ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ბიოლოგმა შერილ კირსშენბომმა, გამოსცა წიგნი სახელწოდებით ,,მეცნიერება კოცნის შესახებ,, . მან კოცნა განიხილა ისტორიულ, კულტურულ და ბიოლოგიურ ასპექტში. მეცნიერის მტკიცებით, ადამიანის მეხსიერებაში, პირველ კოცნას გაცილებით დიდი ემოცია მოაქვს, ვიდრე პირველ სექსუალურ გამოცდილებას. იგი 2 წლის მანძილზე სწავლობა კოცნის საკითხს და დაადგინა, რომ ადამიანტა 90 პროცენტს, ყველა დეტალი ახსოვს მისი პირველი კოცნიდან. ,,კოცნა თავის თავში დიდი იდუმალების მატარებელია. მის შესახებ კვლევის ჩატარება, ისეთივე სათუთი და ემოციური საკითხია, როგორც თავად კოცნა,, წერს ავტორი. მეცნიერმა აღმოაჩინა მე-17 საუკუნით დათარიღებული წიგნი, სადაც კოცნის 20 მდე სახეობაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ძველ დროს, ორი ადამიანის ტუჩების შეხებას ბინძურ ჟესტად მიიჩნევდნენ, მაინც წერდნენ კოცნის შესახებ წიგნებში.. და მაინც კოცნიდნენ.. დღესაც კოცნიან.. დღეს უკვე ისიც იციან, რომ ტუჩების შეხება სიბინძურე კი არა, ემოციის გაცვლაა, სიხარულის განაწილებაა, სილამაზის და ჯანმრთელობის საწინდარია. პ.ს. კოცნის დროს ადამიანი კალორიებს წვავს. პერლა გირჩევთ, მტანჯველი დიეტა ვნებიანი კოცნით შეცვალოთ. ასე უფრო სასიამოვნო იქნება გალამაზების პროცესი. |