მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    დეკემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ანეკდოტები ქალებზე

*   *   *

თავიდან ღმერთმა დედამიწა შექმნა და შეისვენა...

მერე მამაკაცი შექმნა და ისევ შეისვენა...

მერე შექმნა ქალი და მის შემდეგ არც მას აქვს მოსვენება და არც მამაკაცს!

 

*   *   *

მამაკაცებო, გაითვალისინეთ: ქალი ყველაზე სუსტი და დაუცველი არსებაა სანამ ფრჩხილებზე ლაქი არ გაშრობია.

 

*   *   *

ქალი - ეს სუსტი, დაუცველი ქმნილებაა, რომლისგანაც საშველი არაა!

 

*   *   *

დილით სარკის წინ:

- სასწრაფოდ უნდა გავხდე!

ღამით მაცივრის წინ:

- ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ!

 

*   *   *

ქალს 5 მამაკაცი უნდა ჰყავდეს:

  1. ქმარი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და ყველაფერს არ უყვება,
  2. საყვარელი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და არაფერს უყვება,
  3. მეგობარი, რომელსაც არაფერს აჩვენებს და ყველაფერს უყვება,
  4. გინეკოლოგი, რომელსაც ყველაფერს აჩვენებს და ყველაფერს უყვება,
  5. შეფი, რომელის ბრძანებასაც უსიტყვოდ ასრულებს.

 

*   *   *

ქალი ეუბნება მეუღლეს:

- ძვირფასო, 5 წუთით მეზობელთან ჩავალ და ჩახოხბილს ყოველ 15 წუთში მოურიე!

 

*   *   *

ქმარი ინტერნეტშია შემძვრალი. უცებ ცოლის ჩურჩული ესმის:

- არა, არა, ძვირფასო, დღეს არ შემიძლია, მოდი ხვალ შევხვდეთ!

მაშინვე გარბის ცოლთან ოთახში:

- შენ რა, ტელეფონზე საუბრობდი?

- არა. - პასუხობს გახარებული ცოლი - ჟურნალ "პერლას" ვკითხულობდი, სადაც წერია ფრაზები, რომელიც მთელი ხმით უნდა ვუყვიროთ ქმარს, რომ გაიგოს. მაგალითად, "ნაგავია გადასაყრელი!" და აქვე წერია ის ფრაზებიც, რომლის ჩურჩულით წარმოთქმის დროსაც კი ქმარი ელვის უსწრაფესად რეაგირებს. - ხედავ? მართალი ყოფილა!

 

*   *   *

- ვარდოოო, ჩემი ქმარი შენთანაა?

- არა, ჩემთან რა უნდა?!

- რა ვიცი, რომ გადიოდა, ბოზებში მივდივარო, დამიბარა და...

 

*   *   *

- ჩემი ქალი მობილური ტელეფონივითაა. - ეუბნება ერთი მეგობარი მეორეს. - როცა ანგარიშზე ფული არა მაქვს ის დროებით მიუწვდომელია...

 

*   *   *

ერთხელ ცნობილ ჩინელ მოაზროვნესთან - კონფუცისთან მივიდა იმ პერიოდში ძალიან განათლებული ქალბატონი და ასეთი კითხვა დაუსვა:

- მითხარი, კონფუცი, რატომაა, როდესაც ქალს რამოდენიმე საყვარელი ჰყავს, საზოგადოება კიცხავს, ხოლო მამაკაცს რაც მეტი ქალი ჰყავს, მით უფრო მაღალია მისი საზოგადოებრივი სტატუსი და ავტორიტეტი?

კონფუციმ დინჯად აიღო ჩაიდანი, 6 ფინჯანი შეავსო და ამის შემდეგ მოუბრუნდა ქალს:

- მითხარი, როდესაც ერთი ჩაიდანიდან 6 ფინჯანს ვავსებთ, ეს ნორმალურია?

- დიახ. - უპასუხა გაკვირვებულმა ქალმა.

- აი, ხედავ? - მიუგო კონფუციმ - ერთი ფინჯანი რომ 6 ჩაიდანით შევავსოთ, ეს უბრალოდ არანორმალური კი არა, საზიზღარი და ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებულია!

 

*   *   *

ახალგაზრდა ქალი მანქანას აჩერებს ზუსტად გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან. მასთან მიდის პატრული და ეკითხება:

- თქვენ რა, ვერაფერი შენიშნეთ?

- ვაიმე, მაპატიეთ, უცებ ვერ შევნიშნე! ახალი ფორმა გაცვიათ? - უღიმის ქალი.

 

*   *   *

ნებისმიერ ქალს ბედნიერებისთვის 2 რამ ესაჭიროება - ქმარი და სხვა დანარჩენი.

 

*   *   *

რა არის ქალისთვის ასაკი?

როდესაც ფეხსაცმელებში, კაბაში და სამკაულებში ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე მხოლოდ ფეხსაცმელებსა და სამკაულებში.

 

რა არის მამაკაცისთვის ასაკი?

როდესაც ქალი ფეხსაცმელებში, კაბაში და სამკაულებში მეტად მოსწონს, ვიდრე მხოლოდ ფეხსაცმელებსა და სამკაულებში.

 

*   *   *

ლამაზი ქალი - ეს სამოთხეა თვალისათვის, ჯოჯოხეთია გონებისათვის და გამსუფთავებელია ჯიბეებისათვის.

 

*   *   *

დაქალი ახალდაქორწინებულ დაქალს შეხვდა.

- როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს ქორწილის შემდეგ?

- კარგად, მაგრამ სექსთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს.

- ეგ როგორ?

- როგორც კი დავიწყებთ, მაშინვე ქმარი მოადგება ხოლმე ზღურბლს.

 

*   *   *

გოგონა მკითხავთან მივიდა:

- ორ ბიჭს ვუყვარვარ. მითხარი, რომელ მათგანს გაუმართლებს ცხოვრებაში?

- გაუმართლებს ტარიელს. შენ ცოლად შეგირთავს დათო.

 

*   *   *

ქალები 3 კატეგორიად იყოფიან:

1. ლამაზები;

2. ერთგულები;

3. ლამაზები და ერთგულები, მაგრამ გასაბერები.

 

*   *   *

ქმარი სამსახურში წასასვლელად ემზადება და ეკითხება ცოლს:

-  პიჯაკი გამისუფთავე?

- კი, საყვარელო!

-  შარვალი?

-  ისიც.

- ფეხსაცმელები?

- უი, შენს ფეხსაცმელებს ჯიბეები ჰქონდა?!

 

*   *   *

განქორწინების საქმე იხილება. მოსამართლე მოსარჩელეს:

- გვიამბეთ, რატომ გინდათ გაყრა?

- საქმე იმაშია, ბატონო მოსამართლევ, რომ ჩემი ქმარი ორი წლის წინ საღამოთი გავიდა სახლიდან სიგარეტის საყიდლად, წინა კვირას დაბრუნდა და გაციებული სადილის გამო ჩხუბი ამიტეხა...

 

*   *   *

ქუჩაში ახალგაზრდა ქალი მიაბიჯებს, მას მთვრალი მამაკაცი წამოეწია.

-  გოგონი, სად იშოვეთ ასეთი მშვენიერი ფეხები?

ქალი მოუბრუნდება და პასუხობს:

-  საჩუქრების მაღაზიაში!

-  და სახე ხურდაში დაგიბრუნეს? 

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO