|   | 
        
                
          
                  
        
                
                
               | 
          | 
        
        
                
        
  
    
      
        
          
            
              
                 | 
                 
              
                 
- თუ ყვითელ კანარის ჩიტს წითელი პილპილით გამოვკვებავთ, ბუმბულები ღაჟღაჟა ნარინჯისფერი გაუხდება.
 
-  ოქრო იმდენად იშვიათი მეტალია, რომ ერთ საათში მოპოვებული რკინა უფრო მეტია, ვიდრე კაცობრიობის მიერ მოპოვებული ოქრო მთლიანად. 
 
-  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისას ადამიანის თმა 725 კილომეტრის სიგრძის იზრდება.
 
-  პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთებიან.
 
-  ფენ-შუი თავიდან ნიშნავდა საფლავების მორთვის ხელოვნებას. 
 
-  დაცემინებისას ყველა ორგანოს ფუნქციონირება ჩერდება - გულისაც კი.
 
-  იხვის ყიყინი ექოს არ იძლევა
 
-  აზიდვების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯერზე არის 46001.
 
-  გველს შეუძლია იძინოს სამი წლის განმავლობაში.
 
-  თეთრი ვეშაპის გული ფოლკსვაგენ ჟუკის ოდენაა.
 
-  მსოფლიოში ყოველდღიურად 100000000 სქესობრივი აქტია, თუმცა მხოლოდ 910000 მთავრდება განაყოფიერებით.
 
-  ერთი მილიარდი წამი დაახლოებით 37 წელიწადია.
 
-  ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ დიდია. 
 
-  მაიკლ ჯორდანი კოლეჯში სწავლისას, მეორე კურსზე საკალათბურთო გუნდში არ აიყვანეს არასაკმარისი სიმაღლის გამო. 
 
-  კენიაში ოჯახის ბიუჯეტის მესამედი ქრთამების გაცემას ხმარდება.
 
- სპრინტერს (მორბენალი) შეუძლია სტარტიდან პირველ 10 მეტრზე სპორტულ ავტომობილს გაუსწროს.
 
-  სახეზე ფერიმჭამელების მოშორება შესაძლებელია ნებისმიერი ანტიბიოტიკის (ასპირინი, სუპრასტინი) საშუალებით - თუ დაფხვნილ აბს დავუმატებთ წვეთ წყალს.
 
-  ერთადერთი ჩიტი, რომელსაც უკუღმა ფრენა შეუძლია, არის კოლიბრი.
 
-  გიგანტური ხვლიკი - კომოდო თავს ესხმის ირემსა და ტახსაც კი.
 
-  მამაკაცთა ნახევარი საპირფარეშოდან გამოსვლისას ხელებს არ იბანს.
 
-  აეროდინამიკისა და ზუსტი ბალანსის შესანარჩუნებლად, არწივის ერთი ფრთიდან რომელიმე ბუმბულის გამოვარდნისას მეორე ფრთაზეც ზუსტად ის ბუმბული სცილდება.
 
-  ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის სივრცეებში შეუძლებელია სამართებლის გატარება.
 
-  ფინეთში არსებობს ცოლების გადაყვანის ჩემპიონატი. ყველაზე შორ მანძილზე ცოლის მხრებით გადამყვანი ჯილდოდ იღებს იმ რაოდენობის ლუდს, რამდენ კილოგრამსაც იწონის მისი მეუღლე.
 
-  არწივები ჰაერში წყვილდებიან.
 
-  მსოფლიოში, მძღოლები უფრო მეტ ირმებს კლავენ, ვიდრე მონადირეები.
 
 
  
ავტორი: ემილი 
2014-03-28 
   | 
               
                | 
           
          | 
       
      | 
   
 
    კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ  ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
             | 
                
        
        
          
          
          
           | 
                    
          |