ვერძი. ჩანაფიქრის რეალიზაციის დროა. ეჭვებს ან სიზარმაცეს უფლება არ მისცეთ უარი გათქმევინონ მასზე. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ საკუთარი თავის რწმენა. კარგი დღეა შიმშლობისთვის, თქვენთვის სასარგებლო დიეტის შერჩევისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის. მიაქციეთ ყურადღება კბილების მდგომარეობას.
კურო. თქვენ იქნებით აღსავსე ენერგიით, შეუპოვრობითა და ინიციატივით. სამსახურში უფრო შესამჩნევი გახდებით. თანამშრომლებთან ურთიერთობა კი მეტად გულწრფელი და გახსნილი იქნება. ეს დღე მოგიტანთ მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, შეხვედრა და ფინანსური შემოსავალი.
ტყუპები. შემოინახეთ ენერგია საღამოსთვის. რადგან სახლში მისულს დაგჭრდებათ შემოქმედებითი მიდგომა მეორე ნახევართან ურთიერთობისას. გაახარეთ საყვარელი ადამიანი გემრიელი ვახშმით.
კირჩხიბი. პროფესიულ სფეროში ეს ძალიან რთული დღე იქნება, რადგან მოსალოდნელია შეცდომები და სხვადასხვა სახის გაუგებრობები. ყველა თქვენი ურთიერთობა პარტნიორებთან, მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებთან გადამოწმდება სიმყარეზე. არ ღირს ახალი პროექტებისა და მოლაპარაკებების გაფორმება. ამან შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოგიიტანოთ. თუ პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დაგიგროვდათ, სასწრაფოდ მოაგვარეთ ისინი. შეეცადეთ ძალ-ღონე მოიკრობოთ და ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია.
ლომი. ახლობელი ადამიანების მხრიდან გადამეტებული მზრუნველობა სხვა არაფერია თუ არა თქვენდამი უსაზღვრო სიყვარული. დააფასეთ ეს. იყავით მომთმენი და ყურადღებიანი ოჯახის წევრების მიმართ. შეეცადეთ არ იყვიროთ და ინერვიულოთ.
ქალწული. დღეს შეძლებთ დაკავდეთ შემოქმედებით საქმიანობით, რაც ღირსეულად დაგიფასდებათ. მეგობრებმა შესაძლოა დახმარებისათვის მოგმართონ. შეეცადეთ ისინი არ გააწბილოთ. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო მშობლებსა და ბავშვებს, თუ ისინი გყავთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ნუ მიიღებთ ხორციან საკვებს.
სასწორი. სასწორებს ვურჩევთ, დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებს. დაეხმარეთ მათ კვლავ ენერგიულად და ახალგაზრდულად იგრძნონ თავი. საყვარელი ადამიანები თქვენს ყველა ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ასევე შეეცდებიან დაგიცვან სტრესისა და ცხოვრებისეული უბედურებისგან.
მორიელი. დღეს არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა. უმჯობესია სამომავლო გეგმები დასახოთ და საოჯახო საქმეებზე იფიქროთ. სანამ რაიმე გადაწყვეტილებს მიიღებთ, შეეცადეთ წვრილმანების ჩათვლით ყველაფერზე დაფიქრდეთ. თუ თავშეკავებას და ტაქტს გამოიჩენთ, დღის ბოლოს ეს შესაფერისად დაგიფასდებათ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. აჩვენეთ მათ როგორ გიყვართ და აფასებთ.
მშვილდოსანი. არახელსაყრელი დღე ელით მშვილდოსნებს. შეეცადეთ ყურადღებით მოეპყრათ საკუთარ ჯანმრთელობას. არსებობს საშიშროება ძველი დაავადების გამწვავებისა. არ გასცეთ სესხი, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. გამოძებნეთ დრო დასვენებისათვის რათა აღიდგინოთ ნერვული სისტემა და იმუნიტეტი.
თხის რქა. თუ კარიერის ან პირადი ცხოვრების შესახებ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, ნურაფერს გადაწყვეტთ ცხელ გულზე. მოიცადეთ რამოდენიმე დღე. დაელოდეთ მოვლენებს განვითარდეს თქვენი მონაწილეობის გარეშე. როგორც ფსიქოლოგები იტყვიან, მიუშვით სადავეები.
მერწყული. სასურველია დღეს სიფრთხილე გამოიჩინოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არსებობს საშიშროება ვირუსული ინფექციით დაავადებისა. შეეცადეთ გადადოთ ყველა გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი საქმე შემდეგისთვის, რადგან თქვენთვის რთული იქნება ფხიზელი თვალით შეხედოთ სიტუაციას და სწორად იმოქმედოთ.
თევზები. თევზებს ხელსაყრელი დღე ელით. დილიდანვე მოსალოდნელია ხელმძღვანელებისაგან შექება. საღამოს რომანტიკული განწყობა მთლიანად დაგიპყრობთ.
ავტორი: ემილი.
2021-09-20.
წყარო |