მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
სტიქია თბილისში - 2015-06-13
ეს სიყვარულია, თუ გატაცება? - 2011-12-03
იაპონიის ტრაგედია, მსოფლიოს ტკივილია! - 2011-03-17
პერლა, თქვენი მეგობარია! - 2010-12-25
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მისი აღმატებულება-ღვინო!

ღვინოს იმდენად ძველი ისტორია აქვს, საკითხავია კაცობრიობა უფრო ადრე გაჩნდა თუ ღვინო.
ვაზისა და ღვინის სამშობლოდ კავკასია (უფრო კონკრეტულად საქართველო) მიიჩნევა. მისი გეოგრაფიული გავრცელების ქრონოლოგია ამგვარია

• ჩვ.წ.აღ მდე 6000 წელი_ ვაზი გამოჩნდა კავკასიასა და მესოპოტამიაში
• ჩვ.წ.აღ მდე 3000 წ. -ეგვიპტეში
• ჩვ.წ.აღ მდე 2000წ- საბერძნეთში
• ჩვ.წ.აღ მდე 1000 წ_ ვაზის კულტურა გამოჩნდა იტალიაში, სიცილიში და ჩრდილოეთ აფრიკაში
• ჩვ.წ.აღ მდე 1000-500 წ _ ესპანეთში, პორტუგალიასა და სამხრეთ საფრანგეთში
• ჩვ.წ.აღ მდე 500 წლიდან კი ვაზმა მოიცვა მთლიანად ევროპა.

alt

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყურძნის წიპწების გამოკვლევით, დადგინდა, რომ საქართველოში ვაზის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის მე_6, მე-5 ათასწეულებიდან გვხვდება. აღმოჩენილია ასევე ველური ვაზი -უზურვაზი. იგი თანამედროვე ვაზის უშუალო წინაპარია და დღეს უკვე წითელ წიგნშია შეტანილი.

ვაზის მოვლისა და ღვინის მიღების ტექნოლოგია თანდათან იხვეწებოდა და დღეისათვის ეს სფერო განვითარების უმაღლეს საფეხურზეა.

alt

დღეს ღვინო კლასიკაა, შედევრია, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს. პირიქით, ყოველი მომატებული წლით, კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ღვინო ღვთიური სასმელია!

alt

ღვინის სიძველის გამო, ადამიანის ცნობიერებაში მართლაც იგივდებოდა იგი ღმერთთან. ამას არაერთი ხალხური მითი მოწმობს.
მათ შორის ერთ ერთი, გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, პირდაპირი მითითებაც არის ღვინის სმის ზომიერებაზე.

ლეგენდა გვიამბობს, რომ, ღმერთმა გადაწყვიტა დედამიწაზე ვაზი გაეშენებინა და შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო, გადაწყვიტა ისეთ ადგილას დაერგო ვაზი, სადაც ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები იქნებოდა დამარხული. ასეთ ადგილად საქართველო მიიჩნია და გააშენა ვაზი. (არსებობს ცნობები, რომელიც ადასტურებს უძველეს დროში ევრაზიაში ლომების არსებობას). მისგან მიღებულ ღვინოს სწორედ ეს 3 თვისება გამოჰყვა. ზომიერად დალევით ადამიანი ტკბილმოუბარ ბულბულს ედარება, ცოტა მომეტებული რაოდენობით ლომს და ძლიერ გადაჭარდებით კი ღორს ემსგავსება.

alt

დღეისათვის, ვაზის 4000-მდე ჯიშია ცნობილი. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, დეკორატიული).

altalt

აქედან, საქართველოში 527 სახეობაა მიკვლეული. მართალია ყველა მათგანის გაშენება არ ხერხდება, მაგრამ 350 სახეობის ვაზი ხარობს საკოლექციო ნაკვეთებში.

თანამედროვე ტექნოლოგიაში, ღვინის 3 ძირითად ტიპი სახელდება. თეთრი, ვარდისფერი და წითელი. მშრალი, ნახევრადმშრალი და ტკბილი.

რაც ღვინოს უკავშირდება, ყველა დეტალი ზუსტადაა გათვლილი. ყურძნის მწიფობის ყოველი დღე მნიშვნელოვანია. როგორ ამინდში მოიკრიფება, რა ხარისხის სიმწიფე ექნება მას და როგორი იყო მთელი წელიწადი, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც დიდი ღვინოების წარმოებისას გასათვალისწინებელია.

მიუხედავად იმისა, რომ , ღვინო ყოველდღიური სუფრის ატრიბუტად იქცა, ეს მას ფასს არ უკარგავს. სხვა საქმეა სუფროს ღვინის წარმოება და სრულიად განსხვავებულია უნიკალური ღვინის ჩამოსხმა.

საფრანგეთში, სადაც მეღვინეობა განვითარების უმაღლეს საფეხურზეა, მთლიანი წარმოების 1 პროცენტს, ან უფრო ნაკლებს (მოსავლის მიხედვით) უთმობს დიდი ღვინის წარმოებას. ასეთი ღვინის თითოეული ბოთლი, განძია, იგი კოლექციებში ხვდება და ყველა წვეთს ჯადოსნური ძალა აქვს.

მოკლედ გადავავლოთ თვალი, იმ საგულდაგულო მომზადებას, რაც იშვიათი ღვინის წარმოებისთვის ტარდება და ყველაფერი ნათელი გახდება.

საკოლექციო ღვინის თავსახური, დაძველებული მუხის ქერქისგან მზადდება. თავსახური ისე უნდა დაეხუროს ბოთლს, რომ სითხესა და საცობს შორის, ზუსტად 2 სანტიმეტრი მანძილი დარჩეს. ასე, ღვინო თავსახურში არ შეიწოვება. თავსახურის ფორები კი, ღვინოს ,,ანიავებს,, და სათანადო ტემპერატურის პირობებში, მის საუკუნო შენახვას უზრუნველყოფს. ეს ის მცირედი მაგალითია იმ ზღვა შრომიდან, რასაც მეღვინე გასწევს ღვინისათვის.

ყველა ტიპის ღვინოს თავისი სასმისი აქვს და ნამდვილი ღვინის მოყვარულისთვის, სასმისი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად ღვინის ასაკი.

alt

ღვინოს უძღვნიდნენ სიმღერებს, ლექსებს და შაირებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვენახს საგალობელი მიუძღვნეს, საქართველოა. (,,შენ ხარ ვენახი..,,)

 

საინტერესო ფაქტები ღვინოზე:

ყველაზე დიდი ღვინის ბოთლი ინახება შვეიცარიაში. იგი 480 ლიტრ ღვინოს იტევს და 2,40 მეტრი სიმაღლისაა. ბოთლის დიამეტრი კი 68 სანტიმეტრია.

ვარაუდობენ, რომ ყველაზე ძველი ღვინის ბოთლი, რომელიც 1472 წლით თარიღდება, სტრასბურგის მუზეუმში ინახება. თუმცა სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ტურისტების სატყუარაა.

ღვინის ყველაზე დიდი კოლექცია, ფლორიდას შტატშია და იგი 6 მილიონამდე ღვინის ბოთლისაგან შედგება.

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         
eto beto
(2011-04-27 11:45:44)

rac kargia, kargiaaa  alt

cicila lomidze
(2011-02-16 16:28:56)

me ღვინო !!!!!!!!!!! :)

shav legi
(2011-02-15 22:46:12)

dailocos sheni momgoni!

muto muto
(2011-02-15 21:16:14)

kaia es dalocvili esa

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO