ვერძი. თქვენ მოგზაურობა გელით: ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი მივლინება, ასევე დამოუკიდებელი გამგზავრება, რაც ძალიან ბევრ დადებით ემოციებს და სასარგებლო ნაცნობობას მოგიტანთ, მარტოხელა ვერძებს კი თავიანთ საბედოსთან შეხვედრის შანსსაც მისცემს. სიფრთილე გამოიჩინეთ ალკოჰოლთან. მისმა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები გამოიწვიოს.
კურო. თუ გადაწყვეტთ პროფესიული თვალსაზრისით წარმოაჩინოთ თავი, შედეგი მოსალოდენელის საწინაღდეგო იქნება. სახლშიც ვერ შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას როცა ოჯახური კრება გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის შეცოდება არასდროს დაგეხმარებათ სიტუაციის შესაცვლელად.
ტყუპები. პროფესიული საქმიანობის სფეროში ძალიან მძიმე დღე გელით. ფრთხილად უნდა მოეპყრათ ახალ იდეებსა და წინადადებებს. შესაძლებელია სწორედ დღეს მიიღოთ არასწორი ინფორმაცია. ასევე სიფრთხილე გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ერიდეთ ალკოჰოლს და მძიმე საკვებს. ეს ცუდად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი. თუ დიდი ხნის განმავლობაში გადადებდით ხოლმე გარკვეულ საქმეს, დღეს მის შესასრულებლად წარმატებული დღეა. ყველაფერი მარტივად და სწრაფად მოგვარდება თქვენს სასარგებლოდ. თავადაც კი გაოცდებით, რომ ეს ასეთი მარტივია, რისაც ასე გეშინოდათ.
ლომი. წარმატება გარანტირებული გაქვთ საქმეებსა და გადაწყვეტილებებში. ნუ შეუშინდებით რისკს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. შეგიძლიათ დაგეგმოთ და წახვიდეთ სამოგზაუროდ. ასევე გირჩევთ მოინახულოთ უფროსი თაობის ნათესავები და გაატაროთ მათთან ერთად საღამო - ეს თქვენთვის სასარგებლოც იქნება და სასიამოვნოც.
ქალწული. ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ გაიგონ მიზეზი თქვენი რისხვის და აგრესიისა. გარშემომყოფები თქვენს განწყობას მარტო სიტყვებით კი არა, მიმიკით და ჟესტებითაც იგრძნობენ. იყავით თავშეკავებული.
სასწორი. თქვენ არ ხართ დათმობას მიჩვეული და ზოგჯერ ეს ხელს გიშლით ხოლმე, თუმცა, არა ამ დღეს - მორიგი აქტური ქმედების მცდელობა წარმატებას მოგიტანთ. მარტოხელა ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ საბედოსთან შეხვედრაზე ოცნებობენ, რომანის წამოწყების დიდი შანსი არსებობს, რაც ქორწინებით დასრულდება.
მორიელი. დღეს ვერ შეძლებთ თანამშრომელთა თანამონაწილეობის გარეშე გაართვათ საქმეს თავი. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაშიც გუნდური მოქმედება უკეთეს შედეგს იძლევა, მინიმალურ დროში მაქსიმალური მოგებით.
მშვილდოსანი. ძალიან ნაყოფიერი დღე იქნება. თქვენ შეძლებთ ბევრის გაკეთებას როგორც სამსახურში, ასევე სახლში. მხოლოდ შეეცადეთ რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება საკვებს. ამ დღეს მოსალოდნელია მოწამვლა.
თხის რქა. შესაფერისი დღეა სამედიცინო გამოკვლევისთვის. ამ დღეს მთლიანად მიუძღვენით თავი საკუთარ ჯანმრთეობაზე ზრუნვას.
მერწყული. ენერგიის დახარჯვა გელით. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მას. ერიდეთ კონფლიქტებს. თუ ამ დღეს ვინმესთან იკამათებთ, შერიგება დიდხანს აღარ მოხდება. ასევე არ ღირს გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ფინანსურ საკითხებში გმართებთ.
თევზები. თუ მძღოლი ხართ, დღეს საჭესთან ნუ დაჯდებით, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სიტუაციები. უმჯობესია ავტოსადგომზე დატოვოთ თქვენი სატრანსპორტო საშუალება.
ავტორი: ემილი.
2021-01-09.
წყარო |