შემოქმედებითი ჯგუფი „ნართი" 2013 წელს ჩამოყალიბდა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უქსოვადი ნაწარმის შექმნა და ამ მასალისაგან კოსტიუმების თუ აქსესუარების შეკერვა. მათი ფერი და ფაქტურა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ორიგინალური კი ის გახლავთ, რომ უქსოვადი ნაწარმის შექმნის პროცესშივე გათვალისწინებულია სასურველი დიზაინი. ეს კი იმას განაპირობებს, რომ ყოველი კოსტიუმი თუ აქსესუარი ექსკლუზიური, ერთმანეთისგან განსხვავებულია.
სულ ახლახანს (26-30 იანვარს) შარდენზე გაიმართა „ნართის" არტ-ტექსტილის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო შემოქმედებითი ჯგუფის - ბაია მათიაშვილისა და ლია გურასპაშვილის ნამუშევრების შემოდგომა- ზამთრის კოლექცია.
"პერლა" წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა, პერსპექტიულ დიზაინერებს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ ნამუშევრებს!
ავტორი: ემილი
|