მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
გიყვარდეს თუ უყვარდე?

ყოველ ნაბიჯზე როდი შეხვდებით ორმხრივ წრფელ სიყვარულს. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია! და რა უნდა ქნათ თუ სიყვარული არამც  და არამც არ გეწვიათ, ან გეწვიათ და ისიც ცალმხრივად? ბოლოს და ბოლოს ოჯახი ხომ უნდა შექმნათ - როგორ უნდა გააკეთოთ არჩევანი?

ბებიების რჩევა მახსენდება: "უნდა გათხოვდე არა მასზე, ვინც გიყვარს, არამედ მასზე, ვისაც უყვარხარო". მათი აზრით, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე ბედნიერია: ცოლი იმით, რომ მამაკაცს თავის ნებაზე „ატრიალებს", ქმარი კი იმით, რომ მისი თაყვანისცემის ობიექტი მის გვერდითაა.

ერთი შეხედვით დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ აბა დაფიქრდით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ქორწინებას?

იყო დრო, როცა ქალს აზრსაც არ ეკითხებოდნენ, ისე ათხოვებდნენ და ასე იქმნებოდა ოჯახები. ახლა სხვა დროა, თუმცა დღესაც ბევრი ქალი თხოვდება უსიყვარულოდ, ანგარებით, საკუთარი თავის „მსხვერპლშეწირვით" ან უბრალოდ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს. ხშირია შემთხვევები როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს; ერთი კოცნის, მეორე ლოყას უშვერს... რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ კავშირს?

ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ქალებს ყოველთვის გვსიამოვნებს მამაკაცის არსებობა, რომელსაც ვუყვარვართ, რომლისთვისაც ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ვართ, რომელიც მზადაა ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს: მოაქვს ყვავილები, ლექსებს გვიძღვნის, გვამხიარულებს, არ იშურებს ლამაზ სიტყვებს, გვაღმერთებს... ისეთი თვალებით გვიყურებს, თითქოს დედამიწაზე უფრო ლამაზი არსება არ დადიოდეს... დაძახებისთანავე ჩვენს გვერდით ჩნდება, ... თანაც სრულიად უანგაროდ... ეს საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, თვითშეფასებას გვიზრდის და განწყობას გვიმაღლებს. მნიშვნელობა არა აქვს „ის" დაბალი იქნება, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, მელოტი თუ დიდცხვირა - მთავარია, რომ არსებობს და მზადაა ნებისმიერი ჩვენი გამოხტომა აიტანოს! მითხარით, რომელ ქალს არ მოუნდებოდა ასეთი მამაკაცის ცოლობა?!

თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი რისკის წინაშე დგახართ! თანაცხოვრებისას იშვიათად თუ ვინმეს გამოსვლია საკუთარ თავში სიყვარული „გამოიმუშაოს". რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ის, რაც ამ მამაკაცში მოგწონდათ ქორწინებამდე, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაგაღიზიანებთ და თანდათანობით ის დადებითი მხარეები, რის გამოც თქვენი  ქორწინება შედგა, უარყოფითად შეიცვლება.

ამ შემთხვევაში ორივე მხარე ზარალდება: ქალი აცნობიერებს, რომ ქმარი იმსახურებს ნამდვილ წრფელ სიყვარულს (რომელსაც ვერ აძლევს) და რაც უფრო მეტად აიძულებს თავს სიყვარულითვე უპასუხოს, მით მეტად იღლება და იძაბება... მას დანაშაულის გრძნობა უჩნდება, რომელსაც ნევროზამდეც კი მიჰყავს. ამ დროს მამაკაცი ყველაფერს აკეთებს იმის მისაღწევად, რომ სიყვარული და ვნება მოიპოვოს თავისი რჩეულისაგან და პასუხად იღებს მხოლოდ „მადლობას"... თავის მხრივ ისიც იღლება და სიყვარული ეცვლება ყოველდღიური გულისწყრომით, აგრესიით და ბოღმით. ასეთ ოჯახებში გარდაუვალია ხშირი კამათი, დაპირისპირებები და უკმაყოფილობები... ადრე თუ გვიან ერთმანეთისგან დაღლილები გამოსავლის ძებნას დაიწყებენ...  

