დიდი ხანი არ არის, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ნატურალური პროდუქტი - Quartz (ქვარცი).
Quartz -Natural cosmetics-ის დამფუძნებლები - პროფესიით ფარმაცევტ-ტექნოლოგი თამარ ქვარცხავა და მისი ქალიშვილი - ქეთო ბარათაშვილია.
ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ხელით დამზადებულ ნატურალურ, კანის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში შედის წყალი, მცენარეული ცხიმები და მცენარეული ექსტრაქტები. აწარმოებენ ტუჩსაცხებს, მკვებავ, დამატენიანებელ, ნაოჭების საწინააღმდეგო და თვალის ირგვლივ კრემებს. საცხები, როგორც აღვნიშნეთ, მზადდება ხელით, სახლის მცირე ლაბორატორიაში, თუმცა სამომავლოდ გაფართოვებას და გაზრდას გეგმავენ როგორც წარმოების, ასევე ასორტიმენტის.
Quartz (ქვარცი) ნამდვილად ხარისხიანი, სანდო, ორგანული პროდუქტია. საკუთარ თავზე გამოვცადე და კმაყოფილი დავრჩი. მისაღებია მისი ფასიც, სასიამოვნო სურნელიც, შეფუთვის ზომაც, რომელიც დაახლოებით 1 თვის სამყოფია და რაც მთავარია - საგრძნობი დადებითი შედეგი. გამოსცადეთ თქვენც, არ ინანებთ!
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია:
- "Sunflower"-ში მის :ზანდუკელის N2, (რუსთაველის "მაკდონალდსის" გვერდით.)
- "მომავლის მიწა" მის: ფალიაშვილის 33ა ( მხოლოდ ოთხშაბათს და შაბათს 9სთ-დან 15-სთ-მდე)
- "თერაპიის სახლი" მის: გურამიშვილის N72
- ფირმა "სილიცეა" მის: ნუცუბიძის Bბლოკი, ბ. 95
მასზე სიახლეებს აქ მოიძიებთ: Quartz-Natural Cosmetics.
იყავით ლამაზი Quartz-თან ერთად!
ავტორი: ემილი
2018-03-28
|