მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანის სამი რჩევა:
1. ნუ იფიქრებთ გამუდმებით საკუთარ თავზე. როდესაც თქვენი აზრები მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს, ეს საბოლოო ჯამში ძლიერ დამთრგუნველია. რადგან თქვენ ძალაუნებურად იწყებთ გარემოს აღქმას, როგორც პოტენციურ საფრთხეს საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. უნდა ეცადოთ მეტად კეთილმოსურნე იყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანები კისერზე დაისვათ.
2. დაიწყეთ საკუთარი აზროვნების ვარჯიში. როგორც მარათონელს, რომელსაც მონდომებით სჭირდება მომზადება ასეული კილომეტრების დასაძლევად, ასევე სჭირდება ჩვენს აზროვნებას ვარჯიში იმისათვის, რომ გავხდეთ ბედნიერები. ბედნიერების ძირითადი კომპონენტებია კეთილმოსურნეობა, ყურადღება და ემოციური ბალანსი. მიიღეთ ეს, როგორც უნარი, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეუფლოთ.
3. იფიქრეთ რაღაც კარგზე თუნდაც დღეში 15 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეთ იმაზე, რაც თქვენში მხოლოდ სასიამოვნო აზრებს (განცდებს) იწვევს და შეეცადეთ ყურადღება არაფერზე გადაიტანოთ. თუ ასეთი ხერხით დაიწყებთ აზროვნების ვარჯიშს, 2 კვირის შემდეგ უკვე იგრძნობთ დადებით ფიქოლოგიურ ეფექტს და გარესამყაროს მიმართ თქვენი აღქმა უფრო მარტივი გახდება.
მათიე რიკარი.
მათიე რიკარი - ფრანგი მკვლევარი, ყოფილი გენეტიკოსი, რომელიც ბუდისტ ბერად აღიკვეცა. მან ბუდიზმის საიდუმლოებების ამოხსნას მიუძღვნა ცხოვრება. ის ჰიმალაის მთებში საკმაოდ ცნობილია და დალაი-ლამას სანდო მრჩეველი გახლავთ.
ამ ადამიანის პოზიტიურმა აზროვნებამ მეცნიერთა ჯგუფი დააინტერესა და მასზე კვლევა ჩაატარეს. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მისი ტვინი უჩვეულო სიხშირეებს ასხივებს, რომელთა მსგავსიც დღემდე ნეირობიოლოგიაში არ დაფიქსირებულა.
2009 წელს ნეირომკვლევარმა რიჩარდ დევიდსონმა, რომელიც მედიტაციის ოსტატებს იკვლევს, რიკარის თავს 256 სენსორი შეუერთა. კვლევამ აჩვენა, რომ მატიეს ტვინს სიხარულის აღქმის უნარი გაზრდილი აქვს, ხოლო ნეგატიური ემოციები მინიმუმამდე დაჰყავს.
სწორედ ამის გამო მათიე რიკარი "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანის" ტიტულის მფლობელად აღიარეს.
ასე, რომ დაუჯერეთ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანის რჩევებს და თავადაც გახდით ბედნიერი!
პერლა გისურვებთ სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას!
ავტორი: ემილი.
2016-02-15.
|