მოქმედება შეიძლება რამდენიმე სცენარით განვითარდეს. უარეს შემთხვევაში ოჯახური დაპირისპირებები შეიძლება გადაიზარდოს ურთიერთსიძულვილში. მოძულე ადამიანთან ცხოვრება კი სულაც არაა ადვილი. აქედან ერთადერთი გამოსავალი გაყრაა. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ორივე მხარე, ბოლოს და ბოლოს, შეურიგდეს იმ აზრს, რომ გაზიარებული სიყვარული არასოდეს ექნებათ და შეეცადონ თანაცხოვრება მეგობრულ ატმოსფეროში განაგრძონ. ეს ორი საღად მოაზროვნე ადამიანის საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომლებიც წინა პლანზე წამოწევენ ბავშვების ინტერესებს.  ეს ოჯახი შეიძლება იყოს მშვიდი, მაგრამ  არა ბედნიერი. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი რამ: შეიძლება ასეთ სიტუაციაში ბავშვებს ნაკლები სტრესი ჰქონდეთ, ვიდრე გაყრისას, მაგრამ სამომავლოდ მეტად დაზარალდებიან, რადგან მათ ცნობიერებაში ოჯახის ცნება ასეთად ჩამოყალიბდება და მშობელთა ურთიერთდამოკიდებულებას გადაიღებენ შემდეგ დიდობაში, როცა თავად მოუწევთ ოჯახების შექმნა. 

კიდევ ერთი (ყველაზე) მნიშვნელოვანი დეტალი ოჯახური ბედნიერებისა - სექსი! ოჯახში, სადაც ორმხრივი სიყვარულია, ღალატზე ფიქრიც კი არაა. მაგრამ ოჯახში, სადაც სიყვარული ცალმხრივია, კითხვა - „ვუღალატო, თუ არა?"- უფრო მარტივად წყდება. ქალს, რომელიც ისეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრობს, რომელიც არ უყვარს, შეიძლება უცბად სხვა შეუყვარდეს და მრავალი წლის განმავლობაში ორმაგი ცხოვრებით იცხოვროს. აღზარდოს შვილები, იაროს კანონიერ მეუღლესთან ერთად მაღაზიებში. ამავე დროს უყვარდეს და იოცნებოს სხვაზე. ქმარმა კი - ცოლისაგან ალერსისა და სიყვარულის მოლოდინში დაღლილმა და გულნატკენმა - შეიძლება „გვერდზე" ჰპოვოს შვება... მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლება ერთი შეხედვით მომგებიანად ჩანდეს: „მგლებიც დანაყრებულნი... ცხვრებიც უვნებელნი..." თუმცა დროთა განმავლობაში ორივე მხარე ხვდება, რომ ამით არათუ ორმაგი ბედნიერების დოზას იღებენ, ჰარმონიას ვერც ოჯახში ჰპოვებენ და ვერც „გვერდზე"... ცხოვრებას თავისი დაუწერელი კანონები აქვს, რის მიხედვითაც ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარონ „სასურველსა" და „აუცილებელს" შორის გამოკიდებულმა და იტანჯონ საკუთარი გაორებით, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გააცნობიერებენ რომელი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის და არ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ჩამოთვლილ მიზეზთა გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ზემოთ მოყვანილი ბებიასეული რჩევა გამოუსადეგარია! ერთი თქმულება მახსენდება, ბრძენს რომ ჰკითხეს, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, გიყვარდეს თუ უყვარდეო? მან კი კითხვითვე უპასუხა, რომელია ჩიტისთვის უფრო მნიშვნელოვანი, მარჯვენა ფრთა თუ მარცხენაო?! დიახ, სანამ ცხოვრებას დაუკავშირებდეთ  ისეთ მამაკაცს, რომელიც არ გიყვართ, სჯობს კარგად დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ ყველაფერი. მაშინაც კი, თუ ასაკი დაცდის საშუალებას არ იძლევა და გარშემო ყველა გარწმუნებთ, რომ ეს თქვენი ბოლო შანსია, იქნებ ცოტა კიდევ დაელოდოთ სანამ ნამდვილი სიყვარული არ გეწვევათ. მაშინ კი მიხვდებით, რომ „გიყვარდეს" და „უყვარდე" ერთნაირად მნიშვნელოვანია! რა თქმა უნდა, არც ორმხრივი სიყვარული იძლევა ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახის შექმნის მყარ გარანტიას, მაგრამ „ჩიტი ბდღვნად ღირს". ის საძირკველია და მასზე რასაც ააგებთ ეგ უკვე მხოლოდ თქვენ ორმა იცით!

პერლა გისურვებთ სიყვარულს და ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-03-26 17:02:11)

bebiebi martlebi arian 100%-it vetanxmebi. altaltalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO