ამბობენ, რომ ქალს არაფრისაგან შეუძლია ბევრი რამ შექმნას. მაინც რა შეუძლია მას?
ასეთი კითხვით მიმართა პერლამ თავის ნაცნობ-მეგობრებს და ისეთი "მარგალიტები" (პერლები) შეაგროვა, ნამდვილად ღირს გაგიზიაროთ.
აი, ისინიც:
- ქალს შეუძლია არაფრისგან ბევრი რამ შექმნას, მაგრამ ყველაზე კარგად სცენების გამართვა გამოსდის.
- ქალს სრულიად არაფრისაგან შეუძლია შექმნას ტრაგედია და სკანდალი!
- ქალს არაფრისაგან დღესასწაულის შექმნაც შეუძლია!
- ქალს შეუძლია წყაროზე ჩაგიყვანოს და წყალი არ დაგალევინოს!
- ქალის გარეშე "მზე არ სუფევს (არ თრთის, არ კაშკაშებს, არ მოძრაობს, არ... არ... არ...) ცის კამარაზე!"
- არაფრისაგან ყველაფერს ქმნიან: სიყვარულს, ოცნებას, ბედნიერებას, იმედს, რწმენას...
- ქალს შეუძლია არაფრისაგან შექმნას სალათი და ”ტყუილი” სუფი.
- ქალს შეუძლია დედამიწამ მის გარშემო იბრუნოს!
- ქალს შეუძლია ჩვეულებრივი მამაკაცი გმირად აქციოს, გმირი კი მიწაზე დაანარცხოს!
- ქალს შეუძლია ცივ ქვაზე დაგასახლოს, და ასევე წარმატებით ცივ ქვაზე დაგსვას.
- ქალს შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შექმნას და ყველაფერი არარაობად აქციოს.
- ქალი ბუღალტერივითაა, მას შეუძლია კაცი ააშენოს, ან დააქციოს!
- ქალმა თუ ნამდვილ ქალად იგრძნო თავი, სასწაულების მოხდენა შეუძლია!
- ქალს შეუძლია ჩაგეხუტოს და იმუნიტეტი გაგიძლიეროს.
- ქალს ასევე წარმატებით შეუძლია იმუნიტეტი დააკარგვინოს მამაკაცს გარკვეულ სიტუაციაში.
- ქალს შეუძლია ნებისმიერი მამაკაცი აცდუნოს!
- ქალს რა არ შეუძლია?!
- ქალს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მამაკაცზეა დამოკიდებული თავის უნარებს სასიკეთოდ დახარჯავს თუ საბოროტოდ!
- შენ სუსტი სქესი ეძახე და...
- ქალს შეუძლია მთვარეზე გაგაფრინოს.
- მამაკაცზეა დამოკიდებული რას შეძლებს ქალი.
- ქალს შეუძლია გული საბოლოოდ აგიჩუყოს.
- ქალს შეუძლია სიამით, სინაზით და სიყვარულით აგავსოს.
- ქალს ყველაფერი შეუძლია თუ გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავს.
- ქალს შეუძლია თავი არასოდეს დაგავიწყოს.
- ქალს შეუძლია არაფრისაგან ისტორია შექმნას.
- ქალს შეუძლია "აგაგდოს".
- ქალს შეუძლია კამათი თვალსა და ხელს შუა ლხინად გადააქციოს და პირიქით, ლხინი - დაუსრულებელ კამათად.
- ქალს შეუძლია თავისი სისუსტით ყველაზე ძლიერ ვაჟკაცსაც კი აჯობოს.
- ქალს შეუძლია ჯერ ააღელვოს მამაკაცი, მერე კი დაამშვიდოს.
- ქალს შეუძლია მთელი ცხოვრება ოცნებებში გაგატარებინოს.
- ფაქტია, ქალს შეუძლია არაფრისაგან მაგარი თემა ააგოროს.
ეს ჩვენი შეგროვებული მარგალიტებია, იმედია კარგი განწყობა შეგიქმენით. აქვე შეგიძლიათ თქვენი აზრებიც დაამატოთ.
ავტორი: ემილი.
|