მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სამოქალაქო ქორწინება

სამოქალაქო ქორწინება ჩვენს დროში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მაგალითად,  საყვარელი მამაკაცი, რომელსაც უკვე კარგა ხანია ხვდებით, გთავაზობთ ერთად ცხოვრებას.  ერთი შეხედვით საინტერესოც კია გაითამაშოთ ცოლ-ქმრის როლი, მოსინჯოთ გამოგივათ თუ არა ოჯახური ცხოვრება და ამასთანავე თავისუფლებასაც არ შეელიოთ. მართლაც ხშირია შემთხვევები, როცა წყვილები ქორწინებადე ასეთი თანაცხოვრებით ცდილობენ გამოსცადონ თავიანთი გრძნობები გამძლეობაზე. ეს სამოქალაქო ქორწინებაა, რომელსაც აქვს პლიუსები და მინუსები. დიახ, სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ: 

სამოქალაქო ქორწინებას ის პლიუსები გააჩნია, რომ ის მოხერხებულია ურთიერთობების გასარკვევად, ერთმანეთის ჩვევებისა და ხასიათების შესასწავლად. იძლევა შესაძლებლობას საკუთარ თავში გაერკვეთ და ზუსტად განსაზღვროთ შეგიძლიათ თუ არა, რომ სწორედ ამ ადამიანთან იცხოვროთ მწუხარებასა და სიხარულში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ასეთი თანაცხოვრება იმ ადამიანებისთვისაა მოგონილი, ვისთვისაც თავისუფლება ყველაზე ძვირფასია, ვალდებულებებს გაურბის და ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.

ყველაზე ხშირად დაქორწინებას მამაკაცები უფრთხიან, სწორედ მათ არ სურთ შეელიონ ძვირფას თავისუფლებას. ამიტომ სამოქალაქო ქორწინება კარგი საშუალებაა მათთვის, შეეგუონ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს და გადაწყვიტონ ბოლოს და ბოლოს კანონიერი ქორწინება.

და კიდევ, - ყველაზე მთავარი: სამოქალაქო ქორწინება იძლევა შანსს წყვილმა შეამოწმოს თუ როგორ ეთავსებიან ერთმანეთს ფიზიკურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად, მატერიელურად, სექსუალურად და ასე შემდეგ. 

ასევე მნიშნელოვანია ის მინუსები, რომელთა გარეშეც სამოქალაქო ქორწინება უბრალოდ არ არსებობს. ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ აქ არ დგას პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთ დროს ხშირად ხდება, რომ ქალი იქმნის „ხელოვნურ" ოჯახს და იწყებს მასში ცხოვრებას. ის არაოფიციალურ, მაგრამ მაინც ცოლის როლს ირგებს. მამაკაცი კი კვლავ ტკბება თავისუფლებით. მამაკაცთა უმეტესობისთვის ეს ცხოვრების გაიოლებას ნიშნავს: შინ მისულს - გამზადებული საჭმელი, გასუფთავებული ტანსაცმელი, დალაგებული ბინა და სექსუალური პარტნიორი, რომელიც მუდამ ხელმისაწვდომია მისთვის. ამასთანავე ეს პარტნიორი მისი ოფიციალური მეუღლე არაა და ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს და მშვიდად წავიდეს, გაყრის პროცედურებისა და ქონების გაყოფის გარეშე.

წყვილს შორის ყველაზე მეტად მტკივნეულია, კამათისას დასმული საკითხი:  „შენ ვინ გეკითხება?"  რას ითხოვ?"  ვინა ხარ?" ეს თავისთავად უსამართლობაა და არ შეიძლება განხეთქილების მიზეზად არ იქცეს.

ასევე უსამართლოა სამოქალაქო ქორწინება იურიდიულ საკითხებშიც. მათი დაშორების დროს არ არსებობს კანონი, რომელიც საერთო ქონებას ან ვალებს განსაზღვრავს...

და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განსაკუთრებით ქალებს აზიანებს ასეთი ურთიერთობისას: სამოქალაქო ქორწინებაში მყოფნი თავს არიდებენ შვილების გაჩენას, იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან, არასასურველ ნაყოფს იშორებენ აბორტის გზით, რაც ვნებთ მათ ჯანმრთელობას.

რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი თავად წყვეტს სურს თუ არა გამოსაცდელ ვარიანტად აირჩიოს ცხოვრების ასეთი ფორმა, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მინდა გირჩიოთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, გაერკვეთ საკუთარ თავში - ღირს თუ არა ამ ადამიანს დაუკავშიროთ ცხოვრება. ეჭვების შემთხვევაში დროს მიენდეთ, უბრალოდ დროში გაწელეთ ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად დალაგდება ყველაფერი, ან კანონიერ ქორწინებამდე მიხვალთ, ან დაშორება გარდაუვალი გახდება.

და ბოლოს, გამოკითხული წყვილებიდან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალების 80% საკუთარ თავს გათხოვილ ქალბატონად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც მამაკაცების 90% თვლის, რომ ჯერ დასაოჯახებელია. ასე, რომ, გოგონებს განსაკუთრებულად მართებთ სიფრთხილე ასეთი ცხოვრების არჩევისას!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO