მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2026    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს ბევრი ენერგიის ხარჯვა დაგჭირდებათ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. თავი ხელში უნდა აიყვანოთ და აკონტროლოთ სიტყვები თუ ქცევები. ერთი მარცხიც და სიტუაციას უკვე ვეღარ გამოასწორებთ. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, - მათ წარუმატებლობა ელით.

კურო. სულელებს ყოველთვის უმართლებთ! თქვენ კი მათ რიცხვში არა ხართ და ამიტომაც არა გაქვთ მარტივი ცხოვრება, - კიდევ ერთხელ დარწუნდებით დღეს ამაში. თუმცა, ყველაფერს ღიმილით მიუდექით და მაშინ სირთულეები ნაკლებად რთულად მოგეჩვენებათ.

ტყუპები. დღეს თქვენთვის უკიდურესად რთული იქნება აღიაროთ, რომ გარშემომყოფებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი გააჩნდეთ. მრავალრიცხოვნ მოწინაღმდეგეებთან მოგიწევთ საკუთარი სიმართლის მტკიცება. იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის. ნუ შეეცდებით რაიმეს შეცვლას. დრო თავად აჩვენებს ვინაა მართალი და ვინ ტყუის.

კირჩხიბი. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის ანალიზისა და დასკვნების გამოსატანად. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ წყენები, მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისგან, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. იყავით მომთმენნი, გამოიჩინეთ ყურადღება და თანაგრძნობა. დღეს ვეგეტარიანული კვების წესი შეინარჩუნეთ.

ლომი. შეეცადეთ ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. არსებობს შანსი გარკვეული ცვლილებებისა, როგორც ფინანსებში, ასევე პირად ცხოვრებაში. ერიდეთ სტუმრად წასვლას და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ ვინმეს. ნუ მიიღებთ სპირტიან სასმელებს.

ქალწული. თუ მივლინებაში გამგზავრებას შემოგთავაზებენ, მაშინვე დათანხმდით. ის მატერიალური  მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობასაც გიქადით, რაც მომავალში მყარ მეგობრულ ურთიერთობაში ან სამუდამო სიყვარულში შეიძლება გადაიზარდოს. 

სასწორი. პატარა უთანხმოება მთელი დღით გაგიფუჭებთ განწყობას. შეინიშნება წვრილმანი კონფლიქტები თანამშრომლებთან სამსახურში. გააკეთეთ ყველაფერი, რომ კამათი ისევე სწრაფად დასრულდეს, როგორც დაიწყო. წარმატებული დღეა სახლში საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად.

მორიელი. სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ჯიბის ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. ეცადეთ დიდი ფული არ ატაროთ თან და მოუფრთხილდით ჯიბეებს. 

მშვილდოსანი. დაასრულეთ ძველი საქმეები და ძალიან ყურადღებით იყავით, რომ არაფერი გამოგრჩეთ. ნუ იზარმაცებთ და ყველაფერი გამოგივათ. მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებული დაკვირვებულობა გამოიჩინეთ კვებისას და ერიდეთ ალკოჰოლს. საღამოს გასეირნება ენერგიასა და სულიერ მხნეობას აღგიდგენთ.

თხის რქა. სავარაუდოდ დღევანდელ გეგმებს ასრულება არ უწერია. შეეცადეთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე ერიდეთ მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლას, - ეს შესაძლოა ცუდად დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს.

მერწყული. სავარაუდოდ დღეს შეძლებთ საქმეების მოგვარებას მინიმალური დროისა და ენერგიის ხარჯზე. კარგი დღეა ნათესავების მოსანახულებლად ან მათ დასაპატიჟებლად. ზოგიერთ მარტოხელა მერწყულს დაქორწინებაზე შეთავაზებაც გელით. წარმატებული დღეა შინაური ცხოველის შესაძენად.

თევზები. ამ დღემ შესაძლოა მოულოდნელი გარდაქმნები მოგიტანოთ. ცვლილებები ელის თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც. დღეს შეიძლება სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ, ან პირიქით, პარტნიორებზე დამოკიდებული აღმოჩნდეთ. ამიტომაც საკუთარი გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც დაგეხმარათ. კარგი იქნება თუ მეგობრების და ახლობელი ადამიანების რჩევებს მოუსმენთ. შეგიძლიათ ესტუმროთ ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია თავისთან გეპატიჟებიან.

 

ავტორი: ემილი.

2021-04-15

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO