მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ მოვაწონოთ თავი სადედამთილოს

რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე გამუდმებით შეიძლება საუბარი. ყველაფრის მიზეზი კი ორივე მათგანისათვის საყვარელი მამაკაცია - ერთისთვის მეუღლე, მეორისთვის - ვაჟიშვილი. ხშირად რძალ-დედამთილს შორის უთანხმოება  ოჯახის დანგრევის მიზეზიც კი ხდება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უმეტეს შემთხვევაში სადედამთილოები თავიდანვე ნეგატიური განწყობით ხვდებიან სარძლოებს. ეს იმიტომ, რომ მათ შვილი ყველაზე მეტად უყვართ და საპატარძლოს კრიტიკული თვალით უყურებენ. სურთ დარწმუნდნენ, რომ ის მათი სათაყვანებელი შვილის ღირსია, მაგრამ ხშირად ამას ვერ ახერხებენ.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? რით მოვაწონოთ თავი სადედმთილოს რათა მივაღწიოთ თბილ მეგობრულ ურთიერთდამოკიდებულებას? აი, ამისთვის ნამდვილად ღირს გარჯა - ეს ხომ მნიშნელოვანია მომავალში მშვიდი ნერვებისა და ოჯახის შესანარჩუნებლად!

სადედამთილოს გასაცნობად საფუძვლიანად უნდა შეემზადოთ - პირველი შთაბეჭდილება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი ურთიერთობისათვის! დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი რჩეულის დედას დიდი ხანია თქვენზე ყველა საჭირო ინფორმაცია აქვს შეგროვებული და თუ თქვენს წარსულში რამე რიგზე  ვერ არის, შანსი იმისა, რომ თავს მოაწონებთ, მცირეა.

არ იფიქროთ, რომ თქვენი მომავალი მეუღლის დედა თქვენს დაშორებაზე ოცნებობს. უბრალოდ ის მეტისმეტი სიფრთხილისა და მზრუნველობის გამო ცდილობს თქვენს ჩაძიებას, რადგან ეშინია მისი შვილი მატყუარას არ გადაეყაროს. თუ დედამთილის კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ, მერწმუნეთ, თქვენი შემდგომი ცოლ-ქმრული ცხოვრება უფრო იოლი იქნება!

წინასწარ დაგეგმეთ საქმროს მშობლებთან შეხვედრა, რადგან მოულოდნელი შეხვედრა  შეიძლება ისე არ გამოვიდეს, როგორც თქვენ გინდოდათ. როცა გადაწყვეტთ, რომ მზადა ხართ სადედამთილოს გასაცნობად,  თარიღი საქმრომ შეარჩიოს და აუცილებლად შეუთანხმოს მშობლებს.

დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი გარეგნული ხიბლისათვის ზომიერებაა. ყველა სადედამთილოს სურს მომავალი სარძლო იყოს მოვლილი, მაგრამ არა გამომწვევი. სამოსის არჩევის დროს  უპირტესობა მიანიჭეთ ქალურ, თავდაჭერილ, დახვეწილ ნივთებს. უხვად არ გამოიყენოთ კოსმეტიკა. წამწამების შეღებვა და ტუჩის (ნაზი ფერის) საცხი სრულიად საკმარისი იქნება ამ დღისთვის. ასევე აკურატულად შეარჩიეთ მანიკურის ფერი (არამყვირალა).

საუბრისას არ ღირს თეთრწვერა ბრძენის როლი მოირგოთ, ან უცენზურო სიტყვები თქვათ. ზოგჯერ თუ გაჩუმდებით და მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლებით, სასიკეთოდ წაგადგებათ. თვენს ღირსებებზე მოყოლითაც ნუ გამოიდებთ თავს - ეს საქმე საქმროს მიანდეთ!

მზად იყავით კრიტიკისათვის - ასე თუ ისე, მეტოქედ მოიაზრებით თქვენი რჩეულის მზრუნველობასა და სიყვარულში. საუბრისას აუმრავ კითხვაზე და მრავალფეროვან თემებზე მოგიწევთ პასუხების გაცემა და ეს იმისათვის, რომ თქვენი ნაკლოვანებები გამოვლინდეს. არ იღელვოთ, აღიჭურვეთ მოთმონებით და იყავით ზრდილობიანი. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი დაფარული ადრე თუ გვიან გამოვლინდება და შეეცადეთ იყოთ გულახდილი. ისე მოიქეცით, რომ საუბრისას მთელი ინიციატივა სადედამთილოს ხელში იყოს, თქვენ კი თავად მორიდებულობის განსახიერებას  წარმოადგენდეთ.

 

რამდენიმე რჩევა სამომავლოდ:

არ იკამათოთ დედამთილთან. ყოველთვის ინტერესით მოუსმინეთ მას. შეეცადეთ დაარეგულიროთ სიტუაცია, რომ შვილის გულში ის იმდენივე დგილს ინარჩუნებდეს, რამდენსაც თქვენს გამოჩენამდე. ზოგჯერ რჩევებისთვისაც მიმართეთ, დახმარებისთვის მადლობა უთხარით;  არც იფიქროთ ელაქუცოთ - თვალთმაქცობა ყოველთვის შესამჩნევია და კარგს არაფერს მოგიტანთ.

შეეცადეთ მაქსიმალურად დაუახლოვდეთ საყვარელი ადამიანის დედას. დაინტერესდით მისი ჰობით, კარგი იქნება, თუ მის ნდობას მოიპოვებთ.

არასოდეს გააკრიტიკოთ თქვენი რჩეული დედამთილის თანდასწრებით და თუ ის თავად აკრიტიკებს საკუთარ შვილს, შეეცადეთ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ.

მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ თქვენი ქორწინების შემდეგ ვაჟიშვილი არსად დაეკარგება და ისევე ძლიერ ეყვარება დედამისი. დაარწმუნეთ ის, რომ ეჭვიანობის მიზეზი არა აქვს.

თუ დედამთილთან გაგიმართლათ - დააფასეთ ეს და პროვოცირება არ გაუკეთოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. არ დაივიწყოთ, რომ თქვენც გახდებით დედამთილი!

პერლა გისურვებთ ბედნიერებას! 

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO