მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    თებერვალი    » «    2021    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჯადოსნური ყინულები

ჯადოსნური ყინულები

 

ყველას სურს ჰქონდეს ჯანმრთელი კანი ნაოჭების გარეშე, დრეკადი და ხალასი. ამისათვის არსებობს უებარი საშულაება, რომელიც გამოცდილი, მარტივი და იაფია. ეს გახლავთ კოსმეტიკური ყინულები! 

ყინულის სამკურნალო თვისებებზე ადამიანებმა დიდი ხანია იციან. ჩვენი ისტორია  ბევრ მაგალითს შეიცავს როცა ადამიანები სილამაზის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ცივი წყალსა და ყინულებს იყენებდნენ. გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეც კი მიმართავდა ამ მეთოდს. მისთვის ზაფხულობითაც კი ჰქონდათ ყინულები გამოქვაბულში შენახული. ყინულებს იყენებდნენ მერილინ მონრო და გრეტა გარბო და თვალისმომჭრელადაც გამოიყურებოდნენ. დღესაც ბევრი ვარსკვლავი და პოლიტიკოსი სარგებლობს ამ მეთოდით როგორც კოსმეტიკური მიზნებისათვის, ისე გასაკაჟებლად. 

რაშია ყინულის საიდუმლო? როცა თქვენ ყინულის მასაჟს იკეთებთ კანზე, ჯერ ზედაპირული კაპილარები ვიწროვდება, პარალელურად უფრო ღრმა ფენებში კაპილარები ფართოვდება. ეს ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას. როცა თქვენ მოიცილებთ ყინულს, მიმდინარეობს უკუპროცესი: ზედაპირული კაპილარები ფართოვდება, ივსება სისხლით და კანი იწყებს სუნთქვს, ძლიერდება უჯრედებში ნივთიერებათა ცვლა, იწყება აღდგენითი პროცესი, სწორდება ნაოჭები, ნელდება შემაერთებელი ქსოვილების დაბერების პროცესი, სახეზე ჩნდება ბუნებრივი სიწითლე და კანი იღებს ჯანმრთელ ელფერს. 

ყინულს თუ  ბალახების ნახარშის, ან   ხილისა და ბოსტნეულის წვენებისაგან გავაკეთებთ, კიდევ უკეთეს ეფექტს მივიღებთ. იმისათვის რომ ნებისმიერმა პროცედურამ სიკეთე მოგვიტანოს  და არ გვავნოს, ყველაფერი სწორად უნდა შესრულდეს.

ყინულის გამოყენებისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

1. ყინულის გასაკეთებლად უნდა გამოიყენოთ აფთიაქში ნაყიდი დისტილირებული წყალი და არა ონკანისა.

2. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი (ნორმალური, ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული) რომ მშრალი კანი კიდევ მეტად არ გამოაშროთ და დააზიანოთ (ცხიმიანი კანი უფრო ძნელად ზიანდება). მშრალი კანისათვის შეიძლება გამოიყენოთ: ოხრახუში, კიტრი, პიტნა, გვირილა, ბაბუაწვერას ფესვები, კენკროვნები. ცხიმიანი კანისათვის გამოდგება გვირილა, კალენდულა, ციტრუსები. შერეული კომბინირებული კანისათვის გამოდგება გვირილა, ბაბუაწვერა, ათასფურცელა და ყველა ის ბალახები, რომლებიც გამოდგება ნორმალური და ცხიმიანი კანისათვის.

3. პროცედურის ჩატარებისას ყინული სახეზე ვამოძრაოთ  მასაჟის ხაზების მიმართულებით. მაგალითად, ქვედა ყბიდან ყურის ბიბილომდე, ლოყებზე, ტუჩის კუთხიდან ყურამდე, ჩამოვყვეთ ზედა ტუჩის შუამდე, ავყვეთ ცხვირის გვერდამდე და ჩამოვყვეთ ყურამდე. თვალების გარშემო: შიგა კუთხიდან ზედა ქუთუთუზე, შემდეგ გარე კუთხიდან ქვედა ქუთუთოზე. შუბლზე: შუბლის შუიდან საფეთქლებამდე. ცხვირის ზედა ნაწილიდან ნესტოების ბოლომდე.

4. არ გადააცივოთ კანი. ყინულის კონტაქტი 1 ადგილზე არ უნდა აჭარბებდეს 5 წამს. თუ ასე არ მოიქცევით, შეიძლება დაიმართოთ ჰაიმორიტი. ყინული ერთჯერ კი არ უნდა გაისვათ კანზე, არამედ სანამ არ გადნება ბოლომდე, ამ პროცედურას დასჭირდება 2-5 წთ. არ გაიმშრალოთ პროცედურის ბოლოს. აცალეთ კანმა შეიწოვოს ნაყენი. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ დღეში 1-ჯერ, ან 2-ჯერ.

5. თუ თქვენ აკეთებთ კოსმეტიკურ ყინულს ბალახების, ხილისა და ბოსტნეულის წვენებისაგან, ასეთი ყინული არ შეინახოთ 4-5 დღეზე მეტ ხანს.

6. ყინულის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ ის კრემი, რომელსაც იყენებთ, ან სახეზე წაისვათ ზეითუნის ზეთი და დაიტოვოთ 30 წთ შემდეგ კი მოიცილოთ სალფეთქით. 

კოსმეტიკური ყინულის დამზადების რამდენიმე რეცეპტი: 

ყინული ფართოფორებიანი კანისათვის:

1/3 წილი ცაცხვის ყვავილი,

1/3 წილი გვირილა,

1/3 წილი პიტნა,

1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,

0/5 ს/კ თაფლი.

1 ს/კ ნარევს დავასხათ მდუღარე წყალი, 3 წუთით გავაჩეროთ და გადავწუროთ. როცა გაგრილდება დავამატოთ  თაფლი, კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ 30 წთ. მიღებული ნახარში ჩავასხათ ფორმებში და შევდგათ საყინულეში.

 

კოსმეტიკური ყინული კანის გასათეთრებლად:

2 ს/კ ბრინჯი

0,5 ლ. წყალი

მოვხარშოთ ბრინჯი, შემდეგ გავატაროთ საწურში, გავაცივოთ, ჩავასხათ ფორმებში და გავყინოთ.

 

ყინული კაპილარების მოსაცილებლად:

1/3 წილი ჭინჭარი

1/3 გვირილა

1/3 ცხენის წაბლი

1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,

1 ჩ/კ კივის წვენი.

1 ს/კ ნარევს დავასხათ წყალი, ვადუღოთ 2 წთ. გავაჩეროთ 1 სთ. გავწუროთ, დავამატოთ კივის წვენი, ავურიოთ ჩავასხათ ფორმებში და გავყინოთ.

 

შეშუპებული თვალის უპეებისათვის:

1/4 წილი შავი ჩაი

¼ წილი მწვანე ჩაი

¼ წილი გვირილა

¼ წილი კრაზანას ყვავილი.

1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი.

1 ს/კ ნარევს დავასხათ მდუღარე წყალი დავდგათ 1 სთ. შემდეგ გავფილტროთ, ჩავასხათ ფორმებში და გავყინოთ.

 

სტაფილოს წვენი კარგად ატონიზირებს კანს. ¾ წილ სტაფილოს წვენს დავამატოთ ¼ წილი წყალი გავყინოთ ფორმებში და გამოვიყენოთ. ეს გამონაყარის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა მაგრამ ხშირი გამოყენება არ არის სასურველი. მან შეიძლება კანი გააყვითლოს.

 

თვალი უპეებს ყველაზე მეტად უხდება გაყინული რძე, ოღონდ ნატურალური და არა ფხვნილის.

 

ასევე სასარგებლოა ყველა ტიპის კანისათვის კიტრის გაყინული წვენი.

 

არ შეიძლება ყინულის მასაჟი გავაკეთოთ თუ:

1. გავდივართ ზამთარში გარეთ

2. თუ კანი ძალიან გამომშრალია.

3. როცა ჩანს გაფართოებული ძარღვები კანზე.

 

ეს პროცედურები ბევრ სიკეთეს მოგიტანთ თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ წესს დაიცავთ.

პერლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-04-24 21:11:34)

dzalian momecona vauuuuuuuualt

TATIA TATIA
(2012-02-06 22:24:54)

altმომეწონა!!!

ninikela baia
(2011-10-15 22:46:25)

 :ooo, civia :@


(2011-09-16 17:31:35)

 :)

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO