მასალა ცომისთვის:
ზეთი - 1 ჩ/ჭ,
წყალი - 1 ჩ/ჭ,
ვანილი, 1 ჩ/კ სოდა, ძმარი.
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს.
მასალა შიგთავსისთვის:
ნიგოზი (გატარებული) - 1 ჩ/ჭ,
შაქარი - 1,5 ჩ/ჭ,
დარიჩინი - 1 ს/კ, ვანილი.
ფქვილი - 3 ს/კ.
ვაშლი ("ანტონოვკა" ან "გოლდენი") - 10 ცალი
მომზადება: ზემოთ ჩამოთვლილი ცომის მასალები შევურიოთ და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი. გავყოთ 2 ნაწილად და გავაბრტყელოთ. კარგად ავურიოთ შიგთავსის მასალებიც. მოვაყაროთ ცომის პირველ ფენას, ზედ სიმეტრიულად დავალაგოთ გათლილი და შუაზე გაჭრილი ვაშლები, დავაფაროთ ცომის მეორე ფენა და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე სანამ არ დაიბრაწება.
შევაგრილოთ, თავზე მოვაყაროთ ვანილიანი შაქრის პუდრა და მივიტანოთ სუფრაზე.
2021-04-07
ავტორი: ხათუნა ჩიტაიშვილი. |