მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
უხეში ქუსლების მოვლა

გაზაფხული ახლოვდება და უკვე ვიწყებთ ფიქრს ღია ფეხსაცმლისა და თხელი ტანსაცმლის ტარებაზე. ზამთრის ცივი დღეების შემდეგ, თმასა და კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. განსაკუთრებით კი ქუსლებს. სადაც ყველაზე ადვილად უხეშდება კანი.

განსაკუთრებული მოვლის შემთხვევაშიაც კი, ქუსლები ზამთარში ხშირად უხეშდება. ამას იწვევს ვიტამინების, ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა. მუდმივად თბილად ჩაცმული ფეხი, სათანადოდ ვერ ნიავდება, ამასთანავე, ორგანიზმს ვერ მიეწოდება ყველა საჭირო ვიტამინი, როგორც წელიწადის სხვა დროს და კანი უხეშდება.

გთავაზობთ გაუხეშებული ქუსლების მოვლის 2 მეთოდს. პირველს, მსუბუქი პრობლემისათვის, ხოლო მეორეს, ქუსლებზე ნახეთქების მოსაშორებლად.

თუ ქუსლები მოვლილი გაქვთ, მაგრამ ცივი ზამთრის შემდეგ ჯანსაღი ფერი და სირბილე აკლია, შეგიძლიათ შემდეგ ხერხს მიმართოთ:

1. მოხარშეთ შვრიის ფაფა. (შედარებით სქელი მასა) გაურუეთ მასში რამდენიმე წვეთი გლიცერინი. დაიდეთ მასა ფეხის ტერფებზე და ცელოფნით შეიხვიეთ. ზედ ჩაიცვით შალის წინდა ან რაიმე შალის ნაჭერი შემოიხვიეთ. 2 საათის შემდეგ ფეხები დაიბანეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ. წაისვით რომელიმე მკვებავი კრემი.
რეკომენდებულია 2 ან 3 პროცედურა.

თუ თქვენთვის წინდის ჩაცმას ყოველთვის მისი დახევა მოყვება და ღია ფეხსაცმლში ქუსლების გამოჩენა გესირცხვებათ, ეს მეთოდი სწორედ თქვენთვისაა.

2. აიღეთ ერთი წილი ნიშადურის სპირტი და 2 წილი გლიცერინი. აურიეთ ერთმანეთში და შეანჯღრიეთ.

საღამოს, დაბანილი ფეხის ქუსლებზე და ტერფებზე წაისვით ხსნარი. როგორც კი გაშრება, ჩაიცვით წინდა და დილამდე არ გაიხადოთ. (ხსნარს მძაფრი სუნი აქვს და შეეცადეთ ცხვირი მოარიდოთ).
მეორე დღეს, თბილ, შამპუნგარეულ წყალში დაილბეთ ფეხები და პემზით ნაზად გაიხეხეთ. ქუსლებიდან მოგშორდებათ მკვდარი უჯრედები. გადაივლეთ თბილი წყალი და კარგად გაიმშრალეთ.

ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 1 კვირის მანძილზე. (თქვენი ქუსლების მდგომარეობის გათვალისწინებით + - 4 დღე). გარწმუნებთ, დაგავიწყდებათ, რომ ოდესმე უხეში ქუსლები გქონიათ.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-03-04 20:32:59)

xorklian kans ar shvelis?

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO