დამეთანხმებით, რომ ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღეს ყველა გულისფანცქალით მოელის დიდი სურვილით, რომ გამოიყურებოდეს ულამაზესად. ბევრს ფიქრობენ საქორწინო კაბის არჩევისას, რათა ხაზი გაუსვან საკუთარი ფიგურის ყველა ღირსებას. ზოგიერთ ჩვენგანს კი უჩვეულო სურვილი აქვს - სურს საკუთარ ქორწილში გამოიყურებოდეს ისე, როგორც მისი საყვარელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი...
ვარსკვლავებისათვის საქორწინო კაბაზე საზრუნავი მათთვის საყვარელ დიზაინერთან დარეკვით იწყება და მთავრდება შესაშური შედეგით, რომელსაც მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. ისინი თვალისმომჭრელად გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ ულამაზეს და უძვირფასეს საქორწინო კაბებში. ყველაზე ხშირად ვარსკვლავები ცდილობენ არჩევანი გააკეთონ მკაცრ და ელეგანტურ კაბაზე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ნამდვილი პატარძლები და უპირატესობას ანიჭებენ ქათქათა თეთრ, რუშებიან და ფუშფუშა კაბებს. ნებისმიერ შემთხვევაში თავიანთ ქორწილებში ისინი გვევლინებიან სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ შევეჩვიეთ მათ ეკრანებზე.
აი, მაგალითად, ქრისტინა აგილერამ (Christina Aguilera) არჩევანი გააკეთა Christian Lacroix-ის მდიდრულ საქორწინო კაბაზე გრძელი შლეიფით და ზღვის ფერიასავით უმშვენიერესი მოგვევლინა საკუთარ ქორწილში.
ავრილ ლავინი (Avril Lavigne), რომელსაც თვალი შევაჩვიეთ, როგორც როკის წარმომადგენელს, ქორწილში ზღაპრული პრინცესასავით გამოცხადდა Vera Wang-ის საქორწინო კაბაში.
ერთერთი ყველაქზე ლამაზი საქორწინო კაბა ჰოლივუდის ისტორიაში გახლდათ ქეით ჰოლმსის (Katie Holmes) საქორწინო კაბა Armani-საგან, რომელიც იყო მორთული ძვირფასი ქვებით და ნაქარგებით, მაგრამ შესრულებული იყო სადა კლასიკურ სტილში.
ევა ლონგორია (Eva Longoria), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება მსოფლიოში, არჩევანი გააკეტა Angel Sanchez-ის საქორწინო კაბაზე, რითაც ყველა თავის ღირსებას გაუსვა ხაზი.
ჰოლივუდის მსახიობმა კეტრინ ჰეიგლმა (Katherine Heigl) არჩევანი გააკეთა Oscar de la Renta-ს კაბაზე რომელიც თოვლივით ქათქათა ქსოვილისგან იყო შეკერილი უჩვეულო, ორიგინალური მოხაზულობით.
პამელა ანდერსონმა (Pamela Anderson) აირჩია მოკლე თეთრი კაბა, რომელიც ქორწილისათვის ფასდაკლებით შეიძინა. ის ასეთ კაბაშიც კი თვალისმომჭრელი პატარძალი იყო.
დიანა ღურცკაია ულამაზესი იყო გრძელ შლეიფიან თოვლივით თეთრ კაბაში, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა ვალენტინ იუდაშკინმა (Валентин Юдашкин). კაბას დაახლოებით 30000$-ის ღირებულების ბისერები, ძვირფასი ქვები და სვაროვსკის ბრჭყვილა თვლები ამშვენებდა.
ბრიტნი სპირსი (Britney Spears) - მართალია მან ყველასთვის მოულოდნელად უარი თქვა ქორწინებაზე, მაგრამ მისი კაბა ძალიან მდიდრული და ამაღელვებელი გახლდათ.
ტორი სპელინგმა (Tori Spelling), ტელე-სერიალ "ბევერლი ჰილზის" გმირმა, უარი თქვა კლასიკურ, რუშებიან და გრძელ შლეიფიან კაბაზე და ასეთი სადა საპატარძალო კაბით გამოცხადდა ჯვრისწერის ცერემონიალზე.
მილა იოვოვიჩი (milla jovovich) Temperley London-ის უნაზესი საქორწინო კაბით მისთხოვდა საკუთარი შვილის მამას - პოლ ანდერსენს.
სარა მიშელ გელარმა (Sarah Michelle Gellar) აირჩია კაბა Vera Wang-ისაგან, რითაც თავის მინიატურულ ფიგურას ხაზი გაუსვა და მდიდრულადაც გამოიყურებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური საქორწინო კაბა გახლდათ ის კაბა, რომელიც ეცვა პინკს (Pink) თავის ქორწილში. კლასიკურ კორსეტს ერწყმოდა შიფონის ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე. კაბას კი შავი ბაფთა ამშვენებდა.
ერთერთი ყველაზე მდიდრული საქორწინო კაბა მსოფლიოში - ეს გახლდათ მელანი კნაუსის (Melania Knauss), მილიარდელი დონალდ ტრამპის მეუღლის კაბა, რომელიც შესრულებული იყო ატლასის ქსოვილისაგან და მორთული იყო ბრილიანტებით. ეს კაბა 12 კგ-ს იწონიდა.
დემი მურმა (Demi Moore) არჩევანი შეაჩერა Alber Elbaz-ს მოდელზე, რომელიც ატლასისაგან იყო შეკერილი და ძვირფასი თვლები ამშვენებდა.
სელმა ჰაიეკი (Salma Hayek) დაახლოებით 5 თვის მანძილზე ელოდა თავისი საქორწინო კაბის შეკერვას მოდის სახლ Balenciaga-ში, დიზაინერ ნიკოლას გესკიერისაგან (Nicolas Geskier). ამ კაბაში ის პრინცესასავით ზღაპრულად გამოიყურებოდა.
ნატაშა ბედინგფილდი (Natasha Bedingfield) ძალიან რომანტიულად გამოიყურებოდა თავის ქორწილში. მის ულამაზეს კაბას Vera Wang-ისაგან ამშვენებდა ვერცხლისფერი ატლასის ქამარი და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო.
ფერგი (Fergie) - პლანეტის ყველაზე ელეგანტური ქალბატონი, შეუდარებელი იყო Dolce & Gabbana -ს საქორწინო კაბაში, რომელიც შავი და თეთრი ყვავილებით იყო მორთული და მთავრდებოდა 4 მეტრიანი შლეიფით.
კეტრინ ზეტა-ჯონსი (Catherine Zeta-Jones) შეეცადა თავისი გრაციოზულობა გამოეკვეთა და ეს მშვენივრად გამოუვიდა თავის მკაცრ და თავშეკავებული სტილის საქორწინო კაბაში Cristian Marie marc Lacroix-ისაგან.
ჯესიკა სიმპსონის (Jessica Simpson) საქორწინო კაბაც Vera Wang-ისაგან ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი კაბა გახლდათ.
ვიქტორია ბეკჰემმა (Victoria Beckham) არჩევანი გააკეთა Antonio Berardi-ის კაბაზე, რომელიც მაშინვე ყველა დროის ყველაზე საუკეთესო საქორწინო კაბათა სათავეში მოექცა.
ავტორი: ემილი.
|