ახალი წელი ახლოვდება და ბავშვები ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ელიან. ალბათ ძალიან გინდათ გაახაროთ თქვენი პატარები და გაინტერესებთ რა სურთ მათ საჩუქრად. პირდაპირ რომ ჰკითხოთ, არ გიპასუხებენ, ეშინიათ, რომ სურვილი აღარ შეუსრულდებათ. ამიტომ პატარა ეშმაკობას მიმართეთ. კონვერტები შეიძინეთ და მათ წერილი დააწერინეთ თოვლის ბაბუასათვის (თუ წერა ჯერ არ იციან, შეეცადონ დახატონ თავისი სასურველი საჩუქარი, ისე, რომ თოვლის პაპა მიხვდეს). ეს წერილები ბალიშის ქვეშ უნდა დაიდონ. კარგად რომ დაეძინებათ, თოვლის პაპაც მოვა და წერილს ნახავს!
ყველაზე ხშირად პატარები სათამაშოებზე ოცნებობენ. სათამაშოებით ავსებუილი აქვთ ყველაფერი, მაგრამ მაინც ახალი და ახალი უნდათ ყოველთვის და თქვენც ყიდულობთ და ყიდულობთ. ხშირად არც უფიქრდებით სჭირდება თუ არა ეს თქვენს ბავშვებს, გამოადგებათ თუ არა. პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა იფიქრეს ამ თემაზე და სათამაშოები რამდენიმე კატეგორიად დაჰყვეს მასალისა და ფუნქციების მიხედვით. მასალის მიხედვით ისინი შეიძლება იყოს პლასტმასის, ხის, რეზინის, ქსოვილის, ტყავის, და ა.შ. ასევე შეიძლება დაიყოს სათამაშოები ფუნქციების მიხედვით: სენსორული სათამაშოები ესსათამაშოები ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებისთვისაა. ხმაურიანი, მუსიკალური, ფერადი მობილები, ჟღარუნა სათამაშოები მოძრავი ფეხებით, ფრთებით ან ყურებით, საგორავიანი მუხლუხოები და ა.შ.
მოძრავი სათამაშოები
მოძრავი სათამაშოები აიძულებენ ბავშვებს შეასრულონ სხვადასხვა მოქმედებები მასთან ერთად. ესენია - ბურთი, მოსიარულე და მოხტუნავე სათამაშოები, თვითმავლები და რაღათქმაუნდა, ველოსიპედი. მოძრაობა ხომ თვით ცხოვრებაა, ამიტომ აუცილებელად შეუძინეთ თქვენს პატარებს ასეთი სათამაშოები, რომლებთანაც დახარჯავენ ზედმეტ ენერგიას.
სახიანი სათამაშოები
სახიანი სათამაშოებია: თოჯინები, დედოფალები, ჯარისკაცები, მანქანები, რომლებიც ნამდვილებს ჰგვანან. ასეთი სათამაშოები საჭიროა როლური თამაშებისათვის. ბავშვები მათთან ერთად ითვისებენ სხვადასხვა როლებს და ეჩვევიან ურთიერთობებს. ასევე სწავლობენ როგორ წარუდგინონ თავი გარესამყაროს.
პროფესიული სათამაშოები
ესენია ინსტრუმენტები, ნაკრებები ქვიშისათვის, ექიმის ინსტრუმენტები, ასაწყობი კონსტრუქტორები, ჭურჭლის ნაკრებები... ასეთი სათამაშოები სასარგებლოა მათთვის, ვინც განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს ამა თუ იმ პროფესიის მიმართ.
ავტორი: ემილი. |