მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2019-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2019-06-01
ბოლო ზარი - 2019-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2019-02-14
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
თმა რომ სწრაფად გაგვეზარდოს

თუ გრძელი თმა გაქვთ და მოკლე ვარცხნილობის მორგება მოგინდებათ, ეს ძალიან ადვილია, მაგრამ როცა პირიქითაა საქმე, ლოდინი გვჭირდება ვიდრე თმა სასურველ სიგრძეს მიაღწევს.

ალბათ დამეთანხმებით, დიდი მოთმინებაა საჭირო ამისთვის. რაც არ უნდა მოგვბეზრდეს ლოდინი, თმას ვერ ვუბრძანებთ დაგრძელდეს. თუმცა შეგვიძლია ხელოვნური თმა გაიკეთოთ, ან ხელი შეუწყოთ მის ზრდას.

პირველ რიგში დაადგინეთ თქვენი თმის ტიპი, თხოვეთ სტილისტს შესაბამისი შამპუნი შეგირჩიოთ. თმის ცვენის, ქერტლის, გაყოფილი ბოლოებისა და სხვა პრობლემებს თუ მოაგვარებთ, თმის ზრდის დაჩქარებაზედაც შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი.

ერიდეთ ცხელი ფენით თმის გაშრობას. დაარეგულირეთ ისეთი ტემპერატურა, რომ თმა არ დაიწვას. შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ ცხელი ფენის რეგულარული გამოყენება, საგრძნობლად ანელებს თმის ზრდის პროცესს და ამასთანავე თმის ხარისხზედაც აისახება.

თმის ხშირი დაბანა რეკომენდებული არ არის. კვირაში 2 ჯერ დაიბანეთ თმა. ერიდეთ ცხელ წყალს.

დღის განმავლობაში ხშირად დაივარცხნეთ თმა. სასურველია ხის, დიდ კბილებიანი სავარცხლით. თუ ხის სავარცხელი არა გაქვთ, ნებისმიერი გამოიყენეთ რკინის კბილებიანი სავარცხლის გარდა.

გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი. ამის გაკეთება შეგიძლიათ დაბანის დროსაც, თუმცა მშრალ თმაზედაც კარგ შედეგს იძლევა. შეეცადეთ დღეში 5 წუთი დაუთმოთ თავის კანის მასაჟს. იგი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას.

ხშირად დაანოტივეთ თმა. შამპუნში შეურიეთ 3-4 წვეთი სპეციალურად დაყენებული ზეთი. (ზეითუნის ზეთში ჩაალაგეთ ქონდრის ტოტები და 2 კვირის მანძილზე სიბნელეში დადგით.)

დაივიწყეთ თმის შესაკრავი რეზინა, ლითონის სარჭები და თმის სხვა აქსესუარები. ასეთ ნივთებს შეუძლიათ დააზიანონ თქვენი თმა და ხელი შეუშალონ მის ზრდას.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას. რაციონში რაც შეიძლება მეტი თევზი შეიტანეთ. რეკომენდებულია თევზის ქონის მიღებაც.

ხშირად დაისვენეთ. გახსოვდეთ, სტრესი პირველ რიგში სახის კანსა და თმას ვნებს. გადაღლილობა არა თუ თმის ზრდას აფერხებს, მის ცვენასაც კი იწვევს.

შეგიძლიათ ვიზუალურად შექმნათ გრძელი თმის ეფექტი, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. გასწორებული თმა უფრო გრძელი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ ხშირად გასწორება თმას აშრობს და მტვრევადს ხდის. ამიტომ ზომიერება არ დაივიწყოთ.

განსაკუთრებით მოუთმენლებისათვის არსებობს მარტივი გამოსავალი. სილამაზის სალონში, სულ მალე გაგიკეთებენ ხელოვნურ თმებს. როგორც წესი ხელოვნურად დაგრძელებული თმა 4 თვეს ძლებს, ამაზე მეტად მისი შენარჩუნება რეკომენდებული არ არის. შეიძლება ბუნებრივი თმაც დააზიანოთ.

სასარგებლო ნიღაბი თმის ზრდის დაჩქარებისათვის

1 კვერცხის გულს აურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 10 წვეთი ვიტამინი A-ს ზეთოვანი ხსნარი. ასევე 50 გრამი სპირტი. მირებული ნიღაბი თმის ძირებში შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზედ ცხელი პირსახოცი შემოიხვიეთ. 40-50 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი შეიძლება დაიდოთ კვირაში ერთხელ. 4-5 პროცედურის შემდეგ სასურველია თმა დაასვენოთ ან სხვა ნიღბით ჩაანაცვლოთ.

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2016-02-20 19:31:22)

ukacravad tmis zeti aftiaqshi daaxloebit ra egireba?

kato :)
(2011-03-02 16:43:57)

eeh amas tu vcdi, tu ara tma ki ar mezrdeba, memgoni pirikit mimokldeba

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO