ანჯელინას აქვს უბადლო სილამაზე, სიყვარული, დიდება და სიმდიდრე, მაგრამ მეგობრები არ ჰყოლია. CNN-ზე, ინტერვიუში მან აღიარა: ,,მართლაც, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც შემიძლია გულახდილად ვისაუბრო, ბრედია,,. როგორც ანჯელინამ განაცხადა, ის დროს ანაწილებს ვარსკვლავურ კარიერას, დიდ ოჯახსა და ჰუმანიტარულ მისიას შორის და მეგობრებისათვის დრო აღარ რჩება. აბა, ვისაც გინდათ გახდეთ ანჯელინას მეგობარი, ჯერ ყველა ადგილი თავისუფალია.
|