მასალა:
მანდარინი - 3 კგ.
შაქარი - 3 კგ.
მომზადების წესი:
მურაბისათვის უმჯობესია უჟანგავი ფოლადის ქვაბი გამოვიყენოთ. ჩავყაროთ მასში შაქარი, დავასხათ 1 ლ-მდე წყალი, მოვურიოთ და ავადუღოთ თან (არ ვწყვეტთ მორევას). ადუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
შევარჩიოთ რაც შეიძლება თხელკანიანი, პატარა ზომის მანდარინები. კარგად გავრეცხოთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შემდეგ გავჭრათ შუაზე (სიგანეზე) და ჩავყაროთ წინასწარ გამზადებულ შაქრის სიროფში. მოვურიოთ და გავაჩეროთ 1 ღამის განმავლობაში. დილითვე წამოვადუღოთ ნელ ცეცხლზე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. კიდევ გავაჩეროთ 2-3 საათის განმავლობაში (ეს საჭიროა იმისათვის, რომ მანდარინს შაქარი კარგად გაუჯდეს). ბოლოს დავდგათ ისევ ნელ ცეცხლზე. ვადუღოთ 2-2,5 საათის განმავლობაში, დროდადრო მოვურიოთ ხოლმე ხის კოვზით. როცა მანდარინის კანები ქარვისფერს მიიღებს, მდუღარე ჩავასხათ წინასწარ გამზადებულ, კარგად გამშრალ სამურაბე ქილებში. გავავსოთ ბოლომდე, რომ ქილებში ჰაერი არ დარჩეს, დავახუროთ სახურავები და მოვხუფოთ.
თქვენი მურაბა მზადაა. შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ 1 წლის განმავლობაში. ის ძალიან უხდება ნამცხვრებს გარნირად.
ავტორი: ემილი.
|