკუთარი კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეძლებთ. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ახალი სამუშაოს დასაწყებად ან ძველი პროექტის განსახორციელებლად, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ახალი შემოსვლის წყარო გაიჩინოთ. საკუთარი მიზანდასახულობის წყალობით ახალი პერსპექტიული ცვლილებები გელით. დღეს ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ კომერცული ოპერაციების განხორციელება, სარისკოც კი. პირად ცხოვრებაში არც ისე სახარბიელო დღე გელით: უფრთხილდით ტყუილსა და ღალატს.

კურო. დღის განმავლობაში მხოლოდ კარგ ამბებს გაიგებთ ძველი მეგობრების, ნაცნობებისა და თანამშრომებისგან. გაიხარეთ ცხოვრებით, ხშირად გაღიმეთ და მადლიერი იყავით ღმერთის მშვენიერი ცხოვრებისათვის. 

ტყუპები. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს ბედის უეცარი შემობრუნება გელით. რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს საქმინობის სფეროს, საცხოვრებელი ან დასასვენებელი ადგილის გამოცვლასთან. მოგემატებათ შემოქმედებითი პოტენციალი. მარტოხელა ტყუპებს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.

კირჩხიბი. დღის განმავლობაში ყველა გაჭირვებულის დახმარების დაუოკებელი სურვილი გექნებათ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კეთილი საქმეები აკეთოთ, მაგრამ საკუთარ თავზეც იფიქრეთ.

ლომი. თავდაუზოგავი შრომა, უდავოდ, ძალიან კარგია, მაგრამ დღის განმავლობაში ხანდახან მაინც დაისვენეთ ხოლმე. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს.

ქალწული. ბიზნესის სფეროში მომუშავე ქალწულებს ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. აზარტული თამაშის მოყვარულებს დიდი მოგება გელით. ასევე მოსალოდნელია ძველი ვალის დაბრუნება ან მომგებიანი გარიგების გაფორმება. სასიყვარულო საქმეებში დღეს მანდილოსან ქალწულებს გაგიმართლებთ. არაა გამორიცხული ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ეს მოულოდნელ შედეგებს მოგიტანთ.

სასწორი. ეს დღე საკუთარი გეგმების წარმატებულად განხორციელების საშუალებას მოგცემთ. არსებობს შანსი ახალი სასარგებლო ნაცნობობისა, რაც მომავალში რომანში შეიძლება გადაიზარდოს. ნუ მოცდებით მეორეხარსხოვან დეტალებზე. უმჯობესია შინაგან სამყაროზე მოახდინოთ ყურადღების კონცენტრირება და უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში.

მორიელი. ამ დღეს უცებ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ შეეცადეთ პანიკაში არ ჩავარდეთ, რადგან ავდრის შემდეგ ყოველთვის მზე გამოანათებს ხოლმე. უმჯობესია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გაბედულად გადადგათ ნაბიჯები მიზნის მისაღწევად. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ასევე გაუფრთხილდით ჯანრთელობას. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. 

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღე გელით. სავარაუდოდ წარმატებას მიაღწევთ ფინანსურ სფეროში ან მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდებით. თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ დაივიწყოთ "საარსებო პური" და ნუ დახარჯავთ ფულს ისეთ ნივთებში, რაც პირველად მოხმარების არაა. ხელსაყრელი დღეა ინტიმურ ცხოვრებაში აქტივობისათვის.

თხის რქა. ისაუბრეთ, იხუმრეთ, აჩუქეთ გარშემომყოფებს კომპლიმენტები. არასტაბილური დღეა შემოქმედებითი და სამსახურეობრივი აქტივობისათვის. მოსალოდნელია დახმარება ნათესავების მხრიდან. მიზნის განხორციელებისას დასვენებც არ დაივიწყოთ. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს.

მერწყული. თანამშრომლებთან უთანხმოება - ეს მხოლოდ დროებითი ეტაპია. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სამუშაოს შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ საკუთარ თავზე კონტროლი და სიმშვიდე. ყველაზე მთავარი ამ დღეს ჯანმრთელობაზე დაფიქრებაა. ასეთი ცხოვრების რიტმი არ გარგებთ.

თევზები. კრიტიკული დღეა. ზოგიერთ თქვენგანს შეჯახება მოუწევს არაკეთილმოსურნეობასა და ღალატთანაც კი. დილიდანვე უამრავი საქმე დაგახვევთ თავბრუს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოიცალეთ ბავშვებისა და მშობლებისათვის.

 

ავტორი: ემილი.

2021-07-15.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO