მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მყუდრო სახლი

სიმყუდროვე და სიმშვიდე ინტერიერში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ ამისი მიღწევა ადვილი არ გახლავთ. ეს შეუძლია მხოლოდ ნამდვილ დიასახლისს, რომელიც სიყვარულით ქმნის თავის „ბუდეს".

იმისათვის რომ ამ საქმეს წარმატებულად გაართვათ თავი, პირველ რიგში ოჯახის ყოველი წევრის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. აუცილებელია ყველაფერი ისე მოიფიქროთ და დაგეგმოთ, რომ თქვენი და მათი ჩანაფიქრები ერთმანეთს შეერწყას, გამოინახოს ოპტიმალური ვარიანტი და გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმებოდეთ. მხოლოდ ამის მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენი ამოცანა წარმატებით შესრულებულია.

ერთიან და ჰარმონიულ ინტერიერში ოჯახის ყოველ წევრს თავისი საკუთარი ტერიტორია უნდა ჰქონდეს, სადაც ის შეუზღუდავად და კომფორტულად შეიგრძნობს თავს.

ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მოფიქრება იმ ოთახისა, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება არა მარტო განსაკუთრებული შემთხვევების დროს, არამედ დასასვენებლად, სასაუბროდ და დღის სასიამოვნოდ გასატარებლად.

რაც შეეხება იზოლირებულ ზონებს, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს ოჯახის უფროსისათვის სამუშაო ადგილის მოწყობა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრად იქნება დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობს ის თავს საკუთარ სამუშაო ზონაში. მისი მუშაობის პროდუქტიულობას ეს დიდად განსაზღვრავს. ეკონომიას ნუ შეეცდებით მოხერხებულ და კომფორტულ ავეჯზე. მაქსიმალურად მოხერხებული სავარძელი მისთვის - ეს ისაა, რაც ყველაზე აუცილებელია! დაე, იგრძნოს და შეიფეროს ის საპასუხისმგებლო როლი, რაც ოჯახში უჭირავს. შეიძლება ეს პირფერობად ჩათვალოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი მიდგომა მას დაეხმარება წინსვლის სურვილი გაუჩნდეს არა მარტო სახლში, არამედ კარიერაშიც და საერთოდ ცხოვრებაში. ეს კი სასარგებლოა თქვენი ოჯახისათვის და ნამდვილად ღირს თქვენს გარჯად!

ახლა კი გადავიდეთ ყველაზე ფაქიზ საქმეზე - ტერიტორია ბავშვებისათვის: აქ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას არ გირჩევთ. შესაძლებელია თქვენთვის მოსაწონი, ლამაზი და ფუნქციონალური ავეჯი სულაც არ მოეწონოს თქვენს პატარას. მაშინაც კი, თუ ის სულ პაწაწინაა და ფიქრობთ, რომ ჯერ არაფერი იცის, მნიშვნელოვანია მისი სურვილები აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. ის გაცილებით კმაყოფილი და ბედნიერი იქნება თუ მისი ტერიტორია მისსავე მონაწილეობით იქნება მოწყობილი. ამ შემთხვევაში უფრო სიამოვნებით გაატარებს დროს საკუთარ ოთახში.

ასევე მნიშნელოვანია წაახალისოთ მოზარდის ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ და მისცეთ უმცროს თაობას საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ის თავის უშრეტ ენერგიას მოახმარს საკუთარი (თუნდაც თქვენთვის გაუგებარი და მოუწონარი) ინტერიერის შექმნას. ეს უკეთესია, ვიდრე ამ დროისა და ენერგიის ხარჯვა კომპიუტერულ თამაშებში (რაც ამ თაობისთვის დიდ პრობლემად არის უკვე ქცეული), ან სადმე ქუჩაში, სხვა მოზარდებთან ერთად.

სამაგიეროდ სამზარეულო და საძინებელი - ეს თქვენი ტერიტორიაა და აქ შეგიძლიათ (და ვალდებულიც ხართ) ფრთები შეასხათ თქვენს სურვილებს. დახატოთ და შექმნათ თქვენთვის იდეალური გარემო. იმედია ის გამოგივათ მზიანი, მყუდრო და განუმეორებლად ლამაზი!

პერლა გისურვებთ სიმყუდროვეს თქვენს სახლში!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO