ახალ აშენებულ კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ფართის პროექტირება-დიზაინი.
დიზაინერისთვის ძირითადი ამოცანა იყო 63,5 კვ.მ-ის მქონე საცხოვრებელ ფართში, რომელსაც სულ სამი ფანჯარა ჰქონდა, მოეთავსებინა სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა ორი საძინებლით. ამასთანავე, ბინა ლამაზი, ნათელი და კომფორტული უნდა ყოფილიყო. ბინას რეკონსტრუქციამდე არ ჰქონდა გამოყოფილი ჰოლი და შესასვლელშივე მისაღებ ზონაში ხვდებოდით, რომელიც ძალიან ვიწრო და მოუხერხებელი იყო და ძლივს ნათდებოდა სამზარეულოს ფანჯრიდან შემოღწეული სინათლით. ბინის დიზაინისთვის დაგეგმარების რამდენიმე ვერსია შემუშავდა, რადიკალური ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც ბინა მართლაც ვრცელი, უფრო ნათელი და კომფორტული გამოვიდა.
შედეგი სახეზეა. გთხოვთ შეაფასოთ თქვენი კომენტარებით.
ავტორი: ემილი
დიზაინისთვის მოგვმართეთ მისამართზე: dizaini@perla.ge.
599 54 76 35.
|