მასალა:
1. ჭარხალი - 1 კგ.
2. ტყემლის საწებელი - 1 ჩ/ჭ.
3. ხახვი - 1 ც (პატარა ზომის).
4. ნიორი - 3 კბილი.
5. მწვანილი - ქინძი - 1 კონა.
6. მარილი - (გემოვნებით)
მომზადების წესი:
კარგად მოხარშული ჭარხალი (ისე უნდა მოიხარშოს, რომ კანი ხელის გასმით ეცლებოდეს), გავფცქვნათ და დავჭრათ ფიგურული საჭრელით საშუალო ზომის ნაჭრებად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, გახეხილი ნიორი, მარილი, მოვასხათ ტყემლის საწებელი და კარგად ავურიოთ.
პს: ზოგჯერ ჭარხალი თვითონაა ხოლმე ტკბილი და გემრიელი, ზოგჯერ კი ძალიან უგემური. თუ შეატყობთ, რომ მას სიტკბო აკლია, ამ სალათს უკეთესი გემოსთვის 1 კოვზი შაქარიც მოაყარეთ და აურიეთ.
სალათი მარტივად მოსამზადებელი, მსუბუქი და დიეტურია, ძალიან კარგი საშუალებაა წონის დასაკლებად, განტვირთვის დღეების მოსაწყობად. ამასთანავე, ჩამოთვლილ ინგრედიენტებს, განსაკუთრებით კი ჭარხალს, უამრავი სასარგებლო თვისებები გააჩნია: ის მდიდარია იოდით, ეხმარება ორგანიზმს სისხლის წარმოქმნაში, სასარგებლო მინერალებს და ვიტამინებს შეიცავს, წმენდს სისხლს, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის კიბოს უჯრედებს. ასე, რომ არ დაიზაროთ მისი მომზადება და გემრიელად მიირთვით!
ავტორი: ემილი
2017-01-02. |