მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივნისი    » «    2020    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საკუთარი თავის გვერდიდან დანახვისა და დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ. ნუ ისაუბრებთ ადამიანებთან, რომლებიც არ გაინტერესებთ და ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. დღეს ამან შეიძლება ენერგიისგან გამოგფიტოთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი საყიდლებისას: შეიძლება სრულიად უმიზნოდ დახარჯოთ ფული.

კურო. ამ დღეს შეძლებთ დაიწყოთ საქმე, რომლის წყალობითაც ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ. ძალიან კარგად და დეტალურად უნდა მოიფიქროთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რადგან წარმატების მიღწევა არც ისე მარტივი იქნება. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შეიძლება თქვენს გარემოცვაში მოშურნეებიც არიან.

ტყუპები. ეს დღე თქვენთვის საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით. მოინახულეთ ახლობლები, გაიარეთ მათთან ერთად მაღაზიებში ან უბრალოდ გაისეირნეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ ერიდოთ ისტერიკების მოწყობას. იყავით თავშეკავებული და კეთილგონიერი. კარგი დღეა საყიდლებისათვის.

კირჩხიბი. თუ სამსახურში თქვენს შესაძლებლობებს გადაჭარბებით შეაფასებთ, მოსალოდნელის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. ვერც სახლში შეძლებთ პოზიციების დაცვას ოჯახური თავშეყრის დროს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის შეცოდებით ვერაფერს გამოასწორებთ.

ლომი. დღეს ბედის უნებლიე ტყვე აღმოჩნდებით. არაა გამორიცხული ავტომობილი გაგიფუჭდეთ ან სხვა მიზეზით ჩაიშალოს თქვენი გეგმები ბუნებაში დასვენების შესახებ.  

ქალწული. შეეცადეთ ხელმძღვანელების ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულოთ და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. არც საკუთარი ხასიათის გამოსავლენად გახლავთ შესაფერისი დღე. იმიჯის შეცვლაზეც უარი თქვით. აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, - სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.

სასწორი. ვწრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები ვერ შეძლებენ თქვენი განწყობის გაფუჭებას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას და ოცნებასთან ძალიან მიახლოებას. შესაძლებელია მიიღოთ დახმარება ადამიანისაგან, რომლისგანაც ამას არ ელოდით. შეეცადეთ მოინახულოთ მშობლები და მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს.

მორიელი. პროფესიულ სფეროში ეს ძალიან წარმატებული დღე იქნება, რადგანაც მოსალოდნელია შეცდომები და სხვადასხვა სახის გაუგებრობები. ყოველი ურთიერთობა, მეგობრებთან, პარტნიორებთან თუ ახლობელ ადამიანებთან, სიმყარეზე გადამოწმდება. არ ღირს ამ დღეს ახალი პროექტის ან მოლაპარაკებების გამოფრმება, მათ შეიძლება ფინანსური დანაკარგი მოჰყვეს. თუ პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დაგიგროვდათ, დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ ისინი. შეეცადეთ ძალები მოიკრიბოთ და წვრილმან სისულელეებს არ დაახარჯოთ დრო.

მშვილდოსანი. ზღვა ენერგია და საუკეთესო განწყობა გაქვთ გარანტირებული მთელი დღის განმავლობაში. დიდი ცვლილებები გელოდებათ, ამიტომ ერიდეთ გულახდილ საუბრებს და ნურავის გაანდობთ საკუთარ გეგმებს. საღამო საინტერესო საუბრებსა და დადებით ემოციებს გპირდებათ.

თხის რქა. წარმატებული და ამავდროულად დამღლელი დღე გელით. აქტუალური იქნება დატვირთვის განსაზღვრის საკითხი. სასიამოვნო სიურპრიზებისა და საჩუქრების გამოძებნის დროა. ახლობელი ადამიანები ამას დაგიფასებენ და ვალშიც არ დაგრჩებიან.

მერწყული. სამსახურში რთული და ცვალებადი დღე გელით. მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ, ყველაფერი მოგვარდება. უფრო მეტ შედეგებს სახლში მიაღწევთ. გააკეთეთ რემონტი ან გენერალური დალაგებით დაკავდით. ისეირნეთ ბავშვებთან ერთად. დიდი ხანია ისინი ამაზე ოცნებობენ.

თევზები. საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების პოზიტიური გადაწყვეტაა მოსალოდნელი. შეიძლება სწორედ დღეს შეძლოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულება. გარკვეული მიზნის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება უნდა შეძლოთ და ბრმად არ შეუდგეთ საქმეს. ზოგიერთ თქვენგანს მომავალ საბედოსთან შეხვედრაც გელით.

 

ავტორი: ემილი

2021-06-02.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO