არ არსებობს ოჯახი, სადაც სკანდალები არ იმართება ცოლ-ქმარს შორის. მიდის დაუსრულებელი გარჩევა მტყუან-მართალის და ეს ზოგჯერ ისეთი დამღლელია, რომ სახლიდან შორს გაქცევა და სადმე მყუდრო ადგილას საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი გიჩნდება. მაგრამ, გულს ნუ გაიტეხთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა.
ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სინამდვილეში თანამედროვე ოჯახი ცხოვრობს მატრიარქალურ წყობაზე. მეცნიერთა აზრით, სკანდალის წამომწყებად ოჯახში მოიაზრება სწორედ დედა და არა მამა, ან შვილები.
კამათს ქალები წამოიწყებენ დაახლოებით 3-ჯერ დღეში და მისი საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 5 წუთს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ოჯახი კამათში ხარჯავს საშუალოდ 4 დღეს. ამას ამტკიცებს ორგანიზაცია Uinvue- ს ჩატარებული 3 000 ოჯახის გამოკითხვის შედეგები.
მეცნიერთა განცხადებით, რეალურად დედები იკავებენ ოჯახში მთავარ ადგილს და განცხადებები ძლიერი სქესის წარმომადგენლებისა "ვინ არის სახლში უფროსი?!" - სულ ცოტა, უადგილოა.
კამათის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მოიაზრება ჩხუბი ტელევიზორის პულტის, კომპიუტერთან ადგილის, მცდელობა საოჯახო საქმეებით დასაქმების ან ცოლ-ქმარს შორის (რეალური ან მოჩვენებითი) სხვაობის გამო.
და ბოლოს (მინდა დაგამშვიდოთ), მეცნიერები აცხადებენ: "მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი შედეგები აჩვენებენ, რომ სკანდალები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ოჯახის მშენებლობასა და გამძლეობაში . ისინი წარმოადგენენ ორთქლის გამოშვების სშუალებას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელო კამათი მთლიანობაში კარგად აისახება ოჯახის ცხოვრებაზე."
მე კი დავამატებ, რომ კამათი არც ისე ცუდია, მთავარია იუმორის გრძნობამ არ მიგვატოვოს, მხეცებად არ ვიქცეთ, ყოველთვის ვიფიქროთ შედეგებზე და ყველაფერი კარგად იქნება!
ავტორი: ემილი. |