ჩვენს მკითხველს კარგად გემახსოვრებათ ხათუნა კიბაბიძე, რომელიც რომში ცხოვრობს უკვე მრავალი წელია, თავის უსაზღვრო ფანტაზიას, ნიჭსა და გემოვნებას თექის საშუალებით ასხამს ფრთებს და იტალიელებს აოცებს საკუთარი ნამუშევრებით.
ამჟამად ხათუნა კიბაბიძის საოცარ ქუდებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ამ სეზონის ჰიტს წარმოადგენენ. ისინი, როგორც გითხარით, ხელითაა დამზადებული. მასალად გამოყენებულია ავსტრალიური მატყლი, მირინოსი და ქაშმირი, რაც წარმოდგენას გაგიადვილებთ თუ როგორი მსუბუქი, ფაფუკი და თბილია ქუდები. თითოეული მათგანი ექსკლუზიური ნამუშევარია და შეხედვისთანავე იგრძნობთ როგორი სიყვარულითა და რუდუნებითაა შესრულებული. მათში შემოქმედის სიცოცხლით სავსე, დაუდგრომელი ხასიათი ჩანს და ყოველი მათგანი ნამდვილი ნიჭიერების ზეიმია.
ვფიქრობ, ყველას გარდერობში უნდა მოიპოვებოდეს ერთი ასეთი ნივთი მაინც, რადგან ისინი ყველაზე მოსაწყენ ჩაცმულობასაც კი შთამბეჭდავსა და განუმეორებელს გახდის.
საოცარი ფერებით შესრულებული ქუდები ძირითადად გაზაფხულის თემატიკაზეა, ყვავილებით, პეპლებით... ნახავთ სახალისო ცხოველებს და პერსონაჟებსაც.
ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ ამ სილამაზეების ავტორსა და შემოქმედს.
მაშ, ასე - პერლა გთავაზობთ ქუდებს ხათუნა კიბაბიძისგან:
ავტორი: ემილი.
2020-04-15.
|