ვერძი. თქვენთვის აუცლებელია ეს დღე მეორე ნახევრისაგან განცალკევებით გაატაროთ, რადგან შავი ხიზილალაც კი ზოგჯერ მოსაბეზრებელია.
კურო. შეეცადეთ ნაკლებად გაამახვილოთ ყურადღება მატერიალურზე. დღეს გაგეხსნებათ ბრწყინვალე პერსპექტივები როგორ გამდიდრდეთ სწრაფად და მარტივად. ნუ გაუშვებთ ხელიდან თქვენს შანსს.
ტყუპები. დღეს მოგიწევთ მოისმინოთ მორიგი "სასარგებლო" რჩევა ნათესავებისგან. შეიარაღდით მოთმინებით და ყველაფერი კარგად იქნება. თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
კირჩხიბი. ნათესავებისთვის სასიხარულო ამბის შეტყობინების დროა. შეგიძლიათ ეს ტელეფონით მოახერხოთ ან სტუმრად ეწვიოთ მათ ტკბილეულით ხელდმშვენებული.
ქალწული. პროფესიული მიღწევების სურვილით დღეს ბევრს ისწავლით, ისაუბრებთ, გაიჩენთ ახალ ნაცნობებს და მოინახულებთ მრავალ სხვადასხვა ადგილს. ფინანსური საკითხები არ შეგაწუხებთ და არც მიიჩნევთ მნიშვნელოვნად. ცოლ-ქმრული ურთიერთობები უფრო მყარი გახდება და განახლების სურვილიც გაგიჩნდებათ.
სასწორი. დღის განმავლობაში დაეყრდენით ინტუიციას: ის არ მოგცემთ შეცდომის დაშვების საშუალებას. დილა - წარმატებული დროა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. არ დაივიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მორიელი. ფული ყოველთვის როდი აბედნიერებს ადამიანს. მის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მაინც... ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. როდესაც დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას უკვე ვეღარ გაამთელებთ და ვერც დიდი ფულით იყიდით.
მშვილდოსანი. კრიტიკული დღე გელით. საქმეში წარმატება მხოლოდ იმ მშვილდოსნების ხვედრი იქნება, ვისაც უნარი შეგწევთ საღად შეაფასოთ სიტუაცია. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მივლინებაში გამგზავრება - ისინი წარუმატებლობისთვისაა განწირული. უმჯობესია ეს დღე ბავშვებთან, ახლო მეგობრებთან ან ნათესავებთან გაატაროთ.
თხის რქა. პრობლემები და სირთულეები არცერთ ცხოვრებისეულ სფეროში არ შეგეხებათ. შეუფერებელი დღეა სამუშაო ადგილის შესაცვლელად.
მერწყული. ხელსაყრელი დღე გელით. შეძლებთ იმის გაკეთებას, რასაც ადრე ვერ ბედავით. შეეცადეთ წარსულ მარცხზე არ ინერვულოთ, მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. ზოგიერთ მერწყულს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში რომანს გააჩაღებთ.
თევზები. დღის პირველ ნახევარში თავს ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ. მაგრამ სწრაფად შეძლებთ თავს მოერიოთ და ვალდებულებების შესრულებას შეუდგეთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბის გაგება რაც გაგანერვიულებთ, მაგრამ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგამშვიდებთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება მეგობრებისა და ნათესავების წყალობით, რომლებიც მოგინახულებენ. ოჯახთან ერთად მგზავრობა და დასვენება კი შეგიძლიათ სხვა დროისთვის გადადოთ.
ავტორი: ემილი.
2021-08-13.
წყარო |