ბავშვები ხშირად იტყუებიან. ერთ ტყუილს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და დასასრული არა აქვს ტყუილების ჯაჭვს. შეიძლება ეს გარკვეულ მომენტში სრულიად უმტკივნეულო, ერთი შეხედვით სახალისოც კი იყოს და ზიანი არავისთვის მოჰქონდეს, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ბავშვი ტყუილს ამბობს და ეს მას თანდათანობით ჩვევაში გადასდის, ძალიან ცუდია.
ასეთ დროს უფროსები არ ვუკვირდებით ჩვენს საქციელს და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ბავშვის ტყუილებს პროვოცირებას თავად ვუკეთებთ.
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ბავში უმიზეზოდ არასდროს იტყუება. ამას აქვს გარკვეული მიზეზები, რომელთა ცოდნაც გამოგვადგება შევარჩიოთ სწორი ურთიერთობის ფორმა, რათა ტყუილის თქმა აღარ წარმოადგენდეს მისთვის საჭიროებას.
მოტივი, რის გამოც ბავშვი იტყუება, რამდენიმე შეიძლება იყოს:
ა) იტყუებიან, რათა თავი დაიცვან ფიზიკური ძალადობისგან;
ბ) რათა დაიცვან მეორე ადამიანი ფიზიკური დასჯისაგან;
გ) რათა მიიღონ რაიმე გამორჩენა, რომლის სხვა გზით მიღება რთულია;
დ) რათა სხვებს თავი მოაწონონ;
ე) რათა თავიდან აიცილონ უხერხული სიტუაცია;
ვ) რათა გადარჩნენ შერცხვენას;
ზ) რათა დაიცვან საკუთარი პირადი ცხოვრება;
თ) რათა მიაღწიონ უპირატესობას სხვა თანატოლებთან შედარებით.
ავტორი: ემილი
